Posts Tagged With: ნარკოტიკი

ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ვრცელი პოსტი “თინეიჯერებზე”

ბლოგი ნაწილობრივ ეძღვნება თინეჯერებს, მათ ცხოვრებას, ინტერესებს, გართობას და მიზნებს. მეც ვწერდი, ვახასიათებდი, ვაკრიტიკებდი მაგრამ ჯერჯერობით “მე” ტაიმაუტი ავიღე და კითხვით “რას ფიქრობენ დღევანდელ თინეჯერებზე” უკვე ზრდასრულ ადამიანებისკენ გადავედი, რას ფიქრობენ ისინი დღევანდელ ახალგაზრდებზე, როგორ ფიქრობენ რა შეიცვალა წინა თაობებთან შედარებით, რა დაიკარგა და რა განვითარდა, ამაში კი ჩემი საყვარელი facebook-ის მეგობრები დამეხმარნენ, მათგან კი უამრავი საინეტერესო აზრი და მსჯელობა მოვისმინე, უამრავი შენიშვნა და მოწოდება დავაფიქსირე. რჩევები, შენიშვნები და კრიტიკა, სამწუხაროდ მეტი ვერაფერი მოვისმინე მათგან. პასუხებიდან გამომდინარე მივხვდი რომ არ უნდა იყვნენ მაინცდამიანც კმაყოფილები თინეჯერებისგან, ამაში კი ნაწილი ხელისუფლებას, ნაწილი კი არასწორ აღზრდას აბრალებს. თვლიან რომ რადიკალურად განსხვავებული თაობა მოდის. მთავრობისგან უამრავ მოულოდნელ სულპრიზთან და დაუფიქრებელ სასწავლო რეფორმებთან ერთად ეცვლებათ ფსიქიკა, ხასიათი და ხდებიან აგრესიულები, რადგან ამ სასჯელს როგორც კონტროლს ისე აღიქვამენ რაც მათ აზროვნებაზე ზეგავლენას ახდენს. თვლიან რომ მშობელი იმ პრობლემებისდა გამო რაც საქართველოში არსებობს (უმუშევრობა, მატერიალური სიდუხჭირე და სხვა) ვერ ახერხებს სწორად მიუდგეს მოზარდს, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები და თუნდაც იყვნენ მათი მეგობრები. მათ ხომ უამრავი სხვა პრობლემა და საზრუნავიც აქვთ მაგრამ შვილთან დამოკიდებულების, ურთიერთობის კონტროლს მეტნაკლებად ახერხებენ. facebook-ზე უამარვმა მეგობარმა მომაწოდა საინტერესო მოსაზრება თუ არგუმენტი მაგრამ აქედან ორი ადამიანის დამაფიქრებელი პასუხიც საკმარისი იყო რომ პოსტის მიზანი თქვენთვის თვალნათლივ მეჩვენებინა. ქალბატონი თეას პასუხი ისეთი ამომაწურავი იყო რომ არაფერი შემეძლო მეთქვა გარდა მადლობისა, ბატონი დავიდის პასუხი კი ჩემთვის ცოტა სამსჯელოა მაგრამ ამ დროისთვის არაა საჭირო ამ თემაზე დებატები, ძალიან გამიგრძელდება სიტყვა, მოკლედ თვითონ გაეცანით ზრდასრული ადამიანების პასუხებს კითხვაზე “რას ფიქრობენ დღევანდელ თინეჯერებზე??” Continue reading

Categories: გამოკითხვები, თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: