Posts Tagged With: პიანინო

ჩემი მუსიკები ანუ პირო-ვნებები

ჩემს ბავშვობაში ყველამ კარგად იცოდა რა უნდა ეჩუქებინათ ჩემთვის, რომ ძალიან გამხარებოდა, ეს იყო რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან სათამაშო, რომელიც რომელიმე მელოდიას უკრავდა. boy-and-piano-joe-rudskiმაშინდელ საქართველოში მარტივი არ იყო ეპოვნათ რაიმე მსგავსი სათამაშო და ძირითადად ნამდვილ (ოღონდ პატარა) გიტარას ან პირის გარმონს ან ნამდვილ დიდ, უზარმაზარ ხის პიანინოს მყიდულობდნენ, რომლის სკამსაც კი ვერ ვწვდებოდი ნორმალურად, თუმცა ტრიალებდა და დაკვრის სიამოვნებასთან ერთად ამ სკამზე თავბრუსხვევამდე ტრიალითაც მშვენივრად ვირთობდი ხოლმე თავს :დ ხუმრობა იქით იყოს და ჩემი მელომანობა ბაგა-ბაღიდან რომ იწყება ეს სხვა პოსტებში უკვე ვთქვი მაგრამ დღემდე მახსენებენ ხოლმე ერთ ხუმრობას “კახი, ტანანა ტანანა” საკმარისი იყო რომ შუა ქუჩაში ჩემივე მუსიკალური (ყველა შესაძლო ხერხით) გაფორმებებით მინი კონცერტი მომეწყო :დ ეს ხუმრობაც იქით იყოს და დღემდე ვერაფერს ვაკეთებ გულით თუ არ მესმის მუსიკა, და თუ არ მესმის, გუნებაში მაინც რომ არ ვღიღინებდე ისე არაფერი გამომდის. გუნებაში ღიღინმა კი თავისი ქნა და ახალი მუსიკების წაღიღინება დამაჩემა, შემდეგ დიდ ხანს ამეკვიატებოდა ხოლმე და იმდეხანს მიტრიალებდა თავში, სანამ როგორმე არ “გავაცოცხლებდი” რამენაირად, მერე მავიწყდებოდა, მერე ისევ სხვა ახალი ამეკვიატებოდა ტვინის “მელომანურ” რომელიღაც უჯრედებში და ისევ იგივე ნმეორდებოდა. ასე გრძელდება დღემდე. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მოკლედ.. მე შენ მიყვარხარ!!

მერამდენე აბზაცი წავშალე და მერეღა დავუსვი ჩემ თავს კითხვა

“კახი, ვისთვის ან რისთვის წერ-მეთქი” და პასუხი ვერ გამცა იმან, ვინც აგერ უკვე მეექვსე წელია ბლოგის პატრონად ითვლება (სადაც ასე ძალიან მოუიშვიათა წერას) და ვინც ერთ დროს წერაზე შეყვარებული ადამიანი იყო, შეყვარებული პირდაპირი გაგებით 🙂

როგორც ადრე მჩვეოდა, დავუსვამდი ხოლმე საკუთარ თავს კითხვას და სავარაუდო ვარიანტებიდან ვირჩევდი უკეთესს, მერე ვაანალიზებდი, რატომ იყო ეს პასუხი ყველაზე მართალი და სწორი სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით და ასე “ფილოსოფიურად” ვირთობდი თავს, როცა მუსიკებს ვუსმენდი ან ვხატავდი.. ხო, ცოტა უცნაური თავსატეხია, მე ჩემებური ბავშვური თამაშები მქონდა და ალბათ ეხლაც დროდადრო მახსენებს ხოლმე თავს.. თამაშებზე გამახსენდა და სიამოვნებით ვითამაშებდი თამაშს “მე არასოდეს”, თუმცა არასოდეს მითამაშია და ძალიან მაინტერესებს, არ ვარ აზარტული, ნებისმიერ მომენტში შემიძლია შევწყვიტო თამაში, მაგრამ ოოო ეეს “მე არასოდეს” 🙂 ალბათ ამასაც თავისებური ინტრიგა და ადრენალინი აქვს, არ ვიცი.. ხო.. გადავუხვიე ცოტა სიტყვას და დავუბრუნდები – უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბოლო დროს დამჩემდა ფიქრებში საკუთარ თავთან დიალოგი 🙂 სასაცილოა მაგრამ საკუთარ თავს ვეკამათები, ვედებატები, ვეჩხუბები და ბოლოს მაინც ვრიგდებით 🙂 აი თუნდაც დღეს, იმაზე ვიმტვრიეთ ტვინი, რომ ცხოვრება ხანმოკლე კი არა უსასრულოა, ორი სხვადასხვა მაგალითი, ორი სხვადასხვა მყარი არგუმენტი, ორივე დასაბუთებული და დამტკიცებული..boy-grunge-hipster-indie-Kakhi's World

ეხლა გადავხედე ნაწერს და საკუთარ თავს მრავლობითში მოვიხსენიებ უკვე 😀 არა, მე მეცინება, არ ვნერვიულობ, ეს ხომ ბუნებრივია, არა?? 🙂 ხო.. და რა ხდება ბოლოს?? ბოლოს იმით ვამთავრებთ, რომ ადამიანი როგორც დაიმსახურებს ისევეა ცხოვრებაც, ხან უსასრულო, ხანაც ხანმოკლე.. თუმცა გასაკვირი იქნებოდა, რომ ამ უსამართლო ცხოვრებაში ერთი უსამართლობა აქაც არ ერიოს.. აღარ დავრწვრილმანდები.. ისედაც ეს ყველამ კარგად ვიცით და ვწუხვართ.. ვწუხვართ თუმცა რა, როგორც მრავალგზის ნიჭიერ ადამიანს უთქვამს, მაინც ყველანი დავიხოცებით.. რაც არ უნდა ცუდი რეალობა იყოს, ეს ასეა..

ღამის 3 საათია, ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მონიტორით განათებულ მაგიდის კუთხეში დაგდებულ კოლოფში არსებულ უკანასკნელი სიგარეტის ღერისკენ გამირბის თვალი  და ვხვდები, რომ დაახლოებით 20 წუთში მომიწევს მაღაზიაში ჩასვლა და ვცდილობ ეს სიამოვნება მაქსიმალურად გავიხანგრძლივო. მაგრამ ეს ის სიამოვნება არ არის, რომელიც მე ცხოვრებისგან მინდა მივიღო 🙂

მოკლედ.. საკუთარ თავს შევეშვები, ცოტა ხნით.. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პერიოდულია და იმედია ფსიქო რაღაც-რაღაცებისკენ არ გადაიზრდება..

შევეშვები და ჩემს წინა რამოდენიმე პოსტში ნახსენებ კარგად გადავიწყებულ ახალ ჰობზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ყველაფერი აკურატულად ზუსტად დამიწერია და აღარაფერი მაქვს სათქმელი, მაინც გამომრჩა ერთი რამ.. ყველას ალბათ გვაქვს ის თუნდაც ერთი მუსიკა, რომელიც რაღაც კონკრეტულს გვახსენებს. შეიძლება გვიყვარს ან არ გვიყვარს ეს სიმღერა/მელოდია მაგრამ გვახსენებს და რა ვქნათ?? არ მოვუსმინოთ!! 🙂 არა, ასე მარტივადაც არ არის, თან თუ ეს მელოდია შენ აგეკვიატა ტვინის ნახევარსფეროს რომელიღაც მუსიკალურ ნერვულ დაბალოებებში და იქამდე გაღიღინა სანამ არ ააწყობდი, როგორც მელოდიას, ვისთვის ცუდად, ვისთვის როგორ.. 🙂 საბოლოოდ კი გინდა თუ არ გინდა უსმენ და არ გავიწყდება ის კონკრეტული მომენტები, რომელიც შესაძლოა იმ დროისათვის უმნიშვნელო იყო მაგრამ მაინც დალექილა ტვინში.. ძალიან გადავეკიდე ამ ტვინს 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

გადავიწყებული ახალი ჰობი

ზუსტად ოთხი თვე და 2 დღეა რაც პოსტი არ დამიწერია, ვერ ვიტყვი რომ ვწუხვარ ამის გამო თუმცა მართლა მომნატრებია აქაურობა 🙂 ამ ოთხ თვეში მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ახალ ჰობს, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არც არის, უბრალოდ ეხლახანს გავაქტიურდი.

მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ ბაღში ერთი ამოჩემებული სათამაშო მქონდა, რომელიც დასაკრავ ინსტრუმენტს გავდა და სასიამოვნო, წკრიალა ხმებს გამოსცემდა. შემდეგ სახლშიც მომრავლდა მისნაირი ჟღედარი სათამაშოები (პირის გარმონი, პატარა მწვანე პიანინო, ასევე მწვანე პატარა გიტარა, ლურჯი ზოლებით და ა.შ.) მაშინდელმა ჩემმა მელომანობამ დღემდე მოაღწია და ჰობად იქცა.

Kakhi's World-old_vintage_pianoმიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება საერთოდ არ მაქვს, ჩემ ჭიას მაინც ვახარებ და სახლში ელექტრო პიანინოც გაჩნდა, რაზეც მგონი სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. მანამდე კი იყო სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, სადაც ყველაფერი გაცილებით მიმარტივდებოდა, ვიდრე რეალურად პიანინოზე დაკვრა მაგრამ ეს ბარიერიც გადავლახე (არადა თავიდან მხოლოდ ბოლო ამოჩემებულ ჰიტებზე ვატარებდი ცდებს) 🙂

მახსოვს, შარშან ვწერდი გიტარაზე დაკვრა მინდა ვისწავლო-მეთქი მაგრამ პიანინოთი დავიწყებ, გიტარამდეც მივალ მერე 🙂 და საერთოდ – რატომ მიყვარს მუსიკა?? ეს ალბათ დედაჩემისგან გამომყვა, შესანიშნავად უკრავს პიანინოზე. პატარაობაში რაღაცებს მასწავლიდა მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი გადამავიწყდა, როგორც ხდება ხოლმე. ეხლა თანდათან ვიხსენებ, ზოგსაც მე ვაწყობ (ის ცალკე ემოციაა, როცა საკუთარ აწყობილ, არც თუ ურიგო მელოდიას მოუსმენ 🙂 )  და ჯამში საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი მუსიკა დამიგროვდა.

Continue reading

Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: