Posts Tagged With: რეალობა

მშიერი კატა და მწვანე ფრინველი

            მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი, ამას არცერთ შესაფერის სიტუაციაში არ ვმალავდი და არასოდეს მერიდებოდა ამის ხმამაღლა თქმა მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ოცნებამ სახელი შეიცვალა და იმედი დაირქვა (არავითარი პოლიტიკა). ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი, თან ძალიან მეოცნებე. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ, ერთი მეორის მიყოლებით ვაღწევდი დასახულ მიზნებს და როგორ არაფერი იყო ჩემთვის შეუძლებელი, წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ზაფხულობით უდარდელად და მშვიდად ვისვენებდი ბოჰემურ კუნძულებზე და როგორ გადავაგორებდი ზამთარს, თანამედროვე მაგრამ მყუდრო, პატარა სახლში, მხოლოდ ერთადერთ და ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. წარმოვიდგენდი ხოლმე – წარმატებულ და მშვიდ ცხოვრობას, მაშინ პრობლემების არაფერი გამეგებოდა მაგრამ.. თანდათან, ვისწავლე იმაზე ფიქრიც, რომ ეს ყველაფერი თავისით არ მოვა, რომ უნდა მოვიპოვო და დავიმსახურო. იმდენს ვფიქრობ უკვე ამაზე, რომ ნამდვილი ოცნებისთვის დრო აღარ მრჩება.. ეგეც რომ არა, ვეღარც ვვოცნებობ, როცა რეალობა პირისპირ გიზის და შუბლშეკრული გიბღვერს, იმედი კი იქვე, კუთხეში ჩუმად დგას და ირონიულად გიღიმის, თვალებს ეშმაკურად გიბზუებს..

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა „წაიოცნება“ და მეც ავყევი. დიდი არაფერი ოცნება არ იყო, მეც კი ვერ აღმაფრთოვანა საკუთარმა ოცნებებმა და მივხვდი, რომ ჩემში მეოცნებე კაცი ჩაკვდა, აღარ არსებობს. მისი, მეგობრის ოცნებები გავიზიარე და ისევ იმ ყბა დაღებულ იმედს ჩავებღაუჭე, ოდესღაც მასაც კონკრეტული ზედმეტსახელ(ებ)ი რომ ერქვა, დღეს კი უსახელოდ, მხოლოდ ხავსი ქვია.. მაგრამ დროზე და მაგრად ჩავავლე ხელი, არსად გავუშვებ, იქამდე დავტოვებ, იქამდე ვაცოცხლებ, სანამ არ ამიხდება.. არ უნდა მომიკვდეს, ესღა დამრჩა.. ხო, მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი მაგრამ გავიზარდე – ვეღარ ვვოცნებობ.. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 4 Comments

დრო და მიზეზი

ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს, ყველაფერს საკუთარი (თუნდაც სუბიექტური) ახსნა გააჩნია. არ არსებობს არცერთი აზრი, რომელსაც შეუძლებელია კონტრარგუმენტი არ მოუძებნო და არ შეეკამათო, ყველაფერს საკუთარი სიმართლე და ტყუილი ამოძრავებს (იშვიათად სინდისიც) და უფრო ლაკონურად რომ ვთქვა, მოკლედ, ეს ყველასათვის ნაცნობი (და უცნობი) აქსიომა ძალიან, ძალიან იშვიათი შემთხვევაა. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , | 9 Comments

შენ და …

მშვიდი ნოტები, წყნარი მელოდია და სრული ნეტარება. უკუნითი სიბნელე და ნოსტალგიური სიჩუმე. რეალური და ამავე დროს აბსურდული სიტყვები, ტყუილით გაჯერებული სიმართლე. შენ უბრალოდ გიყვარს შეგრძნება იმ ბგერების რომელსაც გული გამოსცემს. უკვდავება შენთვის, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რასაც ქმნი. არასდროს მოუსმინო ხალხს რომ ჩქარა გადის დრო, უბრალოდ ეს ჩვენ ვართ სუსლსწრაფები. დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს.

უნდა გაიღიმო რომ ქვესკენლშიც შემოიჭრას სინათლის სუსტი მაგრამ სუფთა, კამკამა, ნათელი სხივი. ზღვის ტალღებს უნდა მოეფერო ნაზად, ფრთხილად რომ იგრძნო მათი ძალა, მათი ვნება. უნდა კადრებში დაიჭირო როცა ის ჩუმად ჩურჩულებს, როცა ის ღელავს და გაიგებ, მიხვდები რას ღრიალებს ზღვა როცა ბობოქრობს. ჩვენც ალბათ ნოტებზე დავრჩებით და სხვებს არ მოვაბეზრებთ თავს.  ითამაშებ ნოტებზე, აყვები იმ მელოდიას რომელიც შენთვის იწერება, რომელიც მხოლოდ შენია, შენ გეძღვნება.. თუ გეცოდინება რომ მას ის წერს.. ის ვინც შენთვის, შენით და შენთან ერთად ცოცხლობს.. ის ვინც არასდროს იქნება უკმაყოფილო.. ის ვინც ზოგჯერ გაბრაზდება, გაიბუტება, იბუზღუნებს კიდეც მაგრამ მაინც ეყვარება.. რეალობა დუმს, ოცნებები კი თავს იგიჟებენ.. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, Friendly blogs | ტეგები: , , , , , , , | %(count)s კომენტარი

მგრძნობიარე ბლოგერები (?!)

ძალიან, ძალიან ციოდა, საღამოვდებოდა, უკვე თითქმის ბნელოდა, ლამპიონებიც ვალდებულების მოხდის მიზნით ანათებდნენ, ქარი საშინლად გუგუნებდა, გაცრეცილ ფოთლებს აღმა-დაღმა ათამაშებდა, უცებ აბობოქრდებოდა და ისევ დამშვიდდებოდა, სახეზე მეხეთქებოდა ქარი როგორც ყინულის პატარა ნამცეცები, მყინავდა, როგორც ადრე… მივდიოდი და ქარი მებრძოდა, დარჩენისკენ მიბიძგებდა მაგრამ რომ აეხსნა, ლაპარაკი რომ სცოდნოდა და ეთქვა თუნდაც ერთი მიზეზი შეიძლებოდა დავრჩენილიყავი კიდეც…

ერთ-ერთმა მკითხველმა მომწერა (აღარ მახსოვს რომელმა) “ბლოგერები შეიძლება პოსტებში ძლიერები ჩანხართ, საკუთარ თავს ადიდებთ, ყველაზე კომფორტულ ცხოვრებას იწყოთ ბლოგზე, ისე იყოს ყველაფერი როგორც თქვენ გინდათ მაგრამ რეალობას ვერ გაექცევითო, ყველანი მგრძნობიარეები და მიამიტები ხართო, იმიტომ რომ გულში რასაც ვერ იტევთ ყველაფერს წერთ, ამ ყველაფერში კი თითქმის მთელი თქვენი ცხოვრებააო”… მახსოვს, მან ბლოგერები ემოებთან გააიგივა და დამაკავშირებელი დიდი ნუსხა ჩამომიწერა (სამწუხაროა რომ არ შევინახე)..

და რატომ გამახსენდა ზუსტად ეს წერილი მაშინ როცა მართლა არ იყო ამის შესაფერისი დრო?! მივდიოდი და გარემო იმდენად ცივი იყო, იმდენად აგრესიული, შემაძრწუნებელი რომ მომინდა წარმომედგინა, გამეხსენა ზაფხულის თბილი დღეები, აი ზუსტად ამ დროს რომ შემეძლო თითქმის შიშველს მესეირნა ზღვის ნაპირას და მერე ჩემი შემდგომი თავგადასვლები თქვენთვის მომეყოლა. ხო, ასე გავიფიქრე და მივხვდი რომ რასაც რეალობად ვერ ვაქცევთ შეგვიძლია უბრალოდ წარმოვიდგინოთ მაინც, ეს წარმოდგენა კი იმდენად გვხიბლავს, სუბიექტური რეალობა იმდენად მძაფრდება ამ დროს რომ ჩვენივე ტყუილებს ვიჯერებთ, სხვებსაც ვაჯერებთ. თუმცა ტყუილს მაინც მოკლე ფეხები აქვსო და ადრე თუ გვიან მოგვიწევს აღიარება იმის რომ ეს თამაში იყო  და რეალობაში გაცილებით რთულ ჩიხში შევდივართ ვიდრე მხოლოდ ის რომ უბრალოდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვნდა.

ეს ფანდი კი საბოლოოდ უფრო გვანადგურებს. რეალობაში ცივა, ყინავს და არ გვინდა დაბრუნება, ირჩევ ისევ იმ წარმოსახვით რეალობას სადაც ილუზიებით ყველაფერი ისეა როგორც ზუსტად ჩვენ გვინდა და გვავიწყდება პირადი. მკითხველის (რომელმაც ბლოგით და პოსტებით გამიცნო) არ ვიცი და მე ნამდვილად არ მიცდია მსგავსი რამ, ექსპერიმენტების ჩატარება და რეალობიდან თავის დასახწევად ფანტაზიორობა. თუ ეს მომდომებია სხვა უფრო მარტივი გზაც არსებობს (ბლოგის მკითხველი მიმიხვდება ალბათ). თან ეს ისეთი მარტივია რომ ყველა მოზარდის ოცნებას, ჟინს და მუღამს- სუბორდინაციის დარღვევას ემსახურება 🙂

Categories: თინეიჯერები, Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , | %(count)s კომენტარი

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: