Posts Tagged With: რომანი

მე შენი სურათი ვიპოვე

სამწუხაროა, როცა ყველაფერს ხმამაღლა და თამამად ვერ იტყვი, უფრო სწორედ არ იტყვი, იმიტომ რომ ეს რაღაც კონკრეტული მხოლოდ შენ არ გეხება და თავს ზემოთ ძალა არ არის, გიწევს მიკიბ-მოკიბული ფრაზებით წერო ის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, გაგახსენდება და შიგადაშიგ სახეზე წამიერი ღიმილით დასრულდება ხოლმე 🙂

არადა წლები გავიდა, ის ინტრიგა, აღფრთოვანება და ემოცია კი ჯერ ისევ კარგად მახსოვს.. პირველი პოსტი, რომელმაც ამაფორიაქა და ამრია, კონკრეტულ გრძნობებზე დამაფიქრა; პირველი პიემი, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩაიარა; პირველი ზარი სკაიპში, რომელიც ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მოველოდი და პირველი შეხვედრა, რომელიც ხელახლა დაბადებას გავდა 🙂

მოვრჩები ამ სასაცილო პათეტიკას და პირდაპირ დავწერ, დღემდე ვნანობდი, გული მწყდებოდა, რომ შენი არცერთი სურათი არ მქონდა, თავი ბოლო იდიოტი მეგონა ამის გამო.. როგორ შეიძლებოდა მე შენი, თუნდაც მხოლოდ ერთი სურათი მაინც, არ მქონოდა?! 🙂 Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

ჩაძირული თოლია

გუშინ დავამთავრე ორდე დგებუაძის “ჩაძირული თოლიას” კითხვა სადაც თოლიას შკიპერზე დათა თორიასა და მის შემთხვევით მგზავრ მარია საბურას სასიყვარულო ისტორიაზე იყო მოთხრობილი და ისე მოულოდნელად და საინტერესოდ ნვითარდებოდა ერთი სული მქონდა როდის დაღამდებოდა რომ წამეკითხა. მოვლენები საქართველოს დასავლეთში ბოლშევიკების და მენშევიკებსი შეტაკებების ფონზე ისეთი რომანტიული ელემენტებით იყო გაფორმებული თითქოს ომი ხელს უწყობდეს ადამიანებს შორის სიახლოვესო. დასასრული ჰეფი ენდი ქონდა თუმცა არ მოვედლოდი რადგან პერსონაჟები დათა და მარია როგორც მწერალი ხსნიდა მეტისმეტად შორს იყვნენ ერთმანეთისგან როგორც ტერიტორიულად ასევე სულიერად მაგრამ ავტორმა ასევე მოულოდნელად შეძლო მათი დაახლოება და სასიყვარულო რომანის მათდა საბედნიეროდ დასრლება. პერსონაჟებმა მათი საქციელებით ისე შემაყვარა თავიანთი თავი არ მინდა დასრულებულიყო, უკანასკნელი ფურცელი რომ გადავფურცლე ბოლო სიტყვებს ისე ვკითხულობდი ბოლოს ჩემს თავზე გამეცინა, თითქოს ვიღაცას ჭკუას ვარიგებდე ისე ამოვიკითხე ავტორის მიერ მკითხველისადმი მიძღვნილი ბოლო სიტყვები. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 5 Comments

8 რამ, რაც ჩემს შესახებ არ იცი

ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია,თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია

ადამიანის გასაცნობად მხოლოდ მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი მისამართი არ კმარა. ადამიანის ბოლომდე შეცნობას შეიძლება ერთი სიცოცხლე არ ეყოს. ყველა ადამიანს თითო საიდუმლო მაინც აქვს რომელსაც უფრთხილდება და მხოლოდ საიმედო და ახლო მეგობრებს ანდობენ რომლებსაც შემდეგ “მესაიდუმლესაც” უწოდებენ. მე ასეთი არავინ მყავს ალბათ იმიტომ რომ არ ვარ საიდუმლოებებით აღსავსე ადამიანი. რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, ვლაპარაკობ ან განვიცდი არ არის ისეთი რომ რაიმეს შემეშინდეს და დავმალო. ამ პოსტში კი გეტყვით იმას რაც ჩემს შესახებ არ იცით და არც უნდა გცოდნოდათ სანამ “უდიდეს”© თეგ თამაშს არ წავაწყდებოდი სადაც არ მთაგავდნენ (ალბათ ჩემი წინა პოსტიდან გამომდინარე სადა მიწერია რომ დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება 😀 ) მაგრამ მე არ დაველოდე იმას თუ როდის გამოიჩენდა სხვა ინიციატივას და მე თვითონ დავითაგე თავი, არ ვიცი რატომ მაგრამ მომეწონა თემა და მაშ ასე დავიწყოთ 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: