Posts Tagged With: სათამაშო

ჩემი მუსიკები ანუ პირო-ვნებები

ჩემს ბავშვობაში ყველამ კარგად იცოდა რა უნდა ეჩუქებინათ ჩემთვის, რომ ძალიან გამხარებოდა, ეს იყო რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან სათამაშო, რომელიც რომელიმე მელოდიას უკრავდა. boy-and-piano-joe-rudskiმაშინდელ საქართველოში მარტივი არ იყო ეპოვნათ რაიმე მსგავსი სათამაშო და ძირითადად ნამდვილ (ოღონდ პატარა) გიტარას ან პირის გარმონს ან ნამდვილ დიდ, უზარმაზარ ხის პიანინოს მყიდულობდნენ, რომლის სკამსაც კი ვერ ვწვდებოდი ნორმალურად, თუმცა ტრიალებდა და დაკვრის სიამოვნებასთან ერთად ამ სკამზე თავბრუსხვევამდე ტრიალითაც მშვენივრად ვირთობდი ხოლმე თავს :დ ხუმრობა იქით იყოს და ჩემი მელომანობა ბაგა-ბაღიდან რომ იწყება ეს სხვა პოსტებში უკვე ვთქვი მაგრამ დღემდე მახსენებენ ხოლმე ერთ ხუმრობას “კახი, ტანანა ტანანა” საკმარისი იყო რომ შუა ქუჩაში ჩემივე მუსიკალური (ყველა შესაძლო ხერხით) გაფორმებებით მინი კონცერტი მომეწყო :დ ეს ხუმრობაც იქით იყოს და დღემდე ვერაფერს ვაკეთებ გულით თუ არ მესმის მუსიკა, და თუ არ მესმის, გუნებაში მაინც რომ არ ვღიღინებდე ისე არაფერი გამომდის. გუნებაში ღიღინმა კი თავისი ქნა და ახალი მუსიკების წაღიღინება დამაჩემა, შემდეგ დიდ ხანს ამეკვიატებოდა ხოლმე და იმდეხანს მიტრიალებდა თავში, სანამ როგორმე არ “გავაცოცხლებდი” რამენაირად, მერე მავიწყდებოდა, მერე ისევ სხვა ახალი ამეკვიატებოდა ტვინის “მელომანურ” რომელიღაც უჯრედებში და ისევ იგივე ნმეორდებოდა. ასე გრძელდება დღემდე. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

გადავიწყებული ახალი ჰობი

ზუსტად ოთხი თვე და 2 დღეა რაც პოსტი არ დამიწერია, ვერ ვიტყვი რომ ვწუხვარ ამის გამო თუმცა მართლა მომნატრებია აქაურობა 🙂 ამ ოთხ თვეში მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ახალ ჰობს, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არც არის, უბრალოდ ეხლახანს გავაქტიურდი.

მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ ბაღში ერთი ამოჩემებული სათამაშო მქონდა, რომელიც დასაკრავ ინსტრუმენტს გავდა და სასიამოვნო, წკრიალა ხმებს გამოსცემდა. შემდეგ სახლშიც მომრავლდა მისნაირი ჟღედარი სათამაშოები (პირის გარმონი, პატარა მწვანე პიანინო, ასევე მწვანე პატარა გიტარა, ლურჯი ზოლებით და ა.შ.) მაშინდელმა ჩემმა მელომანობამ დღემდე მოაღწია და ჰობად იქცა.

Kakhi's World-old_vintage_pianoმიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება საერთოდ არ მაქვს, ჩემ ჭიას მაინც ვახარებ და სახლში ელექტრო პიანინოც გაჩნდა, რაზეც მგონი სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. მანამდე კი იყო სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, სადაც ყველაფერი გაცილებით მიმარტივდებოდა, ვიდრე რეალურად პიანინოზე დაკვრა მაგრამ ეს ბარიერიც გადავლახე (არადა თავიდან მხოლოდ ბოლო ამოჩემებულ ჰიტებზე ვატარებდი ცდებს) 🙂

მახსოვს, შარშან ვწერდი გიტარაზე დაკვრა მინდა ვისწავლო-მეთქი მაგრამ პიანინოთი დავიწყებ, გიტარამდეც მივალ მერე 🙂 და საერთოდ – რატომ მიყვარს მუსიკა?? ეს ალბათ დედაჩემისგან გამომყვა, შესანიშნავად უკრავს პიანინოზე. პატარაობაში რაღაცებს მასწავლიდა მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი გადამავიწყდა, როგორც ხდება ხოლმე. ეხლა თანდათან ვიხსენებ, ზოგსაც მე ვაწყობ (ის ცალკე ემოციაა, როცა საკუთარ აწყობილ, არც თუ ურიგო მელოდიას მოუსმენ 🙂 )  და ჯამში საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი მუსიკა დამიგროვდა.

Continue reading

Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: