Posts Tagged With: საიდუმლო

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

საიდუმლო რომელიც ყველას აინტერესებს

საიდუმლო რომელიც ყველას აინტერსებს – ცოტა ხმამაღალი ნათქვამია თუმცა არსებობს ჩემი მეგობრების, ნაცნობების და ნათესავების მთელი ამალა რომელთაც ინტერესი კლავთ გაიგონ ვინ არის ჩემი შეყვარებული, ვიზე ვწერ პოსტებს, ვის ვემესიჯები გაუთავებლად და ვისთან ერთად ვარ ჩამოკიდებული მობილურზე საათობით 🙂

სხვა შემთხვევაში ალბათ უბრალოდ ვიტყოდი ‘ეს მათი საქმე არ არის’ მაგრამ ამ ინტერესმა უკვე პიკს მიაღწია.

გეკითხებით: აუცილბელია თუ არა რომ იცოდეს მეგობარმა შენი პირადი თუ შენ ამის სურვილი არ გაქვს?? აუცილებელია მათი გაცნობა და ა.შ როცა მათ გარეშეც მშვენივრად გრძნობ თავს მასთან.

ზოგჯერ მათი დაკითხვებიც მაღიზიანებს, რატომ უნდა იცოდეს თუნდაც ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა ვინ არის ჩემი შეყვარებული, სადაურია, რა ქვია, როგორია და ა.შ

მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი ჩემი თითოეული ნათქვამი დეტალი შემდეგ ყავასთან ერთად განსახილველი თემა იქნება როცა საჭორაო დაელევათ, არ მინდა ბანალური ვიყო და მეც განზრახ თავს ვიკავებ მეგობრებში იმ თემაზე საუბარს რასაც სიყვარული ქვია.

არადა რომ დავფიქრდეთ დასამალი არც არაფერი მაქვს უბრალოდ სურვილი არ მაქვს იმის რომ ზოგიერთებს ცხვირი იქ ჩავაყოფინო სადაც არ ესაქმებათ 🙂

არ მინდა იმ ტიპებს ვგავდე თავის პირადს ნებისმიერ დაინტერესებულს რომ უყვებიან და უზიარებენ სიხარულს თუ როგორ გაუმართლათ და რა ბედნიერები არიან, მათ რომ არ გაიგონ და არ იცოდნენ ყველა დეტალი ისედაც ვიქნები მე ბედნიერი ჩემს ‘ერთადერთთან’ ერთად.

თუ რამე მაქვს მოსაყოლი ამის შესანიშნავი ადგილი ბლოგია, თუ რამე მექნება ისეთი რაც შეიძლება რომ ამის გაგება სხვებსაც “დააინტერესოს” ბლოგზე დავწერ.

ვიცი უხეშად გამომდის მაგრამ ყველა ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და შემდეგ ქუჩაში შემხვდება აღარ დავისვას კითხვა „რა ხდება შეყვარებულის ამბებში“ 😐

(წინა პოსტმა რომელიც ბლოგის არსებობასთან დაკავშირებით დავწერე მეგობრებში გაჭრა და მგონი ამ პოსტმაც უნდა მიშველოს რამით :დ)

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 14 Comments

საიდუმლო

არსებობს ისტორიები რომლებიც ბლოგზე არასდროს დაიწერება
არსებობს ფაქტები რომლების შესახებაც არავინ არაფერი არ იცის
არსებობს გარკვეული ფიქრები, სურვილები და ოცნებები რომლებსაც ვერავინ გაიგებს
არსებობენ ადამიანები რომლებიც პოსტებში არასდროს ხსენებულან
და იარსებებენ საიდუმლოებები რომლებსაც ვერავინ ვერასდროს გაიგებს.

საიდუმლო და გინდ მესაიდუმლე ხმამაღალი სიტყვაა და ძვირად ფასობს. ცოტას თუ შეუძლია რომ მოგისმინოს, გაიგოს ის რაც სხვამ არ იცის და თავისთვის დაიტოვოს. ცოტას შეუძლია, თურმე იმაზე ცოტას ცოტას ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ხო, მე მესაიდუმლე არ მყავს ისეთი ვინც იცის ისეთი რამ რაც არავითარ შემთხვევაში სხვამ არ უნდა გაიგოს, ალბათ იმიტომ რომ სიმართლე რომ ვთქვათ დიდი და მაშტაბური საიდუმლოებებიც არ დამაქვს მაგრამ აი შემიძლია თამამად ვთქვა რომ კარგი მესაიდუმლე ვარ. გულის გადაშლა, ლაპარაკი და ბოლომდე დახარჯვა ზოგჯერ ყველას გვჭირდება მაგრამ ვისთან ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, იმაზე კარგად ვიდრე 2×2=4 (თუ 5ს??), ზოგჯერ ამ ელემენტარულშიც ეჭვი შეაქვს ზოგიერთს და როცა მესაიდუმლეზე ვლაპარაკობთ იქ წმინდა წყლის ნდობაზე უნდა იყოს საუბარი. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 7 Comments

როგორ დავკეროთ გოგო?

ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ხასიათით, ერთი ლოგიკით და ერთი დამოკიდებულებით, ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, მოსაწყენი პიროვნება ხდები. ცხოვრების სულ რამოდემინე პერიოდი გჭირდება, რომ საკუთარი თავი ამოწურო, რომ ბოლომდე გააცნო საზოგადოებას შენი შინაგანი სამყარო. აქ კი ცხოვრებას აზრი ეკარგება, როცა ყველამ იცის შენი მომდევნო ნაბიჯი და შენი გადაწყვეტილება. ამ დროს კი აუცილებელია თამაში, თამაში თუნდაც გრძნობებზე, სიტყვებზე, ადამიანებზე, ზოგადად გაორებაა საჭირო, რომ მრავალფეროვანი გახადო შენი ცხოვრება. თამაშით კი შეიძლება უამრავი რამ მოიგო კიდეც. ბიჭები ამ ხერხს კარგად ვიყენებთ (თუმცა არც გოგონები რჩებიან ვალში), ვთამაშობთ გმირების, გენიოსების, ჯელტმენების როლებს და ეს წარტებული ხერხია როგორც პირად ცხოვრებაში ასევე კარიერაშიც.

აქვე გაგიმხელთ ბიჭების უმრავლესობის პატარა საიდუმლოს 🙂 გოგონების დაკერვის შთამბეჭდავ მეთოდს რომელსაც სულ ცოტა მოთმინება და ობიექტის კონტროლი ჭირდება. მოგეხსენებათ ბიჭები, მითუმეტეს ქართველი ბიჭები არც ისე მალე ვნებდებით და არ ისე მალე ვყრით ფარხმალს, როცა მიზანს ვერ ვაღწევთ სამიზნე ობიექტთან. აქ კი პატარა ხერხს მივმართავთ. გოგონას თამაშში ვითრევთ. მოვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვერაფერი გავაწყვეთ მათთან და რომ ვნებდებით, რომ ისინი ძლიერები აღმოჩნდნენ ჩვენზე. ვუებნებით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ უნდათ, არჩევანს მათ ვანდობთ. ამით მათ ნდობას ვიმსახურებთ და მათი დაკერვის იმედები ორმაგდება (მარტივდება).

გოგონამ ამ დროს შეიძლება “შეიბრალოს”, შეძლოს საკუთარ პრინციპებზე უარი თქვას და უბრალოდ ემეგობროს. მეგობრობას, რა თქმა უნდა, ხშირი კონტაქტი და შეხვედრები უძღვის წინ, აქ კი შეიძლება შეჩვევის ფაქტორმაც იჩინოს თავი და მასზე დამოკიდებული გახდეს. ბოლოს კი ბიჭი ყველაფრის გაკონტროლებას შეძლებს, ისე რომ გოგომ ვერაფერი შენიშნოს და ეს უბრალოდ მზრუნველობას და მისდამი ყურადღების გამოვლენას მიაწეროს. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , | 23 Comments

8 რამ, რაც ჩემს შესახებ არ იცი

ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია,თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია

ადამიანის გასაცნობად მხოლოდ მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი მისამართი არ კმარა. ადამიანის ბოლომდე შეცნობას შეიძლება ერთი სიცოცხლე არ ეყოს. ყველა ადამიანს თითო საიდუმლო მაინც აქვს რომელსაც უფრთხილდება და მხოლოდ საიმედო და ახლო მეგობრებს ანდობენ რომლებსაც შემდეგ “მესაიდუმლესაც” უწოდებენ. მე ასეთი არავინ მყავს ალბათ იმიტომ რომ არ ვარ საიდუმლოებებით აღსავსე ადამიანი. რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, ვლაპარაკობ ან განვიცდი არ არის ისეთი რომ რაიმეს შემეშინდეს და დავმალო. ამ პოსტში კი გეტყვით იმას რაც ჩემს შესახებ არ იცით და არც უნდა გცოდნოდათ სანამ “უდიდეს”© თეგ თამაშს არ წავაწყდებოდი სადაც არ მთაგავდნენ (ალბათ ჩემი წინა პოსტიდან გამომდინარე სადა მიწერია რომ დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება 😀 ) მაგრამ მე არ დაველოდე იმას თუ როდის გამოიჩენდა სხვა ინიციატივას და მე თვითონ დავითაგე თავი, არ ვიცი რატომ მაგრამ მომეწონა თემა და მაშ ასე დავიწყოთ 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: