Posts Tagged With: სიგარეტი

შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

7:00

ბევრისაგან გამიგია და მეც დავეთახმები იმაში, რომ დაწყება და სტარტის კარგად, სწორად აღება ყოველთვის ჭირს და არა მარტო პოსტის წერისას, ზოგადად ცხოვრებაში. ხოდა მეც პირდაპირ დავიწყებ, ზედმეტი შესავლების გარეშე (თუმცა ესეც შესავალი არ არის?? 🙂 )

ბარემ თავიდანვე გეტყვით, რომ უამრავ აბდაუბდა თემებს შევეხები (მერე რომ არ იფიქროთ -რა აბდაუბდად წერსო), დაახლოებით იმის მსგავს -უბის წიგნაკში რომ წერენ ხოლმე, ალთა-ბალთა ქრონიკებს და პატარა ჩანახატებს, ერთმანეთთან რომ (ხშირ შემთხვევაში) არაფერ კავშირშია..

…..

არადა სანამ ვორდპრესის ნიუ პოსტს გავხსნიდი, უკვე ვიცოდი დაახლოებით რა უნდა დამეწერა, ეხლა კი ვზივარ და ვფიქრობ რატომ გავხსენი 🙂 დაბნეული და დაშტერებული ვუყურებ კლავიატურას და მგონია რომ არაფერი მაქვს დასაწერი. თუმცა როგორ არა, ადრე თუ გვიან მაინც დავწერდი მასზე, რა მნიშვნელობა აქვს 🙂 აი ეს სიტყვები, როგორ მომენატრა თურმე ეს სიტყვები, მართლაც და “რა მნიშვნელობა აქვს” როდის დავწერ – მაშინ როცა საჭირო იქნება, თუ მაშინ, როცა საერთოდ აღარაფერი იქნება. და საერთოდ – არც მიზეზს აქვს მნიშვნელობა.

მოკლედ, როცა მობილურის ეკრანი ტყდება და ფუჭდება, რაზეც ჩამოკიდებული იყავი 24/7-ზე, ერთადერთი კარგი რამ ამაში, მხოლოდ ის არის, რომ ძილის წინ “ქენდი ქრაშის” ან “სუმონერს ვორსის” თამაშის ნაცვლად ხელში წიგნს იღებ და ოდესღაც რომ გეგონა ბოლოში ვერასოდეს გახვიდოდი, თითქმის დასასრულამდე მიდიხარ – როოცა მოულოდნელად, შუა ღამისას, წამი-წამზე რომ უნდა ჩაგეძინოს, წიგნს გვერდით დებ და იწყებ ფიქრს, უფროსწორედ გეფიქრება იმაზე, თუ რა ჩახლართულია ყველაფერი ერთმანეთში. სწორი ხაზის გავლება გიჭირს და ერთი აზრიდან მეორეზე ხტები, მეორედან მესამეზე და ჯაჭვური რეაქციებით ისეთი აბსურდული დასკვნები გამოგაქვს, რომ საბოლოოდ ბოლომდე ამყარებ პირვანდელ აზრს 🙂 ჩახლართული მაგრამ საინტერესო!!

ადამიანის ფსიქოლოგიას მე ვერ დავანაწევრებ და არც მაქვს ამაზე პრეტენზია, თუმცა ის აშკარაა, რომ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული, მე შენს ბედს განვსაზღვრავ, შენ ჩემსას, ჩვენ სხვებისას და ა.შ. თან ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. მარტივად დავწერ, კონკრეტული მაგალითით, შენ ახლა ჩემს დაწერილ პოსტს კითხულობ, შესაძლოა არც კი მიცნობდე ვინ ვარ საერთოდ და შენი ცხოვრებიდან რამდენიმე წუთს მითმობ, მე შენს კომენტარს წავიკითხავ და მიუხედავად არც მე გიცნობ, რამდენიმე წუთს დაგითმობ და პასუხს გაგცემ მაგრამ ეს უფრო გლობალურად სოც. ქსელებში ხდება, ყოველ წუთს და ყოველ წამს. ნუ, ლაკონურია მაგრამ ალბათ მიმიხვდით, თუმცა ახალს არაფერს ვამბობ 🙂 Continue reading

Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მოკლედ.. მე შენ მიყვარხარ!!

მერამდენე აბზაცი წავშალე და მერეღა დავუსვი ჩემ თავს კითხვა

“კახი, ვისთვის ან რისთვის წერ-მეთქი” და პასუხი ვერ გამცა იმან, ვინც აგერ უკვე მეექვსე წელია ბლოგის პატრონად ითვლება (სადაც ასე ძალიან მოუიშვიათა წერას) და ვინც ერთ დროს წერაზე შეყვარებული ადამიანი იყო, შეყვარებული პირდაპირი გაგებით 🙂

როგორც ადრე მჩვეოდა, დავუსვამდი ხოლმე საკუთარ თავს კითხვას და სავარაუდო ვარიანტებიდან ვირჩევდი უკეთესს, მერე ვაანალიზებდი, რატომ იყო ეს პასუხი ყველაზე მართალი და სწორი სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით და ასე “ფილოსოფიურად” ვირთობდი თავს, როცა მუსიკებს ვუსმენდი ან ვხატავდი.. ხო, ცოტა უცნაური თავსატეხია, მე ჩემებური ბავშვური თამაშები მქონდა და ალბათ ეხლაც დროდადრო მახსენებს ხოლმე თავს.. თამაშებზე გამახსენდა და სიამოვნებით ვითამაშებდი თამაშს “მე არასოდეს”, თუმცა არასოდეს მითამაშია და ძალიან მაინტერესებს, არ ვარ აზარტული, ნებისმიერ მომენტში შემიძლია შევწყვიტო თამაში, მაგრამ ოოო ეეს “მე არასოდეს” 🙂 ალბათ ამასაც თავისებური ინტრიგა და ადრენალინი აქვს, არ ვიცი.. ხო.. გადავუხვიე ცოტა სიტყვას და დავუბრუნდები – უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბოლო დროს დამჩემდა ფიქრებში საკუთარ თავთან დიალოგი 🙂 სასაცილოა მაგრამ საკუთარ თავს ვეკამათები, ვედებატები, ვეჩხუბები და ბოლოს მაინც ვრიგდებით 🙂 აი თუნდაც დღეს, იმაზე ვიმტვრიეთ ტვინი, რომ ცხოვრება ხანმოკლე კი არა უსასრულოა, ორი სხვადასხვა მაგალითი, ორი სხვადასხვა მყარი არგუმენტი, ორივე დასაბუთებული და დამტკიცებული..boy-grunge-hipster-indie-Kakhi's World

ეხლა გადავხედე ნაწერს და საკუთარ თავს მრავლობითში მოვიხსენიებ უკვე 😀 არა, მე მეცინება, არ ვნერვიულობ, ეს ხომ ბუნებრივია, არა?? 🙂 ხო.. და რა ხდება ბოლოს?? ბოლოს იმით ვამთავრებთ, რომ ადამიანი როგორც დაიმსახურებს ისევეა ცხოვრებაც, ხან უსასრულო, ხანაც ხანმოკლე.. თუმცა გასაკვირი იქნებოდა, რომ ამ უსამართლო ცხოვრებაში ერთი უსამართლობა აქაც არ ერიოს.. აღარ დავრწვრილმანდები.. ისედაც ეს ყველამ კარგად ვიცით და ვწუხვართ.. ვწუხვართ თუმცა რა, როგორც მრავალგზის ნიჭიერ ადამიანს უთქვამს, მაინც ყველანი დავიხოცებით.. რაც არ უნდა ცუდი რეალობა იყოს, ეს ასეა..

ღამის 3 საათია, ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მონიტორით განათებულ მაგიდის კუთხეში დაგდებულ კოლოფში არსებულ უკანასკნელი სიგარეტის ღერისკენ გამირბის თვალი  და ვხვდები, რომ დაახლოებით 20 წუთში მომიწევს მაღაზიაში ჩასვლა და ვცდილობ ეს სიამოვნება მაქსიმალურად გავიხანგრძლივო. მაგრამ ეს ის სიამოვნება არ არის, რომელიც მე ცხოვრებისგან მინდა მივიღო 🙂

მოკლედ.. საკუთარ თავს შევეშვები, ცოტა ხნით.. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პერიოდულია და იმედია ფსიქო რაღაც-რაღაცებისკენ არ გადაიზრდება..

შევეშვები და ჩემს წინა რამოდენიმე პოსტში ნახსენებ კარგად გადავიწყებულ ახალ ჰობზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ყველაფერი აკურატულად ზუსტად დამიწერია და აღარაფერი მაქვს სათქმელი, მაინც გამომრჩა ერთი რამ.. ყველას ალბათ გვაქვს ის თუნდაც ერთი მუსიკა, რომელიც რაღაც კონკრეტულს გვახსენებს. შეიძლება გვიყვარს ან არ გვიყვარს ეს სიმღერა/მელოდია მაგრამ გვახსენებს და რა ვქნათ?? არ მოვუსმინოთ!! 🙂 არა, ასე მარტივადაც არ არის, თან თუ ეს მელოდია შენ აგეკვიატა ტვინის ნახევარსფეროს რომელიღაც მუსიკალურ ნერვულ დაბალოებებში და იქამდე გაღიღინა სანამ არ ააწყობდი, როგორც მელოდიას, ვისთვის ცუდად, ვისთვის როგორ.. 🙂 საბოლოოდ კი გინდა თუ არ გინდა უსმენ და არ გავიწყდება ის კონკრეტული მომენტები, რომელიც შესაძლოა იმ დროისათვის უმნიშვნელო იყო მაგრამ მაინც დალექილა ტვინში.. ძალიან გადავეკიდე ამ ტვინს 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან..

პოსტი რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ დაიწერა, დღე რომელიც ერთ–ერთი მაგალითი უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებლად (თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვისწავლე). მოკლედ რომ ვთქვათ, რამოდენიმე თვის წინანდელი, ერთი დღის ქრონიკა 🙂

ვახელ თვალებს და პირველი მზის სხივებისგან გაქათაქათებული თეთრი ჭერი მხვდება. თვალებს მჭრის მაგრამ მსიამოვნებს, არადა ვატყობ ისევ უჟმურ ხასიათზე ვარ. სიგარეტი რომ არა ალბათ ძილიდან ვერასოდეს გამოვერკვეოდი, ვუკიდებ და ისევ ჭერს ვაშტერდები.

ვაკვირდები როგორ ზანტად მიიწევა თხელი და მსუბუქი კვამლი ზევით და ლურჯ, მუქ ლურჯ სვეტებად იჭრება მზის სხივებში, არანაირი ფიგურები მაგრამ იმდენად ლამაზია რომ უკვე განგებ ვუშვებ უფრო და უფრო მეტს, უფრო და უფრო ნელა და სწრაფად, გაშტერებული ვაკვირდები და მსიამოვნებს, არაფერზე ვფიქრობ, სიჩუმეა, მყუდროდ ვგრძნობ თავს და ესეც მსიამოვნებს.

დილა სიგარეტთან და … ახლაღა მახსენდება რომ ყავა მინდა. მაგრამ(!) ადგომა მეზარება, ბოლოს ჩემი ხმამაღალი გადამოწმებისას ვხვდები რომ სახლში მარტო ვარ. სხვა გზის უქონლობის გამო რამოდენიმე წუთში ისევ ვბრუნდები ოთახში ხელში ფინჯანი ყავით და პირველი რაც მახსენდება მობილურია, მობილურზე კი რაც მახსენდება ერთადერთია. დილის გაოცებას კი 8 გამოტოვებული ზარი და 7 მესიჯი იწვევს. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 6 Comments

თავხედობის უცხო მაგალითი ანუ lazy boy

ორ კვირაზე მეტია არაფერი დამიწერია და თითქოს გადავეჩვიე, ოდნავ მიჭირს კიდეც მაგრამ ისეთი ამინდები წავიდა, ისე დათბა რომ წერის ხასიათზეც მოვედი.

მხოლოდ განწყობა ვერაფერს ცვლის. კმაყოფილი იდიოტის იერით ცხოვრება რა ლამაზი ჩანს არაა?? რომ გადადგები აივანზე გაბღენძილი, ახალ გაღვიძებული და ცალი თვალით რომ მზეს შეჰყურებ, თან რომ სიგარეტს ღრმად ეწევი და ცალი ხელით მობილურს აწვალებ – იფიქრებ ამ დროს რა მშვენიერია ცხოვრება-ო მაგრამ ადრე თუ გვიან მოგიწევს “სახლში შესვლა”

ჩემი ღრუბლებიდან დაცემა კი ზუსტად ჩემს ოთახში შემოსვლისას ხდება. როცა არეულობაში, სიჩუმეში, მზესთან შედარებით სიბნელეში ფიქრობ რითი დაიწყო, რა გააკეთო. ფიქრისას კი ვხვდები რომ – გასაკეთებელი (არა, პოლიტიკა არ მესმის) არაფერია 🙂 გარდა უამრავი ფინჯანი ყავის სმა, კომპიუტერის ჩხაკუნი და საფერფლეების ნამწვავებით ტენვა. რა ამაზრზენი წარმოსადგენია ხო როცა 18 წლის ახალგზარდა ბიჭს ეზარება ყვე ლა ფე რი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 3 Comments

წითელ ტუჩება აჩრდილი წარსულიდან

ნათელი, ხმაურიანი და თბილი განთიადები რომ მიყვარს ამას დიდი ხანია მივხვდი თუმცა წარმოიდგინეთ სიტუაცია.

ვიღვიძებ, უფრო სწორედ სიზმრიდან ვერკვევი მაგრამ ნახევრად ისევ მძინავს, მობილურით საყვარელი ადამიანის თბილი ხმა მაფხიზლებს, ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ვხვდები რომ თვალები ჯერ ისევ არ გამიხელია და პირველი რასაც (ალბათ როგორც ყოველთვის) ვაკეთებ ფანჯრისკენ ფრთხილად ვაპარებ თვალებს, ამინდზე არ მიდარდია, არც მიფიქრია, უფრო სწორედ მნიშვნელობა არ ქონდა დღის ამინდის პროგნოზს. წვიმდა, ოღონდ ძალიან პატარა და ძალა გამოლეული წვეთებით, ფანჯრის მინებზე ეცემოდნენ და ძალიან პატარა და მკრთალ სისველეს ტოვებდნენ. ქარი ჩამდგარიყო და შედარებით მყუდრო და მშვიდი დღე მომეჩვენა. ყურებში მისი ოდნავ სევდიანი ხმა მესმის, ისეთი საყვარელია მმ ^^ თვალებში წვიმის წვეთები მეხლართება რომლებიც მინებზე სვეტებად ჩამოედინება, გვერდითა ოთახიდან კი ცენტრის ღრიალი ისმის, ამჯერადაც ძველი დისკი ტრიალებს თუმცა საშინლად უხდება გარემოს  ერთ დროს ამოჩემებული სიმღერა, ძალიან სევდიანი, მშვიდი და ნოსტალგიური ნოტები.

როცა საუბარს მოვრჩი და მისი ხმაც აღარ მესმოდა ისეთი სიჩუმე ჩამოწვა მომეჩვენა რომ სახლში მარტო ვიყავი თუმცა წესით კიდევ რამოდენიმე ადამიანი უნდა ყოფილიყო სხვა ოთახებში (აბა ცენტრს ვინ უსმენდა, ბოლოსდაბოლოს გამაფრთხილებდნენ რომ მიდიოდნენ). როგორც აღმოჩნდა მარტო ვიყავი, არსად გასვლას არ ვაპირებდი და არც არავის ველოდებოდი. მეზარებოდა ოთახებში ბოდიალიც და ისევ ჩემს ოთახს მივაშურე სადაც აივნის კარები თითქმის სულ მინისაა და უხდებოდა ზედ თითქოს ოდნავ მიპკურებული წვიმის წვეთები. მივადექი დიდის ამბით, ღრმა ნაპაზით სასიამოვნოდ გავაბოლე უკანასკნელი ღერი სიგარეტი და ცხელი ყავა ფრთხილად მიმქონდა ტუჩთან რომ რკინის კარებზე (რაც ძალიან ძალიან არ მიყვარს) რომელიღაცა მეტალის ჭახუნის ხმა შემოვარდა განგაშით ოთახში, თან გაუჩერებლად და ტვინის წამღებლად მიკაკუნებდა ტვინში, ჯერ ნორმალურად ვერ მოვასწარი გამოფხიზლება და აჰა, „ვინ არის, რა უნდა, ვერ გამაფრთხილა??“ რომ მოეწერა მესიჯი ან დაერეკა ალბათ აუცილებლად რაიმე მიზეზსს მოვთხრიდი ვინც არ უნდა ყოფილიყო რომ ისევ მარტო დავრჩენილიყავი. კარებს ვუახლოვდები და ხმა უფრო და უფრო ძლიერდება, თან არ ჩერდება. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 16 Comments

ეს ყოველთვის ღამე ხდებოდა

მეგონა გადავეჩვიე ღამეების თენებას მაგრამ მივხვდი რომ ეს წარმოუდგენელია, რომ მე ღამის ცხოვრება მიყვარს. მიყვარს სიმშვიდე, მყუდროება, აგონიაში რომ ვარდები თითქოს და ხელს რომ არავინ არ გიშლის, ყველა რომ ღრმა ძილს არის მიცემული. სიჩუმეს ვერასდროს ვიტანდი და თითქოს მომენატრა კიდეც. ღამით ივსება საფერფლე სიგარეტის ნამწვავებით დილით რომ ახალ გაღვიძებულზე არ მჯერა რომ სულ მე მოვწიე, ღამე მახსენდება ყველა და ყველაფერი, ღამე მენატრება, ღამე მძულს და ღამე მიყვარს – ალბათ იმიტომ რომ დღე მძინავს 🙂

ადამიანებს ხომ ეს გვახასიათებს და ლოგიკურიცაა – რასაც ვხედავთ, რასაც ვიაზრებთ იმას ვეთანხმებით სხვა დანარჩენს კი ვუარყოფთ. ბავშვობაში არასდროს გამჩენია სურვილი ვყოფილიყავი კოსმონავტი ან პრეზიდენტი უბრალოდ მინდოდა მეთამაშა, სცენაზეც, ფილმშიც და ალბათ ცხოვრებაშიც. შენდეგ უკვე ამბიციებმაც იმატა და მინდოდა ჩემი სახელიც წარედგინათ შემდეგი სიტყვებით “Oscars go to …” (ან შემდეგ ამოჩემებული ფსევდონიმით) რომელიც ჩემს ბავშვურ ფანტაზიებად რჩებოდა. შემდეგ უკვე მივხვდი რომ არასოდეს არ უნდა ვთქვა არასოდეს და მაინც გავაგრძელე ფიქრი ამაზე. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 12 Comments

4 დღე ფშაველში ანუ შესრულებული მისია

13 იანვარი გათენდა და როგორც ყოველთვის ისევ გამაღვიძეს. ამჯერად კი საქმე გამგზავრებას, ქალაქგარეთ გასვლას ეხებოდა. მე კი სტუმრის, ჩემი დეიდაშვილიშვილის სახლში ჩაყვანა და დაბინავება მევალებოდა (+ნათესავი მიდიოდა საზღვარგარეთ ხანგრძლივი დროით და უნდა გაგვეცილებინა).

კარგად გამოუძინებლობის თუ მგზავრობის სურვილის არ ქონის გამო დიდ ხანს გაიწელა სახლიდან გასვლა. ფშაველი ასე თუ ისე მიყვარს, რამოდენიმეჯერ დავისვენე ამ სოფელში და ყოველთვის კმაყოფილი ვბუნდებოდი თბილისში მაგრამ ეს ხდებოდა ზაფხულობით, ზამთარში კი არასდროს ვყოფილვარ, მითუმეტეს ახალ წლებს (თუნდაც ძველს) იქ არასდროს შევხვედრილვარ. თბილისიდან არც ისე შორია (გომბორის ტეკზე გადახვევით გზა მოკლდება და გაცილებით მცირე დროში აღმოვჩნდით თელავში) მაგრამ ისეთი მოუხერხებელი გზაა, ისეთი დახვეული, ისეთი ვიწრო რომ შანსი არაა მოახერხო ორი წუთით მაინც თვალის მოტყუება. გზად კი მანძილთან ერთადე მობილურის მიღებაც მცირდებოდა, საბოლოოდ კი თელავში ჩასვლისას აქა-იქ იჭერდა და ასე გაგრძელდა მომდევნო სამი დღეც.

მასპინძელი დიდი სიხარულით შეგვეგება, როგორც იქნა მოვახერხე და ვნახე დეიდაშვილი რომელიც თბილისიდან ფშაველში გათხოვდა (რას არ იზამ სიყვარულის გამო :)) და ისე ხშირად ვერ ვხედავ როგორც მანამდე. უკვე 4 შვილის დედაა და არც მას სცალია რომ ხშირად თბილისში ჩამოვიდეს ხოლმე. მოკლედ, დიდი მოკითხვის, ერთმანეთის ჩახუტების, საუბრის, ჰაი-ჰუის შემდეგ ძველით ახალი წელიც ისე მოახლოვდა რომ მხოლოდ მე და დეიდაშვილი ვიყავით გონს. სიმართლე რომ ვთქვათ მის ხელში ვარ გაზრდილი, ნუ 10 წლით უფროსია მაგრამ მახსოვს ბავშვობაში ის თუ არ იყო საჭმელსაც არ ვჭამდი, არსად მივდიოდი და არც ვიძინებდი :დ მოკლედ გადამკვდარი ვიყავი ამ ადამიანზე მაგრამ დროსთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა. გავიხსენეთ ძველი დრო, ვიმხიარულეთ, ცოტაც მოვიწყინეთ, ცოტაც დავლიეთ და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო (ხო, დავალებული მისსია შესრულებული იყო და ბავშვი უვნებლად ჩავიყვანე დანიშნულების ადგილას :)) ზუსტად ის გარემო დამხვდა რასაც მოველოდი.

მეორე დღეს უკვე ვეღარ ვძლებდი სოფელში, მიუხედავად იმისა რომ საყვარელი ადამიანები მყავდნენ გვერდით მაინც სახლში მინდოდა დაბრუნება და სულმოუთქმენლად ველოდებოდი სტუმარს რომელსაც რამოდენიმე წლით ვეღარ ვნახავდი. ამ ლოდინში კი დავრწმუნდი რომ მე ფშაველში და ზოგადად ასეთ ადგილებში ვერ ვიცხოვრებ, მოწყენილობით მოვკვდები, არც ინტერნეტი, არც მობილურზე მიღება, არც რაიმე გასართობი ცენტრები – მხოლოდ სასმელი, დალევა, კაიფი, დალევა და ისევ დალევა. ალბათ აქ რომ დავბადებულიყავი თავისთავად მივეჩვეოდი და ხმაურიან თბილისს ვეღარ ავიტანდი, ისევ ფშაველში, სახლში მენდომებოდა დაბრუნება მაგრამ კიდევ კარგი 🙂 რაც არ უნდა იყოს მაინც ყოველთვის ლამაზია ეს სოფელი, ირგვლივ დიდი მთები დაჰყურებს და გინდ ზამთარში მაინც გასაოცრად ლამაზია ალაგ-ალაგ დათოვლილი მწვერვალები, შემოდგომაზე თვალს ვერ მოწყვეტთ, აი ზაფხულში კი ნამდვილი სამოთხეა. (მასპინძლებთან შევთანხმდი რომ ამ ზაფხულს რამოდენიმე დღით ან კვირით მთაში უნდა წავიდეთ, დარწმუნებული ვარ მომეწონება მაგრამ უინტერნეტობა და ფაქტიურად მობილურის არ ქონდა დიდ დისკომფორტს შემიქმნის) Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

31 დეკემბერი

დილის 10 საათია, გარეთ პატარა ფიფქებით, მშვიდად თოვს, არ ცივა. მხიარულ სიმღერას ვღიღინებ, ფანჯარასთან ფინჯან ყავას ვსვამ და ვემზადები, შარფს დიდი მონდომებით ვაწვალებ (დღემდე ვერ ვისწავლე ნორმალურად “მოხვევა”), თავზე ისევ ამოჩემებულ ქუდს ვიფარებ, ვამოწმებ საათი არ დამრჩეს და მშვიდად ვკეტავ კარებს, კიბეებზე ჩამოვრბივარ და გარეთ, ჰაერზე, შენთან გამოსვლა მეჩქარება. ერთ-ერთ მაღაზიაში ვრჩერდები და გულდასმით ვათვალიერებ ვიტრინას, თან ვცდილობ წარმოგიდგინო სხვადასხვა სუვენირით ხელში ^^ ბოლოს როგორღაც არჩევანს ვაკეთებ და გამოვდივარ.

ჯერ ადრეა, მეგობრები უნდა ვნახო, მათთან რომელიღაც ბარში მივდივარ, ისინი უკვე ერთად არიან და როგორც ჩვევიათ გაცხარებით საუბრობენ, იცინიან 🙂 მეც ჩავები მათ მხიარულებაში, სხვა დროს მათთან ერთად დავაღამებდი და გავათენებდი ამ დღეს, ტრადიციაც არ დაირღვეოდა მაგრამ ამჯერად – ცხელი შოკოლადის სმით და მათთან საუბარში ისე გავერთე რომ დროც გაიპარა და უკვე საღამოს 6 საათია, მესიჯიც მოვიდა. გარეთ ისევ თოვს, შედარებით ხშირი და დიდი ფიფქებით მაგრამ მაინც არ ცივა, ქუჩა სავსეა ადამიანებით, ბედნიერი ადამიანებით. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 6 Comments

მე დავივიწყე პირველი თოვლი’ც

ერთი წლის წინ (როცა უკვე ბლოგი მქონდა თუმცა ვერ გავბედე ამის დაწერა) როცა ზუსტად ასე, მოულოდნელად წამოვიდა თოვლი, შუა ქუჩაში ვიდექი და მას ველოდებოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ არ მოვიდოდა და როგორც სჩვევიათ “გადამაგდებდა”, მიზეზებს კი რა დალევდა. ზუსტად მაშინ როცა ქუჩაში ვიდექი და თოვლი წამოვიდა გარშემო ვერავინ გაოცებას ვერ მალავდა. ზოგს უხაროდა, ზოგს სციოდა, ზოგს კი როგორც ასევე დღეს სულ ეკიდა რა ამინდი იყო, მერამდენედ თოვდა და საერთოდ რა ხდებოდა 🙂 კარგად მახსოვს, მაშინ თოვლი კი არ გამკვირვებია, ქუჩაში ჩემსავით გაოცებული სახეებით, ბედნიერი სახეებით მიმომავალ ადამიანებმა გამაკვირვეს. ვფიქრობდი მართლაც როგორ სულ ცოტა კმარა რომ გაიღიმო, ჩაეხუტო, გათბე და გაათბო. მე კი ვიდექი და ველოდებოდი. აი მაშინ ვიგრძენი პირველად თავი მიტოვებულად, მაშინ ვიფიქრე პირველად რომ არავის ვჭირდებ(ოდ)ი, მაშინ ვეღარ ვგრძნობდი ფიფქებს სახეზე და ერთი სიტყვით (მგონი) მაქედან მოყოლებული მიყვარს “ასეთ” დროს ქუჩებში სიარული. მაშინ, ის პირველი თოვლი, პირველი ფიფქები, პირველი ყველაზე ნათელი დღე საშინლად აღიბეჭდა გონებაში.

დღეს კი ვიჯექი ფანჯრის წინ, მუხლებზე ლეპტოპით, ყურებში მშვიდი მელოდიით, სიგარეტით და ვფიქრობდი, მაგრამ რაზე აღარ მახსოვს. ალბათ უამრავ რამეზე, უამრავ სისულეებზეც, ბევრ ტყუილებზეც, მოკლედ – ყველაფერზე..

ჩემი ერთადერთი პრობლემა ურთიერთობაში ის არის რომ ადამიანს უცებ ვეჩვევვი, მარტივად შემიძლია ვენდო სრულიად უცხო ადამიანს. ძალიან სწრაფად, სპონტანურად ხდება ჩემი მასთან გაშიშვლება ანუ თუ ადამიანისადმი ოდნავი სიმპათია მაინც გამიჩნდა ისეთი მიამიტი ვხდები რომ ბოლომდე მინდა გავაცნო საკუთარი თავი, ისეთი რაღაცეებიც ვაღიარო, თუნდაც ისეთი რამეები ვუამბო რისი თქმაც სხვასთან გამიჭირდება. ასევე კატეგორიულად მოვითხოვ მისგანაც რომ იგივე გაკეეთოს. მაგრამ როცა ეს ყველაფერი წყობრში დგება და თითქოს ურთიერთობა თანდათან აეწყო შემდეგ იჩენს თავს კარგად ნაცნობი ეჭვიანობა, ეგოიზმი, კომფლიქტი, გაუთავებელი დაპირისპირება და ბუზღუნი. ბოლოს კი ეს ყველაფერი ერთ-ერთს ბეზრდება და პირველი ბედავს თქმას რომ დროებით (რასაკვირველია დროებითში სამუდამო იგულისხმება) უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა. რამდენჯერ შეიძლება ასე მოხდეს მაგრამ შევეჩვიე უკვე თითქმის ასეთ ურთიერთობებს. ალბათ სიგიჟეა მაგრამ ჯერ ვერავინ შეძლო ჩემი გაძლება.

გაძლებაში კი იგულისხმება 24 საათიანი კონტროლი, უაზროდ დიდი ყურადღება, ზოგჯერ ვიცი ეს მომაბეზრებელია მაგრამ ვგონებ უმეტესობას სიამოვნებდა კიდეც მაგრამ როცა მობეზრდათ მე ვეღარ შევიცვალე, დავრჩი ისეთივე მესაკუთრედ როგორიც ვიყავი და მათი საყვედურები მაინცდამაინც დიდს ვერაფერს ცვლიდა. რა საშინელებაა, ვხვდები მაგრამ როგორ შევიცვალო არც ის ვიცი. თუმცა არც ის მგონია ეს საზიზღარი შეგრძნება – ეჭვიანობა როდისმე არ განვიცადო საყვარელი ადამიანის მიმართ. ზოგჯერ თავს განზრახ ვიკავებ კიდეც რომ ეს საშინელება ჩავახშო მაგრამ როცა მგონია რომ მოვერია მაშინ ამოსკდება ხოლმე და ისევ გაუთავებელი კომფლიქტი და ა.შ

წინა წელთან შედარებით დღეს ვხვდები რომ (ოდნავ მაინც) გავიზარდე. თუნდაც აღარ დავუშვებ იმ შეცდომებს რაც წინა წელს რა დათვლის რამდენი იყო, მიხარია რომ წარსულში დარჩა ის რაც..! პირველი (და იმედია არა უკანასკნელი) თოვლი, ახალი გრძნობა, ახალი სიცოცხლე და ახალი ფიქრები…

გილოცავთ პირველ თოვლს! 🙂

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 9 Comments

საგიჟეთი, ქაოსი

სამი, ორი, ერთი.. წკაპ!

მოიტანა!

ხვდები რომ თანდათან უცხოვდები. სხვაგან ხარ, ვერავის და ვერაფერს ცნობ. მძიმდები, ყველაფერი გეზარება. ყველაზე მსუბუქი საგანიც კი ტონობით წონის გეჩვენება. თითქოს გარბიხარ, ვიღაცას ან რაღაცას, რეალობას გაურბიხარ და ამ სირბილში იღლები. ბრუვდები, ფიქრები ირევა. ხან რაზე ოცნებობ, ხან რას მისტირიხარ და ხან რაზე გეცინება. ფერები ქრება და ყველაფერი ნაცრისფერდება, ყველაზე ახლოს მდგარ ადამიანსაც კი სილუეტივით ხედავ, გინდა იფიქრო იმაზე თუ რას ფიქრობს ამ დროს იგი და გეცინება შენივე სისულელეზე, სარკეში განზრახ არ იხედები, ხვდები რომ შენ შენს თავს აღარ ეკუთვნი, გეეჭვება იქიდან ნაცნობმა სახემ “გაგიღიმოს” 🙂

საგნები ერთმანეთში კამათობენ და შენ ეს გესმის. გარეთ ჩიტები ჭიკჭიკებენ შენ კი გგონია აპოკალიფსი დაიწყო. მატარებელი ასიგნალებს შენ კი მეხის გავარდნა გგონია. ავტომობილი გვერდით ჩაგივლის შენ კი ეს ტანკების მთელ კოლონად გეჩვენება. მოხუცს დაინახავ, გაგეცინება. ბავშვს დაინახავ რომელიც ტირის, გაგეცინება. გეცინება და არ იცი რატომ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ სულ გკიდია ყველაფერი.

ა ლა ლა ლა ლა.

ახლობელი ჭკუას გასწავლის და შენ გკიდია.
დანაშაულს ჩადიხარ რაც კანონმდებლობით ისჯება და შენ ესეც გკიდია.
ვიღაც უკვე დაგცინის, გკიდია.
სულ ცოტა ხნის წინ დიდი რაოდენობით ფული დაკარგე, რა თქმა უნდა ესეც გკიდია.
მეგობარმა რაღაც გკითხა/გთხოვა, შენ კი ისევ გკიდია.
ყურებში ა ლა ლა ლა ლონგ-ს უსმენ და გკიდია.
გზაზე გადადიხარ სადაც ყველაზე ხშირი მოძრაობაა და შენ გკიდია.
მობილურზე უკვე რამოდენიმე წუთია ზარი არ გათიშულა, შენ არც კი გესმის და ესეც გკიდია.
სიგარეტი გინდა, უკიდებ, ეწევი, გკიდია.
ნაცნობ ქუჩაში მიაბიჯებ შენ კი მაინც გიჭირს გზის გაგნება, გკიდია.
ფიქრობ რომ ეს არ უნდა გექნა, თუმცა უკვე მაინც გკიდი და.
სასმლის სუნად ყარხარ, სახლამდე გაძლებ, გკიდია.
მთელი ღამე კლუბში ხმამაღალმა მუსიკებმა დაგაყრუა, გკიდია.
უცებ, აღმოაჩენ რომ უკვე ნაცნობი თვალები გიყურებენ თან არც თუ ისე სანდო მაგრამ გკიდია.
ხვდები რომ რაღაცას ჩურჩულებენ და შენ რა თქმა უნდა გკიდია.
უკვე სახლში, აბაზანიდან ახალი გამოსული, ყავას წრუპავ, სიგარეტს ეწევი, ა ლა ლა ლა ლოგ-ს უსმენ, თავში მომხდარს აანალიზებ, იხსენებ მაგრამ გიჭირს გახსენება, სრული დომხალია, ქაოსი, გადატრიალება, შენ მაინც ისევ გკიდია. პოსტს წერ, უცნაურ და შენგან განსხვავებულ თემას შეეხე. გიჭირს წერა, გეზარება, თითები არ გემორჩილება,  თუმცა ძალიან გინდა რომ დაწერო, რა – არ აქვს მნიშვნელობა. ხვდები რომ არ გამოგდის ისეთი როგორც გინდა, როგორც აქამდე, როგორც ყოველთვის მაგრამ შენ ისევ…. 😀

Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 2 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: