Posts Tagged With: სიყვარული

შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მე შენი სურათი ვიპოვე

სამწუხაროა, როცა ყველაფერს ხმამაღლა და თამამად ვერ იტყვი, უფრო სწორედ არ იტყვი, იმიტომ რომ ეს რაღაც კონკრეტული მხოლოდ შენ არ გეხება და თავს ზემოთ ძალა არ არის, გიწევს მიკიბ-მოკიბული ფრაზებით წერო ის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, გაგახსენდება და შიგადაშიგ სახეზე წამიერი ღიმილით დასრულდება ხოლმე 🙂

არადა წლები გავიდა, ის ინტრიგა, აღფრთოვანება და ემოცია კი ჯერ ისევ კარგად მახსოვს.. პირველი პოსტი, რომელმაც ამაფორიაქა და ამრია, კონკრეტულ გრძნობებზე დამაფიქრა; პირველი პიემი, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩაიარა; პირველი ზარი სკაიპში, რომელიც ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მოველოდი და პირველი შეხვედრა, რომელიც ხელახლა დაბადებას გავდა 🙂

მოვრჩები ამ სასაცილო პათეტიკას და პირდაპირ დავწერ, დღემდე ვნანობდი, გული მწყდებოდა, რომ შენი არცერთი სურათი არ მქონდა, თავი ბოლო იდიოტი მეგონა ამის გამო.. როგორ შეიძლებოდა მე შენი, თუნდაც მხოლოდ ერთი სურათი მაინც, არ მქონოდა?! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

რაც არ გკლავს – ის გაძლიერებს

ამ რამოდენიმე დღის წინ საინტერესო, ნაცნობ და თან ძალიან მტკივნეულ სიტუაციას, სრულიად შემთხვევით შევესწარი და გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა დავკონკრეტდე ამ სიტუაციაზე, ვეცდები მაქსიმალურად აღვწერო ის ძველი იმედგაცრუება, რომელიც გამახსენა და ამომიტივტივა თავში + დამარწმუნა აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ სწორია..

არც ისე შორეულ წარსულში, სადაც ორ სამყაროს შორის ვიყავი გაჩხერილი და ორივეს თავისი მიზიდულობის კანონი გააჩნდა, ვერც ერთს ვერ ეყო ბოლომდე იმის ძალა, რომ ‘გადავებირე’.. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ რომ ვთქვა – ადრე, რომელიღაც პოსტში ვწერდი ”ეს, მთელი ბავშვობა და ერთად გატარებული წლები არ მემეტება დასაკარგად-მეთქი„ მაგრამ როცა ადამიანს ცდილობ რომ ყველაფერი გაუგო, აპატიო, ბევრი გაუტარო და ა.შ ბოლოს ძალიან ზარალდები, თვითონ ზარალდები, ორმაგად და მე პირდაპირ გადავწყვიტე, რომ აღარაფერი მეცადა და ისე დამეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო, უბრალოდ ის დარჩა ჩემს გვერდით და მე აღარ ვცდილობდი მასში დადებითის და უარყოფითის ძებნას..

ერთმანეთის ცხოვრებაში ვიყავით ყველაზე ნაცნობები – ყველაზე უცხოებივით.. ჯერ დროის ფაქტორი, მერე პატარა დინსტანციები, მერე უხერხული სიჩუმეები და ბოლოს ვეღარც სასაუბრო თემის პოვნა – აქ მივხვდი, რომ მე ის დავკარგე, ის ადამიანი დავკარგე ვის გამოც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე.. უანგაროდ.. ვის გამოც იმ ადამიანთან იდეალური ურთიერთობა დავთმე, რომელსაც ალბათ სიცოცხლეზე მეტადაც ვუყვარდი და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ, მართალია მან არ იცის, ვერც გაიგებს და ვერც მიხვდება მაგრამ მე ვცდილობდი ყველანაირად შემენარჩუნებინა ჩვენი ურთიერთობა.. უშედეგოდ..

Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

მთვრალი, ქუჩებში, აპლიკაციიდან

ძალიან არ მინდა ეს პოსტი ხვალ, ზეგ ან მაზეგ ვინანო, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში ვწერ.. არც ის მინდა ვინმეს ეგონოს – დეპრესიულ ტიპებს რომ ახასიათებთ ის მჭირს, არ ვქვითინებ ახლა და არც რაიმეს განვიცდი, უბრალოდ წერა მომინდა. ალბათ, ცუდ ხასიათზე ვარ და მაგიტომ უფრო. წინასწარ ვიცი, რომ სისულელეებს დავწერ, თან მობილურით მეორედ ვპოსტავ ბლოგზე და შეცდომებიც უამრავი იქნება მაგრამ მე ხომ აღარ ვშლი უკვე დაწერილს 🙂
მოკლედ, რისი თქმაც მინდა არც ისე უცნაურია, უბრალოდ მე გამიკვირდა, როცა დავფიქრდი: -რა გამაბედნიერებდა ეხლა?! და პასუხი იყო -სხვა სიყვარული!!..
საქმე იმაშია, რომ მე სიყვარული მასწავლეს (პირდაპირი გაგებით), განმიმარტეს და ამიხსნეს, თუ როგორ უნდა მიყვარდეს (მრავლობითში რა ცუდად ჟღერს 🙂 არადა ‘ის’ ყოველთვის ‘ერთადერთი’ იყო, არის და იქნება..)
ხოდა ეს, სხვა სიყვარული მჭირდება, უფრო სწორედ სხვანაირი სიყვარული.. აქამდე ნასწავლისგან განსხვავებული, არაპუნქტუალური, არაპროგნოზირებადი, გიჟური და არადამოკიდებული გარე ფაქტორებზე.. ძალიან ბევრს სხვა დამოკიდებულება გექნებათ ამ ყველაფრის მიმართ, ვიცი და იტყვით – ეგ რაღა სიყვარულია-ო მაგრამ ალბათ გადავაწყდები ოდესმე იმას, ვინც ჩემსავით ფიქრობს.. სულელურად ჟღერს მაგრამ ალბათ ზოგჯერ ყველაფერს სიტყვებით ისე კარგად ვერ გადმოსცემ, როგორც საჭიროა (მითუმეტეს ჩემნაირი მთვრალი), თუმცა იმედია მაინც მიხვდებით, მიმიხვდებით.. რატომღაც წარმოვიდგინე,  რომ ფართო აუდიტორიას ვესაუბრები ეხლა და ბოლოს გამახსენდა, ბლოგზე რომ კაცი შვილის ჭაჭანება არ არის 🙂
დეპრესიაში ნამდვილად არ ვარ, თუმცა ყველა საკმაოდ მყარი მიზეზი მაქვს საამისოდ, რომ ვიყო.. ალბათ ამაში სხვა ახალ-ახალი გარემოებები და ‘სახეები’ მეხმარებიან.. თორემ არც ისეთი ძლიერი ვარ, როგორიც მანამდე.. ზოგჯერ შემომეპარება ხოლმე გულჩვილობა და ფაქ, ისეთ სისულელეზე ავჩუყდები ხოლმე (მუსიკაზე, ფილმის სიუჟეტზე, სიმღერის ტექსტზე, წიგნის პერსონაჟზე, ერთხელ ნახატზეც კი) რომ ბოლოს გულიანად მეცინება 🙂
მარტო ყოფნას ერთადერთი ცუდი თვისება ის აქვს, რომ ძალიან მარტივად უშვებ ძალიან ბევრ და დიდ შეცდომებს.. შეგნებულად არ ვუწოდებ მათ გამოუსწორებელს.. მხოლოდ ერთი სიმთვრალე და კონკრეტული სიტუაციები კმარა, რომ (დროებით მაინც) დაწყობილი, დამშვიდებული და დალაგებული ცხოვრება ავურიო და მერე ისევ ამის დალაგებას, დაწყობას ან სულაც დავიწყებას დიდი ხანი მოვუნდე..
მითხრეს – ყურადღების დეფიციტში ხარ და მაგის ბრალია, ასეთი დაბნეული რომ ხარ-ო.. ალბათ ასეც არის, იმდენად ვიყავი ‘კონტროლს’ მიჩვეული, რომ.. 🙂
ძალიან, ძაალიან ცუდი მომენტია, როცა კარგად ვხვდები და ვაანალიზებ, თუ რამდენ ადამიანს გავუცრუე იმედები და არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი, როგორიც მათ ვეგონე, ოდესღაც..
ნამდვილად არ ვარ იდეალური ადამიანი და ეს არავისთვის არასოდეს დამიმალავს მაგრამ შემიძლია ვიყო რეალური, უბრალოდ ის ვინც ვარ და მე ესეც სრულებით მაკმაყოფილებს ჩემი სინდისის წინაშე რომ (შედარებით) მაინც სუფთა ვიყო..
დღეს იმდენ ახალ, უცნობ და ნაცნობ სახეებს შევხვდი რომ ავირიე, ბევრიც ბევრს მივამსგავსე და გამახსენა, ძალიან ბევრი დავლიე და რაც აღსანიშნავია -მარტომ, რატომღაც დიდი ხანია უკვე რაც მომწონს მარტო დალევა და თრობა, მერე უფრო თავისუფლად ვგრძნობ ხოლმე ალბათ თავს.. უკვე თენდება, დავდივარ ქუჩებში, მთვრალი, როგორც ამას წლების წინ ვაკეთებდი და მოწყენის საშუალებას არ ვაძლევ საკუთარ თავს, ვფიქრობ და თან ამას ვწერ.. ბულშით – ეს სხვანაირი სიყვარულიც, ბულშით – ეს უწიპუწი რომანტიკულობაც, ბულშით – ქარაგმებით საუბარი.. სახლში მინდა.. 🙂
მე არავის ვეძებ და არც არაფერს.. მე უბრალოდ მთვრალი ვარ და ვიდრე ისევ რაიმე შეცდომა დამიშვია გავხსენი ვორდპრესის აპლიკაცია და წერა დავიწყე, მეტი არაფერი 🙂 ტაქსი მოვიდა, ამას დავდრაფტავ და მერე დავდებ :* ძალიან მომენატრა ბლოგი ❤

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 2 Comments

let’s get lost..

ყველაზე პირდაპირი ადამიანებიც კი არ ლაპარაკობენ იმას, რაც ნამდვილად უნდათ რომ თქვან და ყვველაზე თამამი ადამიანებიც კი არ ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში აქვთ სათქმელი.. “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ეს ამ ორმა წინადადებამ გამახსენა და ერთი-ერთშია ის, რაც მთელი ამბებით და პატარ-პატარა ისტორიებით მინდოდა დამეწერა.. ხო, ყველამ კარგად ვიცით (მეტ-ნაკლებად), რომ ყველაზე მეტ შეცდომას ის უშვებს, ვინც ბევრს ლაპარაკობს და სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად ის განიცდის ამას, ვინც უსმენს.. არაფერი პირადული – ეს ისე.. 🙂

..რამდენიმე კვირის წინ საკუთარი თავი გამახსენეს იმ პერიოდში, როცა პირველად აღმოვაჩინე, როცა მივხვდი და როცა ბოლომდე გავიაზრე – რომ ნამდვილად მიყვარდა; მაშინ გაცილებით ემოციური, მორცხვი და მორიდებული ვიყავი, ვიდრე ეხლა ვარ მაგრამ ამის თქმა მაინც არ გამჭირვებია.. ხოდა, დღეს მთელი დღეა ვავლებ პარალელებს ჩემსა და მას შორის და გულწრფელად მეცინება, რადგან მეც რამდენიმე დღის წინ ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც მას – და მე მიკვირდა მაშინ, რატომ ეჩვენება წარმოუდგენლად, ან საერთოდ, ხომ არ გონია ვატყუებ მეთქი 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ზრდის II საფეხური – საკუთარი თავისთვის

უკვე რამდენი დრო გავიდა, რაც სხვაზე, არავისზე აღარ მიფიქრია, არცერთ კონტექსტში.. აი თუნდაც ეხლა – წარმოდგენა არ მაქვს ვისთვის ვწერ პოსტს, რატომ ვწერ, ვინ წაიკითხავს, ან ვინ მინდა რომ წაიკითხოს, საერთოდ წაიკითხავენ თუ არა.. პიანინოზე, გიტარაზე მუსიკას ვისთვის ვწერ, ათასში ერთხელ ვისთვის ან რატომ ვხატავ ხოლმე.. რატომ ან ვისთვის ვწერ თუნდაც წიგნს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლოს ალბათ დღის სინათლეს ვერც და არც იხილავს, ჩემივე გადაწყვეტილებით.. ეს მხოლოდ რამდენიმე პრიმიტიული მაგალითია, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია უკვე “სხვის” ან “სხვების” გამო აღარაფერს ვაკეთებ.. DSC03145ddffგულწრფელი ვიქნები და ვიტყვი – პირველ რიგში ჯერ საკუთარი თავისთვის ვწერ, საკუთარი სიამოვნებისთვის ვწერ მუსიკას (ვისთვის კარგს, ვისთვის როგორ), ვხატავ ნახატს და ამ პოსტსაც არავის ვუძღვნი, რა თქმა უნდა.. 🙂 ალბათ იმიტომ რომ საბოლოოდ არავინ არაფერს არ მიფასებს და ამას ეხლა მივხვდი, ან ალბათ იმიტომაც რომ ახალ წელს ჩაფიქრებული/დაგეგმილი “საკუთარი თავისთვის” დავიწყე ცხოვრება, რაც მსიამოვნებს, რაც მინდა და რასაც ადრე ვერ ვამჩნდევდი.. მარტივად რომ ვთქვა – იმ თხოვნაზე, რომელიც მაინცდამაინც “არ მეპიტნავება”, თავის მთხოვნელიანად – უარის თქმა ვისწავლე, რაც მაინცდამაინც დიდად საამაყო არ არის, თუმცა.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მგზავრის წერილების მაგვარი

დილიდან აკვიატებულ სიმღერასთან ერთად ერთი, ძალინ, ძალიან ძველი ნაცნობის სიტყვები გამახსენდა – “ბავშვობიდან სულ მინდოდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი”-ო, მაშინ ამისთვის არ მიმიქცევია დიდად ყურადღება და ეხლაც ვერ ვხვდები ბოლომდე, აღარ მახსოვს ზუსტად რას გულისხმობდა მაგრამ რატომღაც დამამახსოვრდა და აკვიატებულ მუსიკასთან ერთად ტრიალებდა და ტრიალებდა, მეც სიცხიანი ვიწექი მთელი დღე და ვფიქრობდი, რაზე აღარ 🙂 ხან მასზე, ხან ბავშვობაზე, ხან ზოგადად ბედნიერებაზე და საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ რაღაც უნდა შევცვალო და ახალი წლიდან ახალი ცხოვრება დავიწყო..

… და საერთოდ, მიყვარდა მასთან საუბარი, მხოლოდ იმიტომ არა, რომ ზე განათლებული, ინტელექტუალი და კარგი მოსაუბრე იყო, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ კარგ რჩევებს მაძლევდა და ხშირად მხოლოდ მისი აზრი გამითვალისწინებია, არც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერი იცოდა და ყველაზე საჭირო მომენტში გვერდში მედგა ხოლმე, მე მიყვარდა მასთან საუბარი, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი, ისევე, როგორც მე მესმოდა მისი, როცა მეუბნებოდა, “ნდობა არ არის გრძნობა, ეს დამოკიდებულებაა მაგრამ განსაზღვრავს ყველა სხვა გრძნობას”-ო 🙂 მე კი, როგორც წესი, ამ დროს აღტაცებით ვუყურებდი და ვცდილობდი თითოეულ Kakhi's World - nigabi - ნიღაბიწინადადებაში დამეჭირა ის იდეა, რატომაც მეუბნებოდა. უმეტესობაში ვეთანხმებოდი, გარდა ერთისა, ადამიანი არასოდეს იცვლება!! ახლა ეს ადამიანი აღარც საქართველოშია და აღარც იმდენი დრო გვაქვს, რომ მსგავს თემებზე ვისაუბროთ..

..ადამიანს არასოდეს შეუძლია შეცვლა, ის ყოველთვის ისეთი რჩება და იქნება როგორიც იყო და არის. შეიძლება ტრანსფორმირდეს გარკვეული დროით, გარკვეულ წრეში, საჭიროებისამებრ მაგრამ ის მაინც ის დარჩება რაც იყო, როგორიც გაჩნდა, და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება თავის შინაგან ზნე-ჩვევებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ადამიანი არასოდეს, არასოდეს შეიცვლება!! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

7:00

ბევრისაგან გამიგია და მეც დავეთახმები იმაში, რომ დაწყება და სტარტის კარგად, სწორად აღება ყოველთვის ჭირს და არა მარტო პოსტის წერისას, ზოგადად ცხოვრებაში. ხოდა მეც პირდაპირ დავიწყებ, ზედმეტი შესავლების გარეშე (თუმცა ესეც შესავალი არ არის?? 🙂 )

ბარემ თავიდანვე გეტყვით, რომ უამრავ აბდაუბდა თემებს შევეხები (მერე რომ არ იფიქროთ -რა აბდაუბდად წერსო), დაახლოებით იმის მსგავს -უბის წიგნაკში რომ წერენ ხოლმე, ალთა-ბალთა ქრონიკებს და პატარა ჩანახატებს, ერთმანეთთან რომ (ხშირ შემთხვევაში) არაფერ კავშირშია..

…..

არადა სანამ ვორდპრესის ნიუ პოსტს გავხსნიდი, უკვე ვიცოდი დაახლოებით რა უნდა დამეწერა, ეხლა კი ვზივარ და ვფიქრობ რატომ გავხსენი 🙂 დაბნეული და დაშტერებული ვუყურებ კლავიატურას და მგონია რომ არაფერი მაქვს დასაწერი. თუმცა როგორ არა, ადრე თუ გვიან მაინც დავწერდი მასზე, რა მნიშვნელობა აქვს 🙂 აი ეს სიტყვები, როგორ მომენატრა თურმე ეს სიტყვები, მართლაც და “რა მნიშვნელობა აქვს” როდის დავწერ – მაშინ როცა საჭირო იქნება, თუ მაშინ, როცა საერთოდ აღარაფერი იქნება. და საერთოდ – არც მიზეზს აქვს მნიშვნელობა.

მოკლედ, როცა მობილურის ეკრანი ტყდება და ფუჭდება, რაზეც ჩამოკიდებული იყავი 24/7-ზე, ერთადერთი კარგი რამ ამაში, მხოლოდ ის არის, რომ ძილის წინ “ქენდი ქრაშის” ან “სუმონერს ვორსის” თამაშის ნაცვლად ხელში წიგნს იღებ და ოდესღაც რომ გეგონა ბოლოში ვერასოდეს გახვიდოდი, თითქმის დასასრულამდე მიდიხარ – როოცა მოულოდნელად, შუა ღამისას, წამი-წამზე რომ უნდა ჩაგეძინოს, წიგნს გვერდით დებ და იწყებ ფიქრს, უფროსწორედ გეფიქრება იმაზე, თუ რა ჩახლართულია ყველაფერი ერთმანეთში. სწორი ხაზის გავლება გიჭირს და ერთი აზრიდან მეორეზე ხტები, მეორედან მესამეზე და ჯაჭვური რეაქციებით ისეთი აბსურდული დასკვნები გამოგაქვს, რომ საბოლოოდ ბოლომდე ამყარებ პირვანდელ აზრს 🙂 ჩახლართული მაგრამ საინტერესო!!

ადამიანის ფსიქოლოგიას მე ვერ დავანაწევრებ და არც მაქვს ამაზე პრეტენზია, თუმცა ის აშკარაა, რომ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული, მე შენს ბედს განვსაზღვრავ, შენ ჩემსას, ჩვენ სხვებისას და ა.შ. თან ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. მარტივად დავწერ, კონკრეტული მაგალითით, შენ ახლა ჩემს დაწერილ პოსტს კითხულობ, შესაძლოა არც კი მიცნობდე ვინ ვარ საერთოდ და შენი ცხოვრებიდან რამდენიმე წუთს მითმობ, მე შენს კომენტარს წავიკითხავ და მიუხედავად არც მე გიცნობ, რამდენიმე წუთს დაგითმობ და პასუხს გაგცემ მაგრამ ეს უფრო გლობალურად სოც. ქსელებში ხდება, ყოველ წუთს და ყოველ წამს. ნუ, ლაკონურია მაგრამ ალბათ მიმიხვდით, თუმცა ახალს არაფერს ვამბობ 🙂 Continue reading

Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მოკლედ.. მე შენ მიყვარხარ!!

მერამდენე აბზაცი წავშალე და მერეღა დავუსვი ჩემ თავს კითხვა

“კახი, ვისთვის ან რისთვის წერ-მეთქი” და პასუხი ვერ გამცა იმან, ვინც აგერ უკვე მეექვსე წელია ბლოგის პატრონად ითვლება (სადაც ასე ძალიან მოუიშვიათა წერას) და ვინც ერთ დროს წერაზე შეყვარებული ადამიანი იყო, შეყვარებული პირდაპირი გაგებით 🙂

როგორც ადრე მჩვეოდა, დავუსვამდი ხოლმე საკუთარ თავს კითხვას და სავარაუდო ვარიანტებიდან ვირჩევდი უკეთესს, მერე ვაანალიზებდი, რატომ იყო ეს პასუხი ყველაზე მართალი და სწორი სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით და ასე “ფილოსოფიურად” ვირთობდი თავს, როცა მუსიკებს ვუსმენდი ან ვხატავდი.. ხო, ცოტა უცნაური თავსატეხია, მე ჩემებური ბავშვური თამაშები მქონდა და ალბათ ეხლაც დროდადრო მახსენებს ხოლმე თავს.. თამაშებზე გამახსენდა და სიამოვნებით ვითამაშებდი თამაშს “მე არასოდეს”, თუმცა არასოდეს მითამაშია და ძალიან მაინტერესებს, არ ვარ აზარტული, ნებისმიერ მომენტში შემიძლია შევწყვიტო თამაში, მაგრამ ოოო ეეს “მე არასოდეს” 🙂 ალბათ ამასაც თავისებური ინტრიგა და ადრენალინი აქვს, არ ვიცი.. ხო.. გადავუხვიე ცოტა სიტყვას და დავუბრუნდები – უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბოლო დროს დამჩემდა ფიქრებში საკუთარ თავთან დიალოგი 🙂 სასაცილოა მაგრამ საკუთარ თავს ვეკამათები, ვედებატები, ვეჩხუბები და ბოლოს მაინც ვრიგდებით 🙂 აი თუნდაც დღეს, იმაზე ვიმტვრიეთ ტვინი, რომ ცხოვრება ხანმოკლე კი არა უსასრულოა, ორი სხვადასხვა მაგალითი, ორი სხვადასხვა მყარი არგუმენტი, ორივე დასაბუთებული და დამტკიცებული..boy-grunge-hipster-indie-Kakhi's World

ეხლა გადავხედე ნაწერს და საკუთარ თავს მრავლობითში მოვიხსენიებ უკვე 😀 არა, მე მეცინება, არ ვნერვიულობ, ეს ხომ ბუნებრივია, არა?? 🙂 ხო.. და რა ხდება ბოლოს?? ბოლოს იმით ვამთავრებთ, რომ ადამიანი როგორც დაიმსახურებს ისევეა ცხოვრებაც, ხან უსასრულო, ხანაც ხანმოკლე.. თუმცა გასაკვირი იქნებოდა, რომ ამ უსამართლო ცხოვრებაში ერთი უსამართლობა აქაც არ ერიოს.. აღარ დავრწვრილმანდები.. ისედაც ეს ყველამ კარგად ვიცით და ვწუხვართ.. ვწუხვართ თუმცა რა, როგორც მრავალგზის ნიჭიერ ადამიანს უთქვამს, მაინც ყველანი დავიხოცებით.. რაც არ უნდა ცუდი რეალობა იყოს, ეს ასეა..

ღამის 3 საათია, ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მონიტორით განათებულ მაგიდის კუთხეში დაგდებულ კოლოფში არსებულ უკანასკნელი სიგარეტის ღერისკენ გამირბის თვალი  და ვხვდები, რომ დაახლოებით 20 წუთში მომიწევს მაღაზიაში ჩასვლა და ვცდილობ ეს სიამოვნება მაქსიმალურად გავიხანგრძლივო. მაგრამ ეს ის სიამოვნება არ არის, რომელიც მე ცხოვრებისგან მინდა მივიღო 🙂

მოკლედ.. საკუთარ თავს შევეშვები, ცოტა ხნით.. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პერიოდულია და იმედია ფსიქო რაღაც-რაღაცებისკენ არ გადაიზრდება..

შევეშვები და ჩემს წინა რამოდენიმე პოსტში ნახსენებ კარგად გადავიწყებულ ახალ ჰობზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ყველაფერი აკურატულად ზუსტად დამიწერია და აღარაფერი მაქვს სათქმელი, მაინც გამომრჩა ერთი რამ.. ყველას ალბათ გვაქვს ის თუნდაც ერთი მუსიკა, რომელიც რაღაც კონკრეტულს გვახსენებს. შეიძლება გვიყვარს ან არ გვიყვარს ეს სიმღერა/მელოდია მაგრამ გვახსენებს და რა ვქნათ?? არ მოვუსმინოთ!! 🙂 არა, ასე მარტივადაც არ არის, თან თუ ეს მელოდია შენ აგეკვიატა ტვინის ნახევარსფეროს რომელიღაც მუსიკალურ ნერვულ დაბალოებებში და იქამდე გაღიღინა სანამ არ ააწყობდი, როგორც მელოდიას, ვისთვის ცუდად, ვისთვის როგორ.. 🙂 საბოლოოდ კი გინდა თუ არ გინდა უსმენ და არ გავიწყდება ის კონკრეტული მომენტები, რომელიც შესაძლოა იმ დროისათვის უმნიშვნელო იყო მაგრამ მაინც დალექილა ტვინში.. ძალიან გადავეკიდე ამ ტვინს 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

წინასაახალწლო პოსტი

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზედმეტი მხატვრული ხერხების და გადატანითი (ქვე) ტექსტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან წინასაახალწლო განწყობა უკვე მოვიდა 🙂 აი ისეთი განწობა, ძველ პოსტებში რომ ვწერდი ხოლმე, მხოლოდ ერთადერთი განსხვავებით – ოდნავ თავშეკავებული გავხდი. როდის, როგორ და რატომ მოხდა არ ვიცი და პრინციპში არც მაინტერესებს. ვგრძნობ რომ მიხარია, ვგრძნობ რომ მასაც უხარია და ყველაფერი დანარჩენი ზედმეტია.

სულ რამდენიმე წუთის წინ საახალწლო ფლეი ლისთი გავხსენი დაKakhi's World-animal-mouse-snow-winter ალბათ ამის ბრალიც არის, უკვე ფოიერვერკს ველოდები 🙂 მაგრამ ჯერ მანამდე თოვლი უნდა მოვიდეს. ბლოგზე უკვე თოვს მაგრამ ეს არ არის საკმარისი, არც მხოლოდ ნაძვის ხე და მორთულ/მოკაშკაშე ქუჩები!! თოვლი – ეს ცალკე აღსანიშნავი და სასურველი თემაა ახალ წელს. აბა ის რა ახალი წელია, ცხელ შოკოლადს/ყავას/ჩაის რომ სვამ, ფანჯრიდან გაიხედები და გარეთ თოვლი არ დაგხვდება.. მოკლედ, არ მაინტერესებს!! წელს ახალი წელი არ დადგება თუ თოვლი არ მოვიდა, პრეტენზიები არ მიიღება!! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

I love

უკვე ძალიან დიდი ხანია რაც პოსტის დაწერა მინდა და ვერ მოვაბი თავი, არადა რამდენი დამიგროვდა დასაწერი, რამდენმა ემოციამ, ახალმა ამბავმა, საინტერესო მომენტებმა და კარგმა დღეებმა ჩაიარეს ბლოგის გარეშე, გამახსენდა რომ ამას ადრე არაფრის დიდებით არ “გავატარებდი” და წერა დავიწყე. შეიძლება ბევრმა გაიფიქროს კიდეც, რომ ვაჭარბებ და იმაზე მეტს ვწერ პირადზე ვიდრე ეს ნორმალურია მაგრამ რაც არის არის, მე ეს მიხარია!! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: