Posts Tagged With: სიშორე

შორიდან დანახული რეალობა

                              ზოგჯერ ძალიან მინდა რომ არსებობდეს რამე თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც ჩემს ფიქრებს ჩაინიშნავს და ავტომატურად დაწერს აქ (დრაფტებში), რადგან როცა ფიქრობ ერთია და როცა ამ ნაფიქრს წერ – მეორე.. ზოგჯერ მინდა რომ ამ ცხოვრებას სადმე რესტრატი ვუპოვო, გადავტვირთო და შემდეგ უპრობლემოდ დავიწყო ახალი ცხოვრება, ჩაპროგრამებული ახალი ანტივურესებით და გასუფთავებული D დისკით 🙂 აქამდე დრაფტში ერთი დასრულებული პოსტი მეწერა ახალ ცხოვრებაზე, რომელიც მეგონა რომ უკვე დავიწყე.. იმ ახალ ცხოვრებაზე, რომელშიც ეს ახალი გარემო, ახალი სახლი, ახალი ნაცნობები, ახალი სალაპარაკო ენა და ახალი დასახული მიზნები დამეხმარებოდნენ დამეწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. სიტყვა სიტყვით აღვწერდი, მდგომარეობას, სიტუაციას და alone-boy-cigarret-grunger-Favim.com-5094465პერიოდებს, თუ რატომ მინდოდა ძველი ცხოვრების დავიწყება მაგრამ მივხვდი რომ ეს ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, თან როცა მარტო ვარ.. და მე უკვე მეორე წელია მარტო ვარ..

თურმე ძალიან ძნელია დაივიწყო ადამიანები,  რომლებმაც შენი ცხოვრება, რაღაც ეტაპზე რადიკალურად შეცვალეს, ბევრი რამ გასწავლეს და ჩამოგაყალიბეს. აქ ძალიან რთულია ამ პარადოქსს გაუმკლავდე, როცა გინდა ახალი ცხოვრების დაწყება მაგრამ გენანება მსხვერპლად შეწირო ყველა ის კარგი მოგონება, რომელიც მათთან გაკავშირებს.. გახსენდება მთავარი დევიზი, რომელიც სულ პირველად „რა მნიშვნელობა აქვს“ იყო და როგორ შეიცვალა „არასოდეს თქვა არასოდეს-ით“, ბოლოს კი როგორ ტრანსფორმირდა და გახდა „ყველაფერი წინ არის“.. ყველაფერი წინ არის მაგრამ უკან რამდენი რამ და ვინმე მრჩება, რა დათვლის.. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

ვირტუალური სიყვარული ანუ Search for Skype Users

დიდი იმედი მაინდამაინც არ მაქვს, რომ ადრესატი ამას წაიკითხავს მაგრამ “ცდა ბედის მონახევრეა-ო” და მაინც დავწერ. რა იცი, ინეტრნეტი უსაზღვრო სივრცეა და იქნებ შემთხვევით მაინც დაეკლიკოს კიდეც ამ ბმულზე და წაიკთხოს ის, რისი თქმაც ვერ მოვასწარი მისთვის! არ დამცალდა მეთქვა ის, რასაც ახლა ვიტყვი!! მაშ ასე, მე პატარა ისტორიას მოგიყვებით, სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით, არანაირი შელამაზებით, რომელიც ძალიან ბანალურია, თუმცა იმდენად მტკივნეული ჩემთვის, რომ მიუხედავად მას შემდეგ დიდი დრო გავიდა მე მაინც არ მავიწყდება.

ერთ საღამოს, როცა მე სახლში სრულიად უსაქმურად ვიჯექი და კომპიუტერში რაღაცებს ვათვალიერებდი მოწყენილობისგან დაღლილიმა გადავწყვიტე გართობა, მაშინვე გავხსენი ჩემი სკაიპი და დავიწყე გაცნობა ადამიანების, რომელიც ვიცოდი მხოლოდ ერთჯერადი მოსაუბრეები იქნებოდნენ. მაშინ შენ მოგწერე, შენ ჩემთან საუბარს დათანხმდი და ერთმანეთი გავიცანით. შენ მაშინ არ იყავი მარტო, შენი მეგობარიც თან გახლდა (დაქალი) და ცოტათი შებოჭილი იყავი, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება რაღაც თემებთან დაკავშირებით დაემთხვა, ამან ცოტათი გაგვამხიარულა, შემდეგ უკეთესად აეწყო ჩვენი საუბარი და სურათები გავცვალეთ, მე არ დაგიჯერე რომ სურათზე ნამდვილად შენ იყავი და გთხოვე ვებ-კამერა ჩაგერთო ჩემთვის, შენ უარი მითხარი, თუმცა ჩემმა დაჟინებყულმა თხოვნამ და მუდარამ (რადგან სურათზე თავიდანვე მომეწონე) გაჭრა და დამთანხმდი. დაგირეკე და უცებ მონიტორზე ძალიან ლამაზი გოგონა გამოჩნდა, რომელიც იღიმებოდა, მე მიღიმოდა. რაც არ უნდა დაუჯერებელად მოგეჩვენოს მაშინვე დაიწყო გულმა ბაგა-ბუგი. შენი სახე, ღიმილი იმდენად ლამაზი, ნაზი და მხიარული იყო, რომ დიდხანს გაგვიგრძელდა საუბარი, რადგან მიჭირდა გათიშვა და არც შენ გაძლევდი უფლებას კამერა გაგეთიშა. გახსოვს? რამდენი ვიცინეთ მაშინ, რამდენი საერთო აღმოგვაჩნდა. მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს, იმდენად გავიხსენით ერთმანეთთან, რომ ყოველდღიურ მოვლენებსაც ვუზიარებდით ერთმანეთს, რამოდენიმე საიდუმლოც გამანდე, შენ შემეჩვიე – მე შემიყვადრი. ხო, თავიდან არც მე მჯეროდა 🙂 ასე, ვირტუალურად შემიყვარდი, შემიყვარდი და სამწუხაროდ გვიან გავიგე, რომ შენ საქართველოში არ იყავი. თავიდანვე გამოგვრჩა ეს მთვარი და მნიშვნელოვანი დეტალი. თავიდან თითქოს ვეგუებოდი იმას, რომ ვერ გნახავდი ან გნახავდი თუმცა ეს როდის მოხდებოდა არავინ იცოდა.
დაუჯერებელია მაგრამ დაახლოებით ორი წელი მე შენ (პირისპირ) უნახავად მიყვარდი! Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 23 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: