Posts Tagged With: სიჩუმე

შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მე აღარ “დავტოვებ დედამიწას” !!

…და მარტივად რომ ვთქვათ – ბოლოს, როგორც იქნა, დავბრუნდი დედამიწაზე!!

boy-city-dark-fly-Kakhi's World…მაგრამ კი არ დავბრუნდი, დავენარცხე. მთელი ინერციით დავენაცხე, ყველა თავისი ირონიული, მტკივნეული და გათიშვამდე მწარე შეგრძნებებით მაგრამ ეს ყველაფერი რომ იქით იყოს, აქედან მე მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე – ცხოვრებაში ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ უნდა მოხდეს!! საჭიროა, აუცილებელიც კი.. საჭიროა ზოგჯერ ადამიანმა მარცხიც განიცადო, აუცილებელია ზოგჯერ წააგო, რომ ჯეკპოტის ფასი გაიგო.. ძალიან ბანალურად რომ არ გამომივიდეს მოკლედ გეტყვი, არასოდეს არ უნდა იწუწუნო ცხოვრებაზე, უბრალოდ ზოგჯერ (რომ არ დაიხრჩვე) კარგია მიყვე დინებას, შემდეგ ალბათ სადმე “ხავსიც” გაიჭაჭანებს და რაღაც შეიცვლება.. “ხავსი” კი (სამწუხაროდ) მაინცდამაინც არ არის აპრიორი იმისა, რომ აუცილებლად უკეთეოსბისკენ შეიცვლება რაიმე.. ეს დაახლოებით (ზუსტად რომ მიგახვედროთ) ასეთი სიტუაციისმაგვარია – ჩაძირული გემიდან მხოლოდ ერთი ტიპი რომ გადარჩება და ნაპირზე კაი ხნის ცურვის შემდეგ გამოვა, დაინახავს ადამიანებს და გაუხარდება, სინამდვილეში კი ეს ადამიანები კანიბალები არიან 🙂

ჩემი ადრინდელი ოპტიმისტური პოზიციისგან გასნხვავებით, დღეს რეალისტურად ვუყურებ ყველაფერს და რა თქმა უნდა გაცილებით სხვანაირად აღვიქვამ მოვლენებს.. უფრო საინტერესო, მძაფრი, ცოცხალი, მკვეთრი, ენერგიული, მაშტაბური და რეალური გახდა ყველაფერი.. და მომწონს.. მომწონს ეს დედამიწაზე (დაშვება, დანარცხება) დაბრუნებაც 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

ნაცრისფერი პოსტი

ყველაზე მტკივნეული მომენტი ის არის როცა თანდათან ხვდები რომ ყველაზე ახლო მეგობარი შენთან უკვე მხოლოდ ანგარების გამო მეგობრობს – მაგრამ თვალს ხუჭავ.

ყველაზე საშინელი მომენტი ის არის როცა დასახული მიზნისკენ მიდიხარ და როცა სულ რამოდენიმე დაბიჯიღა გრჩება მაშინ ხვდები რომ სისულელეა ყველაფერი – მაგრამ თავს იტყუებ.

ყველაზე აუტელი გრძნობა კი ის არის როცა საყვარელ ადამიანს სიგიჟემდე მიყავრხარ, მდგომარეობიდან გამოყავხარ და ვერაფერს ეუბნები – ჩუმად ხარ.

რომ დავფიქრდე ალბათ ცხოვრებაში ერთადერთი სიხარული და გინდ ბედნიერება მაინც ჩემივე ოპტიმიზმიდან გამოწვეული იმედია 😐 იმედი რომ რაღაც შეიცვლება და რაღაცეები უცვლელი დარჩება. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 11 Comments

მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან..

პოსტი რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ დაიწერა, დღე რომელიც ერთ–ერთი მაგალითი უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებლად (თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვისწავლე). მოკლედ რომ ვთქვათ, რამოდენიმე თვის წინანდელი, ერთი დღის ქრონიკა 🙂

ვახელ თვალებს და პირველი მზის სხივებისგან გაქათაქათებული თეთრი ჭერი მხვდება. თვალებს მჭრის მაგრამ მსიამოვნებს, არადა ვატყობ ისევ უჟმურ ხასიათზე ვარ. სიგარეტი რომ არა ალბათ ძილიდან ვერასოდეს გამოვერკვეოდი, ვუკიდებ და ისევ ჭერს ვაშტერდები.

ვაკვირდები როგორ ზანტად მიიწევა თხელი და მსუბუქი კვამლი ზევით და ლურჯ, მუქ ლურჯ სვეტებად იჭრება მზის სხივებში, არანაირი ფიგურები მაგრამ იმდენად ლამაზია რომ უკვე განგებ ვუშვებ უფრო და უფრო მეტს, უფრო და უფრო ნელა და სწრაფად, გაშტერებული ვაკვირდები და მსიამოვნებს, არაფერზე ვფიქრობ, სიჩუმეა, მყუდროდ ვგრძნობ თავს და ესეც მსიამოვნებს.

დილა სიგარეტთან და … ახლაღა მახსენდება რომ ყავა მინდა. მაგრამ(!) ადგომა მეზარება, ბოლოს ჩემი ხმამაღალი გადამოწმებისას ვხვდები რომ სახლში მარტო ვარ. სხვა გზის უქონლობის გამო რამოდენიმე წუთში ისევ ვბრუნდები ოთახში ხელში ფინჯანი ყავით და პირველი რაც მახსენდება მობილურია, მობილურზე კი რაც მახსენდება ერთადერთია. დილის გაოცებას კი 8 გამოტოვებული ზარი და 7 მესიჯი იწვევს. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 6 Comments

ეს ყოველთვის ღამე ხდებოდა

მეგონა გადავეჩვიე ღამეების თენებას მაგრამ მივხვდი რომ ეს წარმოუდგენელია, რომ მე ღამის ცხოვრება მიყვარს. მიყვარს სიმშვიდე, მყუდროება, აგონიაში რომ ვარდები თითქოს და ხელს რომ არავინ არ გიშლის, ყველა რომ ღრმა ძილს არის მიცემული. სიჩუმეს ვერასდროს ვიტანდი და თითქოს მომენატრა კიდეც. ღამით ივსება საფერფლე სიგარეტის ნამწვავებით დილით რომ ახალ გაღვიძებულზე არ მჯერა რომ სულ მე მოვწიე, ღამე მახსენდება ყველა და ყველაფერი, ღამე მენატრება, ღამე მძულს და ღამე მიყვარს – ალბათ იმიტომ რომ დღე მძინავს 🙂

ადამიანებს ხომ ეს გვახასიათებს და ლოგიკურიცაა – რასაც ვხედავთ, რასაც ვიაზრებთ იმას ვეთანხმებით სხვა დანარჩენს კი ვუარყოფთ. ბავშვობაში არასდროს გამჩენია სურვილი ვყოფილიყავი კოსმონავტი ან პრეზიდენტი უბრალოდ მინდოდა მეთამაშა, სცენაზეც, ფილმშიც და ალბათ ცხოვრებაშიც. შენდეგ უკვე ამბიციებმაც იმატა და მინდოდა ჩემი სახელიც წარედგინათ შემდეგი სიტყვებით “Oscars go to …” (ან შემდეგ ამოჩემებული ფსევდონიმით) რომელიც ჩემს ბავშვურ ფანტაზიებად რჩებოდა. შემდეგ უკვე მივხვდი რომ არასოდეს არ უნდა ვთქვა არასოდეს და მაინც გავაგრძელე ფიქრი ამაზე. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 12 Comments

შენ და …

მშვიდი ნოტები, წყნარი მელოდია და სრული ნეტარება. უკუნითი სიბნელე და ნოსტალგიური სიჩუმე. რეალური და ამავე დროს აბსურდული სიტყვები, ტყუილით გაჯერებული სიმართლე. შენ უბრალოდ გიყვარს შეგრძნება იმ ბგერების რომელსაც გული გამოსცემს. უკვდავება შენთვის, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რასაც ქმნი. არასდროს მოუსმინო ხალხს რომ ჩქარა გადის დრო, უბრალოდ ეს ჩვენ ვართ სუსლსწრაფები. დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს.

უნდა გაიღიმო რომ ქვესკენლშიც შემოიჭრას სინათლის სუსტი მაგრამ სუფთა, კამკამა, ნათელი სხივი. ზღვის ტალღებს უნდა მოეფერო ნაზად, ფრთხილად რომ იგრძნო მათი ძალა, მათი ვნება. უნდა კადრებში დაიჭირო როცა ის ჩუმად ჩურჩულებს, როცა ის ღელავს და გაიგებ, მიხვდები რას ღრიალებს ზღვა როცა ბობოქრობს. ჩვენც ალბათ ნოტებზე დავრჩებით და სხვებს არ მოვაბეზრებთ თავს.  ითამაშებ ნოტებზე, აყვები იმ მელოდიას რომელიც შენთვის იწერება, რომელიც მხოლოდ შენია, შენ გეძღვნება.. თუ გეცოდინება რომ მას ის წერს.. ის ვინც შენთვის, შენით და შენთან ერთად ცოცხლობს.. ის ვინც არასდროს იქნება უკმაყოფილო.. ის ვინც ზოგჯერ გაბრაზდება, გაიბუტება, იბუზღუნებს კიდეც მაგრამ მაინც ეყვარება.. რეალობა დუმს, ოცნებები კი თავს იგიჟებენ.. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, Friendly blogs | ტეგები: , , , , , , , | %(count)s კომენტარი

მე რომანტიკოსი ვარ

უკეთესად იკითხება : )

რომანტიკოსი ვარ მეგობრების თქმნით
რომანტიკოსი ვარ ახლო ნათესავების აზრითაც
და თვითონ მეც ვხვდები რომ რომანტიკოსი ვარ 🙂
ეს კარგია, რა თქმა უნდა კარგია როცა ყოველთვის ვიღაცაზე ან რაღაცაზე შეყვარებული ხარ, გიხარია სიცოცხლე, ყოველი მისი გულის ფეთქვა და გამოხედვა, შეყვარებული ხარ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულს სულიერზე არამედ მთელ ქვეყანაზე, ბუნებაზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, ქართველ ერზე, საზოგადოებაზე, თვით ელიტაზე, ვირტუალურ მეგობრებზე, ხო შენზეც ვარ შეყვარებული. როცა გიყვარს მუსიკა რომელიც იცი რომ ვიღაცასაც უყვარს ისე როგორც შენ გიყვარს იგი ვისაც მუსიკა უყვარს 😀 მიყვარხარ მკითხველო, ბლოგის სტუმარო, ბლოგის რომლის პატრონსაც უყვარს ყველა და ყველაფერი, უყვარს ღამით წვიმაში სეირნობა, ან თუნდაც როცა თოვს, როცა თეთრია ირგვლივ ყველაფერი, როცა სანთლების მკრთალ შუქზე ვიღაც ლექსს კითხულობს წყნარ მუსიკაზე და თან ისე ხუჭავს თვალებს თითქოს უკანასკნელად აპირებს გახელასო, უყვარს როცა მისი სჯერათ, მის გვერდზე დგანან, მისი მეგობრები ქვიათ და არიან, უყვარს შემოდგომით, შენობის ჩაბურულ შუშებს შორის, ლამპიონების შუქზე ღამით ხეებიდან ჩამოცვენილ გამხმარ ფოთლებს შორის სიარული და ყურში ლამაზი მუსიკის მოსმენა. ალბათ ფიქრობთ ამას შეყვარებულიც ეყოლებაო მაგრამ ჩემდა და (ალბათ) თქვენდა გასაკვირად არ მყავს, არ მყავს და ალბათ იმიტომ რომ ამის პირისპირ თქმა.. მოკლედ, ხო, ამ თემას შევეშვათ 😀 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 6 Comments

როდესაც ცაზე იელვებს ელვა

დაიგრუხუნებს ელვა როდესაც აგუგუნდება წმინდა ზარები,
დაიგრუხუნებს ზღვაში გულაღმა, გაჯიუტდებიან მბორგავი ტალღებიც,
დაიგრუხუნებს დროში წლობით და უცებ გაირბენენ მშიშარა წამები,
დაიგრუხუნებს მერე იყუჩებს, წვიმა წამოვა მტირალა, განაწამები.

აგუგუნდება წმინდა ზარები დაიგრუხუნებს როდესაც ელვა,
აგუგუნდება ზარები წმინდა, ქართველს როდესაც სჭირდება შველა,
აგუგუნდება ზარები წმინდა, როცა სიჩუმე იმეფებს ქვეყნად,
აგუგუნდება წმინდა ზარები, ტალღები ჩაითრევს უამრავ წყევლას,

გაჯიუტდებიან მბორგავი ტალღები, თითქოს ცხოვრების ესმოდეთ რამე,
გაჯიუტდებიან მბორგავი ტალღები, რომ არა სძინავთ დღე და არც ღამე,
გაჯიუტდებიან მბორგავი ტალღები, აიყოლიებენ კიდევაც მთვარეს,
მბორგავი ტალღები გაჯიუტდებიან დროც კი ვერ აკლებს მათ ვერაფერს,

უცებ გაირბენენ მშიშარა წამები, და საუკუნე თვალწინ ჩამირბენს,
უცებ გაირბენენ მშიშარა წამები, და თან უამრავ სიხარულს წაიღებს,
უცებ გაირბენენ მშიშარა წამები, რა დაეწევა დაკარგულ დროს,
უცებ გაირბენენ მშიშარა წამები, უცებ წამოვა წვიმა განაწამები,

წვიმა წამოვა განაწამები,
აგუგუნდება წმინდა ზარები,
გაჯიუტდებიან უღმერთო ტალღებიც,
როდესაც ცაზე იელვებს ელვა…

Categories: ჩემი შემოქმედება | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

გოგონას გული…

 

გოგონას გული სიკვდილს ებრძოდა,

ბიჭი გვერდიდან არ შორდებოდა,

გოგონა სიყვარულს ეთხოვებოდა,

ბიჭი ღმერთს მის თავს ევედრებოდა…

გოგონა წარსულს ვერ ელეოდა,

ბიჭი კი გოგოს ეფერებოდა,

და ბოლო წუთები იწურებოდა,

გოგონას გული სიკვდილს ებრძოდა…

ბიჭი გვერდიდან არ შორდებოდა,

ექიმებს შველას ევედრებოდა,

გოგონას გული სიკვდილს ებრძოდა,

თანდათან ძგერა უსუსტდებოდა…

დანებდა გული – დროც თითქოს გაჩერდა,

ოთახში ნისლი და სიჩუმე გამეფდა,

სიჩუმეს ვერავინ ვეღარ არღვევდა,

ბიჭი კი ცრემლებს ვერ იკავებდა…

დრო ილეოდა გოგო კი თვალებს,

გაშეშებული ვეღარ ახელდა,

სიტყვა მიყვარხარ გულის სიღრმეში,

მკვდარი უსულო მაინც გამეფდა…

Categories: ჩემი შემოქმედება | ტეგები: , , , , , , , , | 3 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: