Posts Tagged With: სურათი

მე შენი სურათი ვიპოვე

სამწუხაროა, როცა ყველაფერს ხმამაღლა და თამამად ვერ იტყვი, უფრო სწორედ არ იტყვი, იმიტომ რომ ეს რაღაც კონკრეტული მხოლოდ შენ არ გეხება და თავს ზემოთ ძალა არ არის, გიწევს მიკიბ-მოკიბული ფრაზებით წერო ის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, გაგახსენდება და შიგადაშიგ სახეზე წამიერი ღიმილით დასრულდება ხოლმე 🙂

არადა წლები გავიდა, ის ინტრიგა, აღფრთოვანება და ემოცია კი ჯერ ისევ კარგად მახსოვს.. პირველი პოსტი, რომელმაც ამაფორიაქა და ამრია, კონკრეტულ გრძნობებზე დამაფიქრა; პირველი პიემი, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩაიარა; პირველი ზარი სკაიპში, რომელიც ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მოველოდი და პირველი შეხვედრა, რომელიც ხელახლა დაბადებას გავდა 🙂

მოვრჩები ამ სასაცილო პათეტიკას და პირდაპირ დავწერ, დღემდე ვნანობდი, გული მწყდებოდა, რომ შენი არცერთი სურათი არ მქონდა, თავი ბოლო იდიოტი მეგონა ამის გამო.. როგორ შეიძლებოდა მე შენი, თუნდაც მხოლოდ ერთი სურათი მაინც, არ მქონოდა?! 🙂 Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

“სამი კურდღელი” და არჩევანი

კმარა, რომ თვალი გადაავლო სიცოცხლეს, გარშემო იმ აფორიაქებულ ქვეყნას, რომელიც შენს გარშემო ღვივის, რომ ცხობვრების სურვილი და ამ ცხოვრებაში რაიმე ღირებულის შექმნა მოგინდება 🙂 (რას და როგორ შექმნი ეს უკვე ინდივიდუალური ხედვის ფაქტორია და დიდი მნიშვნელობა არც აქვს)

რაღაცის დასასრული – ყოველთვის რაღაცის დასაწყისია, ასე გრძელდება უსასრულოდ და ამ ჯაჭვურ გადაბმებში იქმნება ცხოვრება. თვითონ ცხოვრების დასასრლუცკი არ ნიშნავს დასასრულს 🙂

ამ მდუმარებაში კი გაზაფხული მოვიდა, შემოდგომის შემდეგ ყველაზე ძალიან გაზაფხულის დადგომა მიყვარს. სიყვარული ხმამაღალი ნათქვამია, უფრო მომწონს ის, რომ მიძინებული ემოციების, ხასიათების გაღვიძების, გამოფხიზლების, აყვავების და რაღაცის დასაწყსის სიმბოლოა, მომწონს როცა სიცივეს შეჩვეული გარეთ თბილი და სურნელოვანი ჰაერი მხვდება. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 2 Comments

ლექციები მომავალ ცოლზე

არსებობს ზღვარი ყურადღებასა და კონტროლს შორის, არსებობს რაღაც მომენტი როცა ეს ყველაფერი მლაშდება და ყელში ამოდის, მომაბეზრებელი ხდება.

ერთადერთი რაც სახლში დღემდე ვერ გადავაჩვიე ვერავინ ეს არის – მეტისმეტი ყურადღება.

ეს ბოლო ხანი რატომღაც ყველას (დედაჩემის ჩათვლით) გონიათ რომ დღედღეზე ცოლი მომყავს :დ

საიდან მოიტანეს ეს არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ შეწუხებულები არიან, თან თავიანთ იდეაში ალბათობენ რომ ეს ის არის ვინც ყველაზე ნაკლებად გაუხარდებათ სარძლოდ.

ამას + დამატებული ვიღაც შავ-ბნელ მკითხავს დედაჩემისთვის უთქვამს შენს შვილს ცოლი 19 წლის ასაკში მოყავსო და დედაჩემსაც ჯერა.

მეცინება ამაზე, უფრო იმაზე რომ წარმოვიდგენ – ჩემს თავს სიძის ამპლუაში გვერდით პატარძალთან ერთად :დდ

მგონი ჩემი და ჩემი მეგობრის, ვიმეორებ, მეგობრის ოდნავ თბილი და სულ ცოტა იუმორნარევი ეროტიული ფოტო ნახეს დესკტოპზე დასკუპებული რომელიც 10 წუთში წაიშალა მაგრამ არამგონია მთლად ეს იყოს იმ ლექციების საბაბი რომლებსაც ეს დღეებია ყველა მიტარებს 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 7 Comments

პატარა წერილის მაგვარი

წერილების წერა არ მიყვარს, ალბათ იმიტომ რომ არ მეხერხება. მგონი არც ახლა ვწერ რაიმე შექსპირისეული ფრაზებით თუ მხატვრული გაფორმებებით რადგან წერილებს რომლებიც თეთრ კონვერტებში ფუთავენ და დიიდ გრძნობებს ატანენ ყოველთვის სასიყვარულო შინაარსის მატარებელი მგონია მაგრამ ამჯერად წერილი უკვე უბრალოდ სასიამოვნო სამახსოვროდ ვწერ. როგორც თითქმის ყოველთვის მინდა თუ არა ადრესატმა ნახოს პოსტი – არ ვიცი.

სიყვარულის რა მოგახსენო და მართლა კარგი მეგობარი იყავი, სიყვარულს თუ დავარქმევთ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის ურთიერთგაგებას და სხვა არაფერს მაშინ იდეალური წყვილი ვყოფილვართ მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩვენ არ გვყვარებია ერთმანეთი და ეს ბოლოსდაბოლოს ვაღიარეთ.

ალბათ გაგიხარდება თუ გეტყვი რომ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში და არ გეწყინება ის რომ შენ ვერ მაგრამ სამაგიეროდ სხვამ, მან, მან მაგრძნობინა და შემაყვარა სიყვარული. იცი, მე საერთოდ თუ ადამიანი შემიყვარდა ის არასოდეს აღარ შემძულდება, რაც არ უნდა გაგიკვირდეს მადლობელიც კი ვარ რომ ეს ასე მოხდა, მადლობელი ვარ იმის რომ მომეცი შანსი თავიდან დამეწყო ყველაფერი, არა შენ არ მაკავებდი, ახლა რომ ვფიქრობ მგონი პირიქით იყო კიდეც მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 2 Comments

მე დავივიწყე პირველი თოვლი’ც

ერთი წლის წინ (როცა უკვე ბლოგი მქონდა თუმცა ვერ გავბედე ამის დაწერა) როცა ზუსტად ასე, მოულოდნელად წამოვიდა თოვლი, შუა ქუჩაში ვიდექი და მას ველოდებოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ არ მოვიდოდა და როგორც სჩვევიათ “გადამაგდებდა”, მიზეზებს კი რა დალევდა. ზუსტად მაშინ როცა ქუჩაში ვიდექი და თოვლი წამოვიდა გარშემო ვერავინ გაოცებას ვერ მალავდა. ზოგს უხაროდა, ზოგს სციოდა, ზოგს კი როგორც ასევე დღეს სულ ეკიდა რა ამინდი იყო, მერამდენედ თოვდა და საერთოდ რა ხდებოდა 🙂 კარგად მახსოვს, მაშინ თოვლი კი არ გამკვირვებია, ქუჩაში ჩემსავით გაოცებული სახეებით, ბედნიერი სახეებით მიმომავალ ადამიანებმა გამაკვირვეს. ვფიქრობდი მართლაც როგორ სულ ცოტა კმარა რომ გაიღიმო, ჩაეხუტო, გათბე და გაათბო. მე კი ვიდექი და ველოდებოდი. აი მაშინ ვიგრძენი პირველად თავი მიტოვებულად, მაშინ ვიფიქრე პირველად რომ არავის ვჭირდებ(ოდ)ი, მაშინ ვეღარ ვგრძნობდი ფიფქებს სახეზე და ერთი სიტყვით (მგონი) მაქედან მოყოლებული მიყვარს “ასეთ” დროს ქუჩებში სიარული. მაშინ, ის პირველი თოვლი, პირველი ფიფქები, პირველი ყველაზე ნათელი დღე საშინლად აღიბეჭდა გონებაში.

დღეს კი ვიჯექი ფანჯრის წინ, მუხლებზე ლეპტოპით, ყურებში მშვიდი მელოდიით, სიგარეტით და ვფიქრობდი, მაგრამ რაზე აღარ მახსოვს. ალბათ უამრავ რამეზე, უამრავ სისულეებზეც, ბევრ ტყუილებზეც, მოკლედ – ყველაფერზე..

ჩემი ერთადერთი პრობლემა ურთიერთობაში ის არის რომ ადამიანს უცებ ვეჩვევვი, მარტივად შემიძლია ვენდო სრულიად უცხო ადამიანს. ძალიან სწრაფად, სპონტანურად ხდება ჩემი მასთან გაშიშვლება ანუ თუ ადამიანისადმი ოდნავი სიმპათია მაინც გამიჩნდა ისეთი მიამიტი ვხდები რომ ბოლომდე მინდა გავაცნო საკუთარი თავი, ისეთი რაღაცეებიც ვაღიარო, თუნდაც ისეთი რამეები ვუამბო რისი თქმაც სხვასთან გამიჭირდება. ასევე კატეგორიულად მოვითხოვ მისგანაც რომ იგივე გაკეეთოს. მაგრამ როცა ეს ყველაფერი წყობრში დგება და თითქოს ურთიერთობა თანდათან აეწყო შემდეგ იჩენს თავს კარგად ნაცნობი ეჭვიანობა, ეგოიზმი, კომფლიქტი, გაუთავებელი დაპირისპირება და ბუზღუნი. ბოლოს კი ეს ყველაფერი ერთ-ერთს ბეზრდება და პირველი ბედავს თქმას რომ დროებით (რასაკვირველია დროებითში სამუდამო იგულისხმება) უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა. რამდენჯერ შეიძლება ასე მოხდეს მაგრამ შევეჩვიე უკვე თითქმის ასეთ ურთიერთობებს. ალბათ სიგიჟეა მაგრამ ჯერ ვერავინ შეძლო ჩემი გაძლება.

გაძლებაში კი იგულისხმება 24 საათიანი კონტროლი, უაზროდ დიდი ყურადღება, ზოგჯერ ვიცი ეს მომაბეზრებელია მაგრამ ვგონებ უმეტესობას სიამოვნებდა კიდეც მაგრამ როცა მობეზრდათ მე ვეღარ შევიცვალე, დავრჩი ისეთივე მესაკუთრედ როგორიც ვიყავი და მათი საყვედურები მაინცდამაინც დიდს ვერაფერს ცვლიდა. რა საშინელებაა, ვხვდები მაგრამ როგორ შევიცვალო არც ის ვიცი. თუმცა არც ის მგონია ეს საზიზღარი შეგრძნება – ეჭვიანობა როდისმე არ განვიცადო საყვარელი ადამიანის მიმართ. ზოგჯერ თავს განზრახ ვიკავებ კიდეც რომ ეს საშინელება ჩავახშო მაგრამ როცა მგონია რომ მოვერია მაშინ ამოსკდება ხოლმე და ისევ გაუთავებელი კომფლიქტი და ა.შ

წინა წელთან შედარებით დღეს ვხვდები რომ (ოდნავ მაინც) გავიზარდე. თუნდაც აღარ დავუშვებ იმ შეცდომებს რაც წინა წელს რა დათვლის რამდენი იყო, მიხარია რომ წარსულში დარჩა ის რაც..! პირველი (და იმედია არა უკანასკნელი) თოვლი, ახალი გრძნობა, ახალი სიცოცხლე და ახალი ფიქრები…

გილოცავთ პირველ თოვლს! 🙂

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 9 Comments

ღამე მიცვალებულთან ერთად

გუშინ სტუმრად ჩემს დიდი ხნის უნახავ მეგობართან ვიყავი, ისე გავერთეთ საუბარში რომ დაგვაღამდა და მასთან დავრჩი. გადავწყვიტეთ ღამე გაგვეთენებინა როგორც ადრე ვაკეთებდით. მოვიმარაგეთ სასმელი, სიგარეტი და ყავა, მისაღებ ოთახში მოვთავსდით და ვატყობდი სასაუბრო თემებს ბოლო არ უჩანდა. უკვე ძალიან გვიანი იყო როცა სახლში ყველას ეძინა და სამარისებული სიჩუმე ჩამოდგა, ამ დროს (ცოტა გავაზვიადებ) საბედისწერო აზრმა გაუელვა ჩემს მეგობარს თავში, მანაც არ დააყოვნა და სულ მალე სულებზე და ამოუცნობ ანომალიებზე დავიწყეთ საუბარი (იმისათვის რომ სახლში მყოფთთ არ გაღვიძებოდათ სანთლის მბჟუტავ სინათლის ფონზე ეს თემა უკვე ძალიან მაშინებდა) თავიდან გაგებით მოვეკიდე და ავყევი მაგრამ თანდათან საუბარი მძიმდებოდა საშინელი ისტორიების, ლეგენდებს და 1000 გაგონილი ჭორები საფუძველზე. ამას ისიც ემატებოდა რომ ოთახში სადაც ჩვენ ვიყავით მისი გარდაცვლილი ბებიის გაგიდებული სურათი ეკიდა რომელიც სანთლის შუქზე (ღმერთო მაპატიე და) მეტისმეტად დამახინჯებული მეჩვენებოდა 😦 ეს უფრო ამძაფრებდა შიშს! მეგობარი კი არ ჩერდებოდა, რას აღარ “მატყუებდა”, ზოგჯერ გვეცინებოდა ჩვენს თავებზე მაგრამ საბოლოოდ ვატყობდით ერთმანეთს რომ ორივეს ძალიან გვეშინოდა, უბრალოდ აღიარება არ გვინდოდა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 6 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: