Posts Tagged With: უსასრულობა

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

დამტოვეთ გაღიმებული

თვალებს ვახელ.. რამოდენიმე წუთი ჭერს შევყურებ ასე უაზროდ და ვგრძნობ რომ უნებურად მეღიმება, უცებ საკუთარი თავით შეშინებული ვსერიოზულდები. წამოდგომას ვცდილობ თუმცა პირველივე მცდელობისას უცებ მეცა ოდნავ ღია ფანჯრიდან შემოსული ცივი ნიავი და ისევ მივესვენე ფუმფულა ბალიშზე..

ისევ მეღიმება და თვალებს ფანჯრისკენ ვაპარებ, ვხედავ როგორ იფანტება თეთრი ფიფქები ჰაერში, როგორ ირევიან ერთმანეთში და როგორ ეტყობათ რომ მაინცდამაინც არ ჩქარობენ მიწაზე დაცემას.. ბოლოს როგორც იქნა ავდექი, ფარდები გადავწიე და თითქოს თვალებში დიდი, უზარმაზარი “პროჟექტორი” შემომანათესო, ისევ ჩამობნელდა ოთახში 🙂 თუმცა ინტერესმა მძლია და მეც გავყავი თავი გარეთ, სახეზე ცივი ფიფქები მადნებოდა და ოდნავ მასველებდა, შევეჩვიე სიცივეს, სუფთა ჰაერს, თეთრ ფერს (მიყვარს თეთრი ფერი).

საერთოდ ზაფხულს ყოველთვის ზამთარი მერჩივნა და ისიც მხოლოდ თოვლის გამო და თოვლიც მხოლოდ იმიტომ რომ თეთრი ფერი მიყვარს ❤ 🙂 პატარა ბავშვივით ვაცეცებდი თვალებს, ვერ ვძღებოდი უზარმაზარი გადათეთრებული ხეების, გზების, შენობების თვალიერებით, საიდანღაც ბავშვების ხმადაბალი ჟრიამულიც მესმოდა.. ბოლოს სულმთლად გამეყინა ცხვირი, ყურები, ლოყები, წამწამებზე ფიფქებმა მოიკალათეს და მხოლოდ ახლაღა მივხვდი რომ ძალიან მციოდა.

შემოვედი და თითქოს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მიყვარს ახალი წელი, მოლოდინი და მთელი ამ დროის მანძილზე შექმინილი ბედნიერი განწყობა. სამზარეულოში გავედი, როგორც ყოველთვის ფინჯანი ყავით არ დავბრუნებულვარ სასტუმრო ოთახში, ამჯერად ჩაი მომინდა 🙂 ჩემი დილის განუყოფელი ატრიბუტიც არ დამვიწყებია და (კოლოფში დარჩენილ) ბოლო ღერიც გავაბოლე..

ისევ მარტო ვარ.. ისევ სიჩუმეა.. ტელევიზორსი საინტერესო არაფერია.. მუსიკალურ ცენტრშიც ერთი და იგივე სიმღერები.. ამ დროს (არა მხოლოდ ამ დროს) ყველაზე კარგი საშუალება გასართობად ჩემი მეგობარია, თუმცა ისიც ჯარშია (მე დედისერთა ვარ ^^).. მოკლედ ყველა გზა იმისათვის რომ გამოღვიძებულზე გაღიმებული სახე ბოლომდე გავამართლო თითქოს მოჭრილი მაქვს და ამ დროს უნებურად ვფიქრდები რა ვნახე სიზმარში (??) 🙂 სავარძელში მოვკალათდი და გახსენებას, გონების დაძაბვას შევუდექი..

თავიდან თითქოს ბურუსში ვიყავი, მაგრამ ბოლოს ერთიანად წამომიტივტივდა კადრები რომელიც უხარისხო, გაფუჩებული, დაჭრილი ლენტასავით ტრიალებდა ტვინის რომელიღაც მიყრუებულ უჯრედში და მხოლოდ გახუნებული ფერებიტ, შიგადაშიგ გარკვევით მოძრავი არსებები, ადამიანები და ნივთები ჩნდებოდნენ, ბოლოს როგორც იქნა სრულად აღვიდგინე ის პატარა სიზმარი რომლის გამოც ალბათ მთელი ღამე გაღიმებულს მეძინა 🙂 Continue reading

Categories: Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , | 13 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: