Posts Tagged With: ქვეცნობიერი

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

შორიდან დანახული რეალობა

                              ზოგჯერ ძალიან მინდა რომ არსებობდეს რამე თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც ჩემს ფიქრებს ჩაინიშნავს და ავტომატურად დაწერს აქ (დრაფტებში), რადგან როცა ფიქრობ ერთია და როცა ამ ნაფიქრს წერ – მეორე.. ზოგჯერ მინდა რომ ამ ცხოვრებას სადმე რესტრატი ვუპოვო, გადავტვირთო და შემდეგ უპრობლემოდ დავიწყო ახალი ცხოვრება, ჩაპროგრამებული ახალი ანტივურესებით და გასუფთავებული D დისკით 🙂 აქამდე დრაფტში ერთი დასრულებული პოსტი მეწერა ახალ ცხოვრებაზე, რომელიც მეგონა რომ უკვე დავიწყე.. იმ ახალ ცხოვრებაზე, რომელშიც ეს ახალი გარემო, ახალი სახლი, ახალი ნაცნობები, ახალი სალაპარაკო ენა და ახალი დასახული მიზნები დამეხმარებოდნენ დამეწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. სიტყვა სიტყვით აღვწერდი, მდგომარეობას, სიტუაციას და alone-boy-cigarret-grunger-Favim.com-5094465პერიოდებს, თუ რატომ მინდოდა ძველი ცხოვრების დავიწყება მაგრამ მივხვდი რომ ეს ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, თან როცა მარტო ვარ.. და მე უკვე მეორე წელია მარტო ვარ..

თურმე ძალიან ძნელია დაივიწყო ადამიანები,  რომლებმაც შენი ცხოვრება, რაღაც ეტაპზე რადიკალურად შეცვალეს, ბევრი რამ გასწავლეს და ჩამოგაყალიბეს. აქ ძალიან რთულია ამ პარადოქსს გაუმკლავდე, როცა გინდა ახალი ცხოვრების დაწყება მაგრამ გენანება მსხვერპლად შეწირო ყველა ის კარგი მოგონება, რომელიც მათთან გაკავშირებს.. გახსენდება მთავარი დევიზი, რომელიც სულ პირველად „რა მნიშვნელობა აქვს“ იყო და როგორ შეიცვალა „არასოდეს თქვა არასოდეს-ით“, ბოლოს კი როგორ ტრანსფორმირდა და გახდა „ყველაფერი წინ არის“.. ყველაფერი წინ არის მაგრამ უკან რამდენი რამ და ვინმე მრჩება, რა დათვლის.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

სამუდამოდ

მახსოვს ადრე ერთ-ერთმა იმ ადამიანთაგანმა, რომელიც ასე თუ ისე კარგად მიცნობს მითხრა -წერას თავი არ დაანებოო. მანაც იცის და მეც, რომ წერა მაინცდამაინც უბადლოდ არ მეხერხება. რაც არ უნდა ვიფიქრო იმას ისე ნათლად მაინც ვერ გადმოვცემ როგორ არის, რადგან ყველაფერი ზოგჯერ ისეთი მარტივია ან რთული, რომ სიტყვები არ არსებობს შესაფერისი.

გარდა ამისა გულმავიწყიც ვარ, ისეთი მნიშვნელოვანი რამ მავიწყდება და ისეთ უმნიშვნელო რამ მახსენდება ხოლმე, რომ საკუთარ თავზე ვღიზიანდები, (ივლისში ბლოგს დაბადების დღეც კი არ მივულოცე, ხო, 3 წლის გავხდი -არადა შარშან ყველაფერი სხვანაირად იყო) აქედან გამომდინარე რთულია ეხლა ის ემოციები დავწერო რისი დაწერაც მინდოდა მაშინ, მაშინ როცა დრაფტებში ვაგროვებდი პატარ-პატარა სტატუსებს, ახლა კი ამ დაობებულ პოსტს უწერია თუ არა გამოქვეყნება ისიც საეჭვოა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

შეუდარებელი

არასოდეს არ მყვარებია შედარებები ამასა და იმას შორის, ამ რაღაცის და იმ რაღაცის შორის პლიუს/მინუსების ძებნა, განსხვავებები და საერთოს ძიება.

ყოველთვის მივიჩნევდი რომ ყველა ადამიანში არსებობს რაღაც დადებითი უბრალოდ ზოგს არ შეუძლია ეს დადებითი წამოწიოს წინა პლანზე და ყოველთვის იჩაგრება ამ უუნარობის გამო აგრესიით.

არ მიყვარს როცა ზოგადად  წარსულში ვიჭყიტები, იმიტომ არა რომ რაიმეს დავიწყება მინდა ან/და საკუთარი თავის მრცხვენია, არა უბრალოდ უაზრობაა ძველი ნოსტალგიებით ცხოვრება.  თან ძალიან დიდი უაზრობა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 3 Comments

გოეთეს თეორიით

დიდ ტკივილს ყოველთვის ცვლის დიდი ბედნიერება ან/და პირიქით, ეს ყოველთვის ასე იყო, არის და იქნება.

არჩევანის გაკეთება კი ჩემი ერთ–ერთი სუსტი წერტილია, განსაკუთრებით მაშინ მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება როცა საქმე ზემოთ ხსენებულ ტკივილს ეხება, ბედნიერება კი თავისთავად მოდის, ან თუ არ მოდის საკუთარი ოპტიმიზმი ცდილობს ქვეცნობიერში ჩემი ეგოიზმი ამოატივტივოს და მაშინ ლაგდება ხოლმე ყველაფერი. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , | 7 Comments

ჩემი ჯოჯოხეთი და ჩემი სამოთხე

სამოთხე თუ ჯოჯოხეთი – ალბათ ყველას გვაქვს ჩვენივე წარმოსახვით დანახული ორივე მათგანი და სავარაუდოდ 95%-ს სამოთხე გვირჩევნია, ამისათვის კი ცოტას ვცდილოთ მიუხედავად იმისა რომ ვიცით რა შემთხვევაში დავიმსახურებთ დედამიწიდან ამ ხანგრძლივ შვებულებას. ამისათვის კარგი მაგალითია “ქვა ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო” მაგრამ ამას არა მადლის (ქვა ქვაზე დადების) გამო ვაკეთებთ, არამედ იმის იმედით რომ ეს მადლი გაჭირვების ჟამს იმედს მოგვცემს და დაგვეხმარება (მე ხომ ეს “მადლი ვქენ”, მაშ დავიმსახურე უზრუნველყოფილი ცხოვრება). ადამიანის ფსიქიკაში კარგად ვერ ვერკვევი, ყველანი ინდივიდები ვართ მაგრამ ერთი რამ მაინც ყველას გვაერთიანებს, ეს თავდაცვის ინსტიქტია (რაც არ გკლავს ის გაძლიერებს). რაც არ უნდა მოვიტყუოთ რომ ჩვენ მართლები ვართ, შინაგანი ქვეცნობიერი მაინც ჩაგვყვირებს ყურში რომ ჩვენ ვცდებით! Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: