Posts Tagged With: ღიმილი

შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ყველაფერს ვამჩნევ – არაფერს ვიმჩნევ

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ბლოგზე აღარ შემომიხედავს და აღარაფერი დამიწერია. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში, ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა; თუმცა მაინც იყო, არის და ალბათ სულ იქნება ისეთი რაღაცებიც, რაც არასოდეს გაირკვევა ბოლომდე და ალბათ ჯობია არც არასოდეს აიხსნას – ვინ, რა, როგორ, რატომ და ა.შ..

უბრალოდ დრო გადის, გადის და მით უფრო მიჩნდება უსამართლობის განცდა, რომ “საზოგადოება” იმაზე მეტს ითხოვს ზოგჯერ, ვიდრე ერგებათ, ვიდრე ეკუთვნით, ვიდრე იმსახურებენ, არადა რა მარტივი იქნებოდა ზოგჯერ ჩემნაირების მართვა, ჩემნაირებზე ზეგავლენის მოხდენა, რომ არა ის, რაც უკვე კარგა ხნის წინ გავიარე.. არ ვტრაბახობ მაგრამ “ზრდის საფეხურები” (რომელზეც ამასწინათ ვწერდი, ისე ჩამოვაყალიბე და შევასრულე, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ ამაზე აქ მეწერა, რადგან ეს იმაზე გაცილებით ინდივიდუალური აღმოჩნდა და იმდენად პირადულ კონტექსტებში, ვიდრე ზოგადად აქ ვწერ ხოლმე), შეიძლება ითქვას პირველი საფეხურიდან ერთი ნახტომით ბოლოში გავედი და ერთ რამეს მივხვდი – ზოგჯერ ადამიანები იმდენად სულმდაბლები არიან, რომ მე მესმის იმათი ვისაც ანთროპოფობია ჭირს და მგონი საკმაოდ საფუძვლიანადაც.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი

ეს ის მომენტია, როცა საუკუნის უნახავ, დაობებულ ბლოგზე მხოლოდ “ჰელოუ მაი ვორლდით” ვერ დავიწყებ პოსტის წერას და პირდაპირ უნდა ვთქვა – ძალიან მომენატრა აქაურობა!! ეს ის მომენტია, როცა (ცოტა ფანტაზია რომ მოვიშველიოთ) მოხუცი ადამიანი გადახსნის თავის დამტვერილ, დაძველებულ, დამტვრეულ სკივრს და ამზეურებს მის ყველაზე ძვირფასს – პირადს!! ამზეურებს და თან იხსენებს. თითოეული სკივრში ჩატეული პატარა სამახსოვროსაც რომ აქვს საკუთარი დიდი ისტორია და +ემოცია. მართალია არც არარსებული სკივრი არ გამიხსნია და (სიმბოლურად მაინც) არც ძველი პოსტები არ გადამიკითხია მაგრამ ის ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა დიდი ხნის შემდეგ ისევ დამეწერა პოსტი – ეს ემოციები და მოგონებებია. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

წერილი მას (შენ)

წერილების წერა არ მეხერხება, მითუმეტეს უადრესატო წერილების

ხოდა წარმოგიდგენ, ვითომ შენ გწერ, შენც ვითომ დაიჯერებ იმას, რასაც წაიკითხავ და ამით ყველაფერი დამთავრდება, საბოლოოდ კი არაფერი აღარ იქნება ძველებურად, ანუ კარგად.. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , | %(count)s კომენტარი

პატარა წერილის მაგვარი

წერილების წერა არ მიყვარს, ალბათ იმიტომ რომ არ მეხერხება. მგონი არც ახლა ვწერ რაიმე შექსპირისეული ფრაზებით თუ მხატვრული გაფორმებებით რადგან წერილებს რომლებიც თეთრ კონვერტებში ფუთავენ და დიიდ გრძნობებს ატანენ ყოველთვის სასიყვარულო შინაარსის მატარებელი მგონია მაგრამ ამჯერად წერილი უკვე უბრალოდ სასიამოვნო სამახსოვროდ ვწერ. როგორც თითქმის ყოველთვის მინდა თუ არა ადრესატმა ნახოს პოსტი – არ ვიცი.

სიყვარულის რა მოგახსენო და მართლა კარგი მეგობარი იყავი, სიყვარულს თუ დავარქმევთ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის ურთიერთგაგებას და სხვა არაფერს მაშინ იდეალური წყვილი ვყოფილვართ მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩვენ არ გვყვარებია ერთმანეთი და ეს ბოლოსდაბოლოს ვაღიარეთ.

ალბათ გაგიხარდება თუ გეტყვი რომ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში და არ გეწყინება ის რომ შენ ვერ მაგრამ სამაგიეროდ სხვამ, მან, მან მაგრძნობინა და შემაყვარა სიყვარული. იცი, მე საერთოდ თუ ადამიანი შემიყვარდა ის არასოდეს აღარ შემძულდება, რაც არ უნდა გაგიკვირდეს მადლობელიც კი ვარ რომ ეს ასე მოხდა, მადლობელი ვარ იმის რომ მომეცი შანსი თავიდან დამეწყო ყველაფერი, არა შენ არ მაკავებდი, ახლა რომ ვფიქრობ მგონი პირიქით იყო კიდეც მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 2 Comments

დამტოვეთ გაღიმებული

თვალებს ვახელ.. რამოდენიმე წუთი ჭერს შევყურებ ასე უაზროდ და ვგრძნობ რომ უნებურად მეღიმება, უცებ საკუთარი თავით შეშინებული ვსერიოზულდები. წამოდგომას ვცდილობ თუმცა პირველივე მცდელობისას უცებ მეცა ოდნავ ღია ფანჯრიდან შემოსული ცივი ნიავი და ისევ მივესვენე ფუმფულა ბალიშზე..

ისევ მეღიმება და თვალებს ფანჯრისკენ ვაპარებ, ვხედავ როგორ იფანტება თეთრი ფიფქები ჰაერში, როგორ ირევიან ერთმანეთში და როგორ ეტყობათ რომ მაინცდამაინც არ ჩქარობენ მიწაზე დაცემას.. ბოლოს როგორც იქნა ავდექი, ფარდები გადავწიე და თითქოს თვალებში დიდი, უზარმაზარი “პროჟექტორი” შემომანათესო, ისევ ჩამობნელდა ოთახში 🙂 თუმცა ინტერესმა მძლია და მეც გავყავი თავი გარეთ, სახეზე ცივი ფიფქები მადნებოდა და ოდნავ მასველებდა, შევეჩვიე სიცივეს, სუფთა ჰაერს, თეთრ ფერს (მიყვარს თეთრი ფერი).

საერთოდ ზაფხულს ყოველთვის ზამთარი მერჩივნა და ისიც მხოლოდ თოვლის გამო და თოვლიც მხოლოდ იმიტომ რომ თეთრი ფერი მიყვარს ❤ 🙂 პატარა ბავშვივით ვაცეცებდი თვალებს, ვერ ვძღებოდი უზარმაზარი გადათეთრებული ხეების, გზების, შენობების თვალიერებით, საიდანღაც ბავშვების ხმადაბალი ჟრიამულიც მესმოდა.. ბოლოს სულმთლად გამეყინა ცხვირი, ყურები, ლოყები, წამწამებზე ფიფქებმა მოიკალათეს და მხოლოდ ახლაღა მივხვდი რომ ძალიან მციოდა.

შემოვედი და თითქოს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მიყვარს ახალი წელი, მოლოდინი და მთელი ამ დროის მანძილზე შექმინილი ბედნიერი განწყობა. სამზარეულოში გავედი, როგორც ყოველთვის ფინჯანი ყავით არ დავბრუნებულვარ სასტუმრო ოთახში, ამჯერად ჩაი მომინდა 🙂 ჩემი დილის განუყოფელი ატრიბუტიც არ დამვიწყებია და (კოლოფში დარჩენილ) ბოლო ღერიც გავაბოლე..

ისევ მარტო ვარ.. ისევ სიჩუმეა.. ტელევიზორსი საინტერესო არაფერია.. მუსიკალურ ცენტრშიც ერთი და იგივე სიმღერები.. ამ დროს (არა მხოლოდ ამ დროს) ყველაზე კარგი საშუალება გასართობად ჩემი მეგობარია, თუმცა ისიც ჯარშია (მე დედისერთა ვარ ^^).. მოკლედ ყველა გზა იმისათვის რომ გამოღვიძებულზე გაღიმებული სახე ბოლომდე გავამართლო თითქოს მოჭრილი მაქვს და ამ დროს უნებურად ვფიქრდები რა ვნახე სიზმარში (??) 🙂 სავარძელში მოვკალათდი და გახსენებას, გონების დაძაბვას შევუდექი..

თავიდან თითქოს ბურუსში ვიყავი, მაგრამ ბოლოს ერთიანად წამომიტივტივდა კადრები რომელიც უხარისხო, გაფუჩებული, დაჭრილი ლენტასავით ტრიალებდა ტვინის რომელიღაც მიყრუებულ უჯრედში და მხოლოდ გახუნებული ფერებიტ, შიგადაშიგ გარკვევით მოძრავი არსებები, ადამიანები და ნივთები ჩნდებოდნენ, ბოლოს როგორც იქნა სრულად აღვიდგინე ის პატარა სიზმარი რომლის გამოც ალბათ მთელი ღამე გაღიმებულს მეძინა 🙂 Continue reading

Categories: Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , | 13 Comments

5 დღიანი ფლირტი ანუ დიდი სიგიჟე

ურთიერთობა რომელიც გაბედნიერებს, რომელიც სიხარულით ცამდე აყავხარ, რომელიც გავიწყებს ყველაფერს და რომელიც (ხშირ შემთხვევაში) გაკეთილშობილებს. ამ გრძნობას ალბათ მიხვდებოდით რომ სიყვარული ქვია. დიახ, ალბათ იმასაც მიხვდებოდით რომ შეყვარებული ვარ! ^_^ ვხუმრობ, ჯერჯერობით მე და სიყვარული ვერ ვეწყობით ერთმანეთს, უბრალოდ არის ადამიანი ვის მიმართაც სიმპათიები გამიჩნდა 🙂 რამოდენიმე კვირის წინ დავწერე პოსტი “თბილისი – ბათუმი” სადაც ვწერდი ჩემს ერთ კვირიან დასვენებას ბათუმში რომელიც არ დამისრულებია, როგორც პოსტში ვახსენე იქ გავიცანი რამოდენიმე ადამიანი, შევიძინე მეგობრები და რაც მთავარია შემთხვევით გადავეყარე არაჩვეულებრივ ადამიანს რომელმაც მომხიბლა თავისი ხასიათით, ღიმილით, საუბრით, თავისებური ლოგიკით (ამ უკანასკნელმა მისმა თვისებამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე), მიმიზიდა მისმა გარეგნობამ (ადამიანის ფიზიკური მონაცემების აღწერა არ მეხერხება და რომც მშვენივრად გამომსვლოდა მაინც არ დავწერდი (გარკვეული მიზეზებისდა გამო)). Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 12 Comments

ჩემი პატარა სპექტაკლი ანუ ერთ-ერთი რიგითი დღე

გვიანობამდე ინტერტში ხეტიალის გამო დათხრილი თვალები ძლივს გავახილე, პირდაპირ ფანჯრისკენ ვიყურები ვცდილობ გამოვიცნო ამინდი, მოღრუბლული მეჩვენა ცა და მეც უხალისოდ წამოვდექი. კომპიუტერსაც შემოვძახე ფეისბუქ და დინამიკებში ამ ბოლო დროს ამოჩემებული სიმღერა ავაღრიალე, მეზობლებიც გავაღვიძე. ჩემი პირველი გამოსაფხიზლებელი და გონზე მოსვლის გზა ფინჯანი ყავა და სიგარეტია. სკოლაში უნდა წავიდე არადა ისე მეზარება ლამის ისევ მივწევე და დავიძინო მაგრამ ეჰ აქ უფრო დამიმძიმდა ხასითი. ფანჯრიდან გადავიხედე, მივხვდი რომ როგორც ყოველთვის ახლაც შევცდი, მზე ანათებდა, როგორც იქნდა დათბა, თუ ისევ არ აირია ამინდები. გზაზე ზურგზე ჩანთა აკიდებული ბავშვები ჟრიამულით მიიწევდნენ სკოლაში მათ უკან კი უფროსკლასელები მიიზლაზნებოდნენ ნელი ნაბიჯით, აშკარად ეტყობოდათ რომ ფეხები უკან რჩებოდათ და გამეცინა, ალბათ იმიტომ რომ მე უკვე სკოლაში არსებობის დღეებს ვითვლიდი სულ რაღაც ორ კვირაში დაირეკებოდა ჩემთვის ბოლო ზარი. საათს შევხედე და ადრე იყო, გამიკვირდა რა ეჩქარებოდათ თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა ქონდა. კომპიუტერს მივუბრუნდი ფეისბუქის კედელი და აქტივობა გადავამოწმე, ბლოგშიც შევიჭყიტე მაგრამ ახალი არაფერი დამხვდა და პროტესტის ნიშნათ ორივე გავთიშე. მუსიკა განაგრძობდა სასიამოვნო ღრიალს. სიგარეტი ჩავწვი, ყავაც დავლიე და ფორმაში მოვედი. გარეთ გამოვედი მზე ისე მეცა თითქოს ადგილზევე დამწვა, გამიხარდა, მიყვარს მზიანი, ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე დილა, ვიფიქრე წარმატებული დღე მექენბოდა. გზაში კი იმდენი ნაცნობი მხვდება სანამ სკოლაში მივალ ძალა მეცლება მათთან საუბარში, ხასიათზე ხარ თუ არა მაინც უნდა გაუღიმო, მოიკითხო, აუხსნა რომ კარგად ხარ და ყველაფერი კარგად არის, ძველებურად ხარ, არაფერია ახალი იმიტომ რომ არ გაიწელოს მათთან დამღლელი სპექტაკლი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 5 Comments

My New Year’s Day

ახალი წელი. ეს დღესასწაული ჩემს დაბადების დღეზე მეტად მიყვარს, ამ დღეს არანორმალურად ბედნიერი ვარ. ტრადიციად მქონდა ოჯახში შეხვედრა, დალოცვა და შემდეგ მეგობრებთან მოკურცხვლა 😀 მაგრამ ეს ბოლო 2 წელი ქუჩაში შევხვდი და არც ისე ცუდად, თოვლის ფიფქები, ფეერვერკი, ცოტა სასმელი, სიმღერა, საყვარელი ადამიანები და მათ სახეზე ბედნიერი ღიმილი, მოდი და ნუ იქნები ამ დღეს შენც ბედნიერი 🙂 თოვლის ბაბუის ბავშვობაშივე არ მჯეროდა და მშობლებთან ვაწყობდი საქმეებს თუ რა საჩუქარი უნდა მოეტანა თოვლის ბაბუას. ნაძვის ხის მორთვა ყოველთვის მეზარებოდა მაგრამ ყოველ წელს მაინც მე ვრთავდი ჩემი გემოვნებით. ერთდაერთი რაც მაღიზიანებს ახალი წლის წინა დღეებში ეს გაუთავებელი ასაფეთქებლების ბათქა-ბუთქია 😀 ახალ წელს ბევრი დალევა არ მიყვარს,  მირჩევნია ფხიზელი თვალით გავერთო.  საჩუქრებს რაც შეეხება უბრალოდ იმდენი მეგობარი მყავს და იმდენი ვიყრით ერთად თავს ახალ წელს რომ ყველას რომ რაღაც ვაჩუქო მართლა გავკოტრდები, ღმერთმა გვამრავლოს 😀 დამდეგ ახალ წელს ანუ 31 დეკემბერს დილიდანვე ვემზადები ახალი წლის შესახვედრად, რომ გითხრათ სარკეში ვტრიალებ და ვიპრანჭებითქო მოგატყუებთ მგრამ ვცდილობ საუკეთესოდ გამოვიყურებოდე განსაკუთრებით ამ დღეს 😀 მოკლედ სულ ეს არის ჩემი ახალი წელი რომელიც ერთი დღით ბედნიერს მხდის.

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 2 Comments

პესიმისტური ხანა…

ამ ბოლო დროს ძალიან გავპესიმისტდი 🙂 ასეთი არ ვყოფილვარ კაი ხანია… უკვე მეუბნებიან რომ ყველაფერზე “ვკაიფობ” და სერიოზულად აღარაფერს აღვიქვამ… მართალი გითხრათ ასეა, არ მიყვარს ეს ყველაფრის გულთან მიტანა და მერე დაგრუზვა ყველაფრზე და რა ვქნა?? 🙂 მაგალითად: კაცს რომ ცოლი გაშორდება ერთის მხრივ ცუდი ამბავია, მაგრამ მე რატომ უნდა ვინერვიულო?? 🙂 (ეს ისე მაგალითისთვის) 🙂 ხოდა რას ვამბობდი, მეუბნებიან ცოტა რომ დასერიოზულდე კაი იქნებოდაო, მაგრამ მე ჩემს თავს ვერაფერს ვატყობ დასერიზოულება და სიდინჯე რომ სჭირდებოდეს 🙂 ზედმეტ სახელად

ღიმილის ვიტამინიცშემარქვეს მაგრამ მგონი ეს დროებით 🙂 ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც კი მითხრა “აი შეყვარებული რომ არ გყავს მაგიტომ ხარო სულ კარგ ხასიათზეო” 😀 😀 და ვერაფრით მივხვდი ეგ რა შუაში იყო, ალბათ არ შეიძლება თურმე ადამიანი კარგ ხასიათზე იყოს და ყველაფერს კაიფში ატარებდეს… რავიცი რავიცი 🙂 მოკლედ ამჟამად ცხოვრებაში პესიმისტური ხან მიდგას 🙂 და სულაც არ ვთვლი მე რომ ეს ცუდია… ამით ვინმეს თუ არ ვარგებ ხომ არც არავის ვავნებ??…

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: