Posts Tagged With: შეგრძნება

ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მგზავრის წერილების მაგვარი

დილიდან აკვიატებულ სიმღერასთან ერთად ერთი, ძალინ, ძალიან ძველი ნაცნობის სიტყვები გამახსენდა – “ბავშვობიდან სულ მინდოდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი”-ო, მაშინ ამისთვის არ მიმიქცევია დიდად ყურადღება და ეხლაც ვერ ვხვდები ბოლომდე, აღარ მახსოვს ზუსტად რას გულისხმობდა მაგრამ რატომღაც დამამახსოვრდა და აკვიატებულ მუსიკასთან ერთად ტრიალებდა და ტრიალებდა, მეც სიცხიანი ვიწექი მთელი დღე და ვფიქრობდი, რაზე აღარ 🙂 ხან მასზე, ხან ბავშვობაზე, ხან ზოგადად ბედნიერებაზე და საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ რაღაც უნდა შევცვალო და ახალი წლიდან ახალი ცხოვრება დავიწყო..

… და საერთოდ, მიყვარდა მასთან საუბარი, მხოლოდ იმიტომ არა, რომ ზე განათლებული, ინტელექტუალი და კარგი მოსაუბრე იყო, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ კარგ რჩევებს მაძლევდა და ხშირად მხოლოდ მისი აზრი გამითვალისწინებია, არც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერი იცოდა და ყველაზე საჭირო მომენტში გვერდში მედგა ხოლმე, მე მიყვარდა მასთან საუბარი, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი, ისევე, როგორც მე მესმოდა მისი, როცა მეუბნებოდა, “ნდობა არ არის გრძნობა, ეს დამოკიდებულებაა მაგრამ განსაზღვრავს ყველა სხვა გრძნობას”-ო 🙂 მე კი, როგორც წესი, ამ დროს აღტაცებით ვუყურებდი და ვცდილობდი თითოეულ Kakhi's World - nigabi - ნიღაბიწინადადებაში დამეჭირა ის იდეა, რატომაც მეუბნებოდა. უმეტესობაში ვეთანხმებოდი, გარდა ერთისა, ადამიანი არასოდეს იცვლება!! ახლა ეს ადამიანი აღარც საქართველოშია და აღარც იმდენი დრო გვაქვს, რომ მსგავს თემებზე ვისაუბროთ..

..ადამიანს არასოდეს შეუძლია შეცვლა, ის ყოველთვის ისეთი რჩება და იქნება როგორიც იყო და არის. შეიძლება ტრანსფორმირდეს გარკვეული დროით, გარკვეულ წრეში, საჭიროებისამებრ მაგრამ ის მაინც ის დარჩება რაც იყო, როგორიც გაჩნდა, და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება თავის შინაგან ზნე-ჩვევებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ადამიანი არასოდეს, არასოდეს შეიცვლება!! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: