Posts Tagged With: შეყვარებული

შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

საახალწლო პოსტი – ჩემი 2012

ახალი წელი – ეს ის დღეა, ეს ის მოლოდინი და დღესასწაულია რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, საკუთარ დაბადების დღეზე უფრო ძალიან მიყვარს ეს დღე. ხოდა დგება 2013 წელი, მიუხედავად 21 დეკემრის და ამ წელს მომხდარი დაძაბულობების ორომტრიალისა.

მეც ბლოგი ამოვაარქივე, დამაინტერესა რას ვწერდი ზუსტად 1 წლის წინ და გამახსენდა, რომ არც თუ ისეთი კარგი დღეები მქონია წინასაახალწლოდ. როგორც ყოველთვის ვემზადებოდი მაგრამ არა იმ დიდი ენთუზიაზმით როგორც წელს. შარშან ისევ რაღაცაზე ვწუწუნებდი და ისევ რაღაცაზე ვნერვიულობდი 🙂

Kakhi's World - love-cute-girls-couples-christmasწელს ასე არ ვარ, ზუსტად ვიცი როგორი ახალი წელი მექნება (მინდა რომ მქონდეს). დაახლოებით ზუსტად ვხვდები რა მოხდება და იმაშიც დარწმუნებული ვარ ვისთან ერთად შევხვდები 🙂

ისე, ამ წელს თუ გადავხედავ ნამდვილად არ მქონია ცუდი წელი, სასიამოვნო და ბედნიერები ბედობა მქონდა და ალბათ მაგიტომ.

არ მიყვარს ერთფეროვანი დათარიღებები და დაკონკრეტებები – არც ქრონოლოგიას მივყვები. უბრალოდ აღვნიშნავ 2012 წელს მომხდარ საინტერესო და უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს ჩემს ცხოვრებაში: Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

თბილისი – ბათუმი 2 (დანაპირები რომელმაც 1 წელი დააგვიანა)

რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ ცხელი ზაფხულიც მოვიდა :დ ხალხი უკვე ირაზმება სოფლებში ან ზღვაზე წასასვლელად და დასასვენებლად მე კი უამრავი მიზეზებისდაგამო მიწევს თბილისში დარჩენა რამოდენიმე ხნით.

ხოდა ამასობაში წამომიტივტივდნენ შარშანდელი სეზონის თავგადასავლები, რამოდენიმე მათგანი კი იმდენად სასიამოვნო გასახსენებელია რომ მინდა აქაც დავწერო. თან მახსოვს წინა პოსტი იმხელა ასოებით დავასრულე ‘გაგრძელება იქნება-მეთქი’ რომ ვიფიქრე ბარემ დანაპირებსაც ავასრულებ-თქო  (სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო) 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

საიდუმლო რომელიც ყველას აინტერესებს

საიდუმლო რომელიც ყველას აინტერსებს – ცოტა ხმამაღალი ნათქვამია თუმცა არსებობს ჩემი მეგობრების, ნაცნობების და ნათესავების მთელი ამალა რომელთაც ინტერესი კლავთ გაიგონ ვინ არის ჩემი შეყვარებული, ვიზე ვწერ პოსტებს, ვის ვემესიჯები გაუთავებლად და ვისთან ერთად ვარ ჩამოკიდებული მობილურზე საათობით 🙂

სხვა შემთხვევაში ალბათ უბრალოდ ვიტყოდი ‘ეს მათი საქმე არ არის’ მაგრამ ამ ინტერესმა უკვე პიკს მიაღწია.

გეკითხებით: აუცილბელია თუ არა რომ იცოდეს მეგობარმა შენი პირადი თუ შენ ამის სურვილი არ გაქვს?? აუცილებელია მათი გაცნობა და ა.შ როცა მათ გარეშეც მშვენივრად გრძნობ თავს მასთან.

ზოგჯერ მათი დაკითხვებიც მაღიზიანებს, რატომ უნდა იცოდეს თუნდაც ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა ვინ არის ჩემი შეყვარებული, სადაურია, რა ქვია, როგორია და ა.შ

მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი ჩემი თითოეული ნათქვამი დეტალი შემდეგ ყავასთან ერთად განსახილველი თემა იქნება როცა საჭორაო დაელევათ, არ მინდა ბანალური ვიყო და მეც განზრახ თავს ვიკავებ მეგობრებში იმ თემაზე საუბარს რასაც სიყვარული ქვია.

არადა რომ დავფიქრდეთ დასამალი არც არაფერი მაქვს უბრალოდ სურვილი არ მაქვს იმის რომ ზოგიერთებს ცხვირი იქ ჩავაყოფინო სადაც არ ესაქმებათ 🙂

არ მინდა იმ ტიპებს ვგავდე თავის პირადს ნებისმიერ დაინტერესებულს რომ უყვებიან და უზიარებენ სიხარულს თუ როგორ გაუმართლათ და რა ბედნიერები არიან, მათ რომ არ გაიგონ და არ იცოდნენ ყველა დეტალი ისედაც ვიქნები მე ბედნიერი ჩემს ‘ერთადერთთან’ ერთად.

თუ რამე მაქვს მოსაყოლი ამის შესანიშნავი ადგილი ბლოგია, თუ რამე მექნება ისეთი რაც შეიძლება რომ ამის გაგება სხვებსაც “დააინტერესოს” ბლოგზე დავწერ.

ვიცი უხეშად გამომდის მაგრამ ყველა ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და შემდეგ ქუჩაში შემხვდება აღარ დავისვას კითხვა „რა ხდება შეყვარებულის ამბებში“ 😐

(წინა პოსტმა რომელიც ბლოგის არსებობასთან დაკავშირებით დავწერე მეგობრებში გაჭრა და მგონი ამ პოსტმაც უნდა მიშველოს რამით :დ)

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 14 Comments

სილუეტი #1

ჩაბნელებულ პატარა ოთახში მხოლოდ ერთი მაგიდა და ორი სკამი დგას, ოთახს ფანჯარა არ აქვს, მხოლოდ ერთი ნათურა, სუსტი მბჟუტავი სინათლით ანათებს სარკეს რომელიც მთელ კედელზეა გადაჭიმული, კუთხეში შტატივზე კამერა დგას რომელიც მაგიდის ბოლოში მჯდომ გოგონას თითოეულ სიტყვას და მოძრაობას იმახსოვრებს. გოგონა მარტოა ოთახში და არაფერზე არ ფიქრობს, მხოლოდ ტირის და თანდათან იმ სარკისკენ აპარებს თვალს საიდანაც მას “ის” უყურებს, დარწმუნებულია რომ უყურებს და არც ცდება, უყურებს თუმცა უკვე სხვა თვალით, უემოციოდ. კარები მძიმედ იღება, ნელი ნაბიჯებით შემოდის მისთვის უცნობი მამაკაცი და მოპირდაპირე მხარეს ჯდება, მაგიდაზე საქაღალდეს დებს, იღებს ერთ ფურცელს, მკაცრ იერს იღებს და  ისე უსვამს გოგონას კითხვას რომ მისთვის არც კი შეუხედავს:

-სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი

-ხატია ამირეჯიბი, დაბადებული 1989 წლის 25 აპრილს, თბილისში – მკვახედ პასუხობს და ნერვიულად სიგარეტს უკიდებს

-რა ურთიერთობა გქონდათ მოქალაქე ნიკა მაჩაიძესთან??

-ვმეგობროდით. თუმცა…

-რაა თუმცა?! Continue reading

Categories: სილუეტი | ტეგები: , , , , , , , , , , | 10 Comments

პესიმისტური ხანა…

ამ ბოლო დროს ძალიან გავპესიმისტდი 🙂 ასეთი არ ვყოფილვარ კაი ხანია… უკვე მეუბნებიან რომ ყველაფერზე “ვკაიფობ” და სერიოზულად აღარაფერს აღვიქვამ… მართალი გითხრათ ასეა, არ მიყვარს ეს ყველაფრის გულთან მიტანა და მერე დაგრუზვა ყველაფრზე და რა ვქნა?? 🙂 მაგალითად: კაცს რომ ცოლი გაშორდება ერთის მხრივ ცუდი ამბავია, მაგრამ მე რატომ უნდა ვინერვიულო?? 🙂 (ეს ისე მაგალითისთვის) 🙂 ხოდა რას ვამბობდი, მეუბნებიან ცოტა რომ დასერიოზულდე კაი იქნებოდაო, მაგრამ მე ჩემს თავს ვერაფერს ვატყობ დასერიზოულება და სიდინჯე რომ სჭირდებოდეს 🙂 ზედმეტ სახელად

ღიმილის ვიტამინიცშემარქვეს მაგრამ მგონი ეს დროებით 🙂 ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც კი მითხრა “აი შეყვარებული რომ არ გყავს მაგიტომ ხარო სულ კარგ ხასიათზეო” 😀 😀 და ვერაფრით მივხვდი ეგ რა შუაში იყო, ალბათ არ შეიძლება თურმე ადამიანი კარგ ხასიათზე იყოს და ყველაფერს კაიფში ატარებდეს… რავიცი რავიცი 🙂 მოკლედ ამჟამად ცხოვრებაში პესიმისტური ხან მიდგას 🙂 და სულაც არ ვთვლი მე რომ ეს ცუდია… ამით ვინმეს თუ არ ვარგებ ხომ არც არავის ვავნებ??…

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: