Posts Tagged With: შიში

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მე იქ დავბრუნდი, სადაც ოდესღაც ვიყავი

დილის შვიდი საათია დაწყებული, გარეთ ძალიან წვიმს და მეც, როგორც ყოველთვის გამთენიისას გაჭედვები დამეწყო, უფრო სწორედ განმიახლდა, რამდენი ხანია თითებს სიმწრით ვატკაცუნებ, ნერვიულად გადავათამაშებ კლავიატურაზე, ავაჩხაკუნებ და მერე ისევ წავშლი ხოლმე, ასე გრძელდება უკვე თვეებია და ვერ ვბედავ საბოლოოდ წერას იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მინდა. შიში – აი ეს არის მიზეზი და არა დეპრესია (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა) შიში იმის, რომ სათქმელს გასაგებად ვერ დავწერ და უარესად გავართულებ ყველაფერს, სიმართლე რომ ვთქვათ არც არაფერს გავართულებ იმიტომ რომ აღარც არაფერია, რომ გართულდეს. ნუ მოკლე, ძალიან რომ არ დაგაბნიოთ პირდაპირ დავწერ და სულ არ მაინტერესებს ვინ, როდის, რა სიტუაციაში და როგორი ფორმით და კონტექსტში ამომიქექავს ამ პოსტს!! პირდაპირ დავწერ და სულაც არ მიტყდება იმის აღიარება, რომ ერთ დროს ძალიან განებივრებული, ეხლა უკვე დილით, გამთენიისას, საკუთარს თავს ვესაუბრები. და იცით რა არის საინტერესო?! Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ისევ – ბედნიერი ვარ

გრძნობებზე წერა არასდროს მიჭირდა, არ ვყოფილვარ აუდიტორიასთან მორიდებული, მორცხვი და კომპლექსებით გადატვირთული მორიგი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც საკუთარ თავებში იკეტებიან და დეპრესიულები, აგრესიულები ხდებიან.

არასდროს გამტყდომია იმის აღიარება რომ ზოგჯერ ვცდები, ზოგჯერ მეც ვაშავებ, ზოგჯერ ჩემი ბრალია და დამნაშავე ვარ. ბოდიშის და პატიების თხოვნაც არასდროს მომერიდება, მითუმეტეს საყვარელ ადამიანთან.

ამჯერადაც ასე მოხდა, ბოლო რამოდენიმე ხნის უნახავობის გამო დაძაბული ურთიერთობა სრულ დეფორმაციას განიცდიდა, ამ ვითომ პატარა პრობლემის მოგვარება კი რა თქმა უნდა მარტივი იყო, უნდა მენახა.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თითოეული მისი მესიჯიც კი მაძლევს იმის ენერგიას რომ მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყო და მქონდეს მიზეზი ბედნიერების – წარმოიდგინეთ მისი დანახვა და ელემენტარული შეხება რას მიზამდა, მასთან ერთად ღამის გათენება, ფილმების ყურება და ვახშმობა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 3 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: