Posts Tagged With: ცხოვრება

მშიერი კატა და მწვანე ფრინველი

            მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი, ამას არცერთ შესაფერის სიტუაციაში არ ვმალავდი და არასოდეს მერიდებოდა ამის ხმამაღლა თქმა მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ოცნებამ სახელი შეიცვალა და იმედი დაირქვა (არავითარი პოლიტიკა). ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი, თან ძალიან მეოცნებე. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ, ერთი მეორის მიყოლებით ვაღწევდი დასახულ მიზნებს და როგორ არაფერი იყო ჩემთვის შეუძლებელი, წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ზაფხულობით უდარდელად და მშვიდად ვისვენებდი ბოჰემურ კუნძულებზე და როგორ გადავაგორებდი ზამთარს, თანამედროვე მაგრამ მყუდრო, პატარა სახლში, მხოლოდ ერთადერთ და ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. წარმოვიდგენდი ხოლმე – წარმატებულ და მშვიდ ცხოვრობას, მაშინ პრობლემების არაფერი გამეგებოდა მაგრამ.. თანდათან, ვისწავლე იმაზე ფიქრიც, რომ ეს ყველაფერი თავისით არ მოვა, რომ უნდა მოვიპოვო და დავიმსახურო. იმდენს ვფიქრობ უკვე ამაზე, რომ ნამდვილი ოცნებისთვის დრო აღარ მრჩება.. ეგეც რომ არა, ვეღარც ვვოცნებობ, როცა რეალობა პირისპირ გიზის და შუბლშეკრული გიბღვერს, იმედი კი იქვე, კუთხეში ჩუმად დგას და ირონიულად გიღიმის, თვალებს ეშმაკურად გიბზუებს..

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა „წაიოცნება“ და მეც ავყევი. დიდი არაფერი ოცნება არ იყო, მეც კი ვერ აღმაფრთოვანა საკუთარმა ოცნებებმა და მივხვდი, რომ ჩემში მეოცნებე კაცი ჩაკვდა, აღარ არსებობს. მისი, მეგობრის ოცნებები გავიზიარე და ისევ იმ ყბა დაღებულ იმედს ჩავებღაუჭე, ოდესღაც მასაც კონკრეტული ზედმეტსახელ(ებ)ი რომ ერქვა, დღეს კი უსახელოდ, მხოლოდ ხავსი ქვია.. მაგრამ დროზე და მაგრად ჩავავლე ხელი, არსად გავუშვებ, იქამდე დავტოვებ, იქამდე ვაცოცხლებ, სანამ არ ამიხდება.. არ უნდა მომიკვდეს, ესღა დამრჩა.. ხო, მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი მაგრამ გავიზარდე – ვეღარ ვვოცნებობ.. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 4 Comments

დრო და მიზეზი

ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს, ყველაფერს საკუთარი (თუნდაც სუბიექტური) ახსნა გააჩნია. არ არსებობს არცერთი აზრი, რომელსაც შეუძლებელია კონტრარგუმენტი არ მოუძებნო და არ შეეკამათო, ყველაფერს საკუთარი სიმართლე და ტყუილი ამოძრავებს (იშვიათად სინდისიც) და უფრო ლაკონურად რომ ვთქვა, მოკლედ, ეს ყველასათვის ნაცნობი (და უცნობი) აქსიომა ძალიან, ძალიან იშვიათი შემთხვევაა. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , | 9 Comments

ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

აღარანაირი პირადი

რამდენჯერ ყოფილა მომენტი, როცა ფიქრებში წასულს და შემდეგ დაბრუნებულს გამეფიქრა – ნეტავ ეხლა ვორდპრესის ნიუ პოსტი მქონდეს გახსნილი-მეთქი (ანალოგიური ხდება მუსიკაზეც), იმიტომ რომ ზოგჯერ მხოლოდ იმ მომენტში, იმ წუთებში არის რაღაც კონკრეტული მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი, მერე დრო გადის და ეკარგება მნიშვნელობა, ანდაც სულაც გვავიწყდება ხოლმე, რისი აღწერა ან მოყოლა გვინდოდა.. ეს დღეებია მინდა დავწერო, რომ ჩემი მცირე ხნიანი დაკვირვებით მივხვდი, რომ ადამიანები ზოგჯერ ძალით იზღუდავენ საკუთარ თავებს და ჩარჩოებში იკეტებიან, არავინ არაფერს უკრძალავს, არავინ არაფერში აკრიტიკებს, საერთოდ არავინ არაფერს ერჩის მაგრამ მაინც აქვთ განცდა, რომ “ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ..” საბოლოოდ არც აქვთ პასუხი და არც იციან რატომ, განა არ უნდათ, ან არ შეუძლიათ – უბრალოდ არ შეიძლება”.. 🙂 სასაცილოა..

მაგას თავი დავანებოთ და.. რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქზე უწყინარი პოსტი დავწერე, ისეთი, ლირიული, დიდი არაფერი, უბრალოდ ვრცლად საკუთარ თავზე, ცოტათი ზედმეტი დეტალებით:

Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 2 Comments

ყველაფერს ვამჩნევ – არაფერს ვიმჩნევ

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ბლოგზე აღარ შემომიხედავს და აღარაფერი დამიწერია. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში, ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა; თუმცა მაინც იყო, არის და ალბათ სულ იქნება ისეთი რაღაცებიც, რაც არასოდეს გაირკვევა ბოლომდე და ალბათ ჯობია არც არასოდეს აიხსნას – ვინ, რა, როგორ, რატომ და ა.შ..

უბრალოდ დრო გადის, გადის და მით უფრო მიჩნდება უსამართლობის განცდა, რომ “საზოგადოება” იმაზე მეტს ითხოვს ზოგჯერ, ვიდრე ერგებათ, ვიდრე ეკუთვნით, ვიდრე იმსახურებენ, არადა რა მარტივი იქნებოდა ზოგჯერ ჩემნაირების მართვა, ჩემნაირებზე ზეგავლენის მოხდენა, რომ არა ის, რაც უკვე კარგა ხნის წინ გავიარე.. არ ვტრაბახობ მაგრამ “ზრდის საფეხურები” (რომელზეც ამასწინათ ვწერდი, ისე ჩამოვაყალიბე და შევასრულე, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ ამაზე აქ მეწერა, რადგან ეს იმაზე გაცილებით ინდივიდუალური აღმოჩნდა და იმდენად პირადულ კონტექსტებში, ვიდრე ზოგადად აქ ვწერ ხოლმე), შეიძლება ითქვას პირველი საფეხურიდან ერთი ნახტომით ბოლოში გავედი და ერთ რამეს მივხვდი – ზოგჯერ ადამიანები იმდენად სულმდაბლები არიან, რომ მე მესმის იმათი ვისაც ანთროპოფობია ჭირს და მგონი საკმაოდ საფუძვლიანადაც.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

let’s get lost..

ყველაზე პირდაპირი ადამიანებიც კი არ ლაპარაკობენ იმას, რაც ნამდვილად უნდათ რომ თქვან და ყვველაზე თამამი ადამიანებიც კი არ ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში აქვთ სათქმელი.. “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ეს ამ ორმა წინადადებამ გამახსენა და ერთი-ერთშია ის, რაც მთელი ამბებით და პატარ-პატარა ისტორიებით მინდოდა დამეწერა.. ხო, ყველამ კარგად ვიცით (მეტ-ნაკლებად), რომ ყველაზე მეტ შეცდომას ის უშვებს, ვინც ბევრს ლაპარაკობს და სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად ის განიცდის ამას, ვინც უსმენს.. არაფერი პირადული – ეს ისე.. 🙂

..რამდენიმე კვირის წინ საკუთარი თავი გამახსენეს იმ პერიოდში, როცა პირველად აღმოვაჩინე, როცა მივხვდი და როცა ბოლომდე გავიაზრე – რომ ნამდვილად მიყვარდა; მაშინ გაცილებით ემოციური, მორცხვი და მორიდებული ვიყავი, ვიდრე ეხლა ვარ მაგრამ ამის თქმა მაინც არ გამჭირვებია.. ხოდა, დღეს მთელი დღეა ვავლებ პარალელებს ჩემსა და მას შორის და გულწრფელად მეცინება, რადგან მეც რამდენიმე დღის წინ ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც მას – და მე მიკვირდა მაშინ, რატომ ეჩვენება წარმოუდგენლად, ან საერთოდ, ხომ არ გონია ვატყუებ მეთქი 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები

ძალიან ბევრჯერ დამიშვია შეცდომა და ერთ გუბეში ორჯერაც გამიტოპია, ხშირად სამჯერაც და მეტჯერაც მაგრამ არასოდეს, არასოდეს მითამაშია ის პიროვნება და ის ტიპაჟი, რომელიც არ ვარ და არც მინდა რომ ვიყო.. იმას რომ ეჭვიანი საერთოდ არ ვარ – აქამდე ჩემს მოკრძალებულად მცირე დადებით თვისებებში ერთ-ერთ მთავარ თვისებად ვთვლიდი, თურმე მართალი არ ვყოფილვარ და ესეც უარყოფითი აღმოჩნდა, ოღონდ ამას ეხლა მივხვდი, გვიან 🙂 თუმცა არასოდეს, არაფრის გამო არ დავიწყებ (ყალბ) ეჭვიანობას და იმ მარაზმს, რაც სხვისი მძულს და გამოცდილებიდან ვიცი – რაც არის!!.. არასოდეს გამჩენია ეს განცდა და ეს სულაც არ არის ზედმეტად თვითდაჯერებულობის ბრალი, ეს უბრალოდ ნდობის ფაქტორია, მეტი არაფერი, აი ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა.. სამწუხაროდ ზოგს ურჩევნია ეჭვიანობის სცენები დადგა, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ იგრძნოს, რომ დაინახოს, რომ დაიჯეროს – რომ ის სულ ერთი არ არის შენთვის.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

კიდევ ერთხელ, უკანასკნელად და სამუდამოდ!!..

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა მაგრამ ვერ გადამიწყვეტია დავწერო თუ არა, დავწერო თუ არა.. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც ბლოგერი რომ ვარ, საერთოდ, საკუთარ თავს, როგორც ბლოგერად ვერასოდეს აღვიქვამდი, ამ ბოლო დროს ხომ მითუმეტეს.. ბლოგერი რა, უბრალოდ ზოგადი თემებიდან, დროთა განმავლობაში საკუთარ პირადზე წერა დავიწყე, ბევრი რამე მაქვს დაწერილი, უამრავი პირადი ისტორია მაქვს მოყოლილი, ზოგჯერ უპრინციპოდ გულახდილი და პრინციპულად პირდაპირი ვიყავი პოსტებში, რამდენიმე საიდუმლოც კი მექნება ალბათ სადმე გაპარული, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა თავის დროზე მაგრამ არასოდეს, არასოდეს მიფიქრია ამდენი დამეწერა თუ არა პოსტი.. ჯერ ერთი, ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის მაშინ ვწერდი, როცა ნამდვილად “მეწერინებოდა” და მეორეც, ალბათ მარტივი იყო ადრე წერა საკუთარ ცხოვრებაზე, როცა არაფერი ხდებოდა მნიშვნელოვანი..

კაცმა რომ თქვას არც ახლა ხდება რაიმე გრანდიოზული მაგრამ “გაზრდის საფეხურებიდან” დაწყებული და მას მერე აწრიალებული საკუთარი tumblr_m3lx02M1C91qe4vldo1_500თავი იმდენჯერ დავიჭირე სულ სხვა პიროვნებად გადაქცეული, რომ გამკვირვებია და გამიფიქრია: -ჰმ, ამას ხომ ადრე არ ვიტყოდი, არ გავაკეთებდი, არც კი მომაფიქრდებოდა.. და “ზრდის” ამ პროცესებით კმაყოფილი, ზოგჯერ იმედგაცრუებულიც, ინსტიქტურად ისევ ნოსტალგიებში ვვარდები ხოლმე.. შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, ეჯახება ძველი და ახალი, ნაცნობი და უცნობი, სასიამოვნო და არასასიამოვნო, მოულოდნელი და მოსალოდნელი, საყვარელი და არც ისე კარგი ადამიანები ერთმანეთს – თავისი უცნაური, გაუცნობიერებელი საზომი შკალის ერთეულით და ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ამ ქვეყნად მართლაც ფარდობითია.. დრო კი, ჰოი საოცრებავ, მართლაც წარმავალი, მოკლედ სიტყვების (და ჩემი ალბათ ბევრისთვის გაუგებარი წინადადებების) ზედმეტი რახარუხით რომ არ გავაგრძელო, მე გადავწყვიტე დამეწერა!!..

კიდევ ერთხელ, უკანსკნელად და სამუდამოდ!!.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 3 Comments

ზრდის I საფეხური – იდეა

ბავშვობაში არასოდეს მიოცნებია არც მწერლობაზე, არც კოსმონავტობაზე და არც იმაზე, თუ როდის გავიზრდებოდი დიდი. არასოდეს მქონია ამბიცია, რომ რაიმე საკითხში რევოლუციონერი ვიქნებოდი, ანდაც გამომგონებელი. არც იმის სურვილი მტანჯავდა, რომ ვინმესთვის რაიმე დამემტკიცებინა, არასოდეს მინატრია ძალაუფლება (თავიდანვე ვიცოდი ადამიანს რა ადესპოტებდა) მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ჩემთვის მაინც ვჯღაპნიდი ხოლმე პატარ-პატარა ჩანახატებს, ღრუბლებშიც ხშირად დავფრინავდი და ზოგჯერ იმაზე მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ეს ნორმალური იყო მაშინდელ ჩემს ასაკთან შედარებით.. მინდოდა თუ არა, მიწევდა ბოლო ხმით და ყველა შესაძლო ხერხებით, სხვისი თუ ჩემი უფლებების დაცვა, როცა უსამართლობას ვხედავდი და აი, ამ დიდებულმა ძალაუფლების სურვილმაც დროსთან ერთად იჩინა თავი.. მაგრამ შეცვლილი დამოკიდებულებით: ძალაუფლება არ არის ცუდი, მთავარია როგორ გამოიყენებ მას.. რაც უფრო ჩქარა გადის დრო, მით უფრო სწრაფად იცვლება წარმოდგენები, რეალურობის აღქმა და ა.შ Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ვაცილებთ 2015-ს

წელს ბლოგზე არც ისე აქტიური ვიყავი, როგორც მაგალითად შარშან და ეს ძალიან ბევრი და სხვადასხვა მიზეზით აიხსნება, ამაზე საუბარს არ აქვს აზრი, საბოლოოდ მაინც იქეთ მივდივარ, რომ მხოლოდ მაშინ მახსენდება ბლოგის არსებობა, როცა მარტო ვარ, ან რამე მაწუხებს. ვიქნები ბანალური და ტრადიციას არც ამ წელს დავარღვევ, ბოლოსდაბოლოს ხომ ძალიან მიყვარს ახალი წელი, ხოდა, ამ 2015 წელსაც მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად გავაცილებ, თავისი კარგი და ცუდი ამბებით.

სიმართლე რომ ვთქვა, წელს კარგიც და ცუდიც ერთმანეთს წონიდა, თანაბრად იყო სიხარულიც და იმედგაცრუებაც. საბოლოოდ კი ეს წელი უფრო მომავალი წლის დაგეგმვას გავდა, ვიდრე რეალურად შარშანდელი გეგმების განხორციელებას. წლიდან წლამდე ისე საგრძნობლად იცვლება ყველაფერი, თან ისე მოულოდნელად, რომ თუ არ დავიჩემე მაინცდამაინც რამე, ისე სწრაფად კარგავს აზრს გეგმები, ისე უცებ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი სულ უმნიშვნელოდ, რომ ისევ “რა მნიშვნელობა აქვს-მდე” მივდივარ ხოლმე 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: