Posts Tagged With: 2016

ორი ათას თექვსმეტი

ესეც ასე, ჩემი ოცდამეოთხე ახალი წელი მოდის, ორი ათას ჩვიდმეტი წელი, მამლის წელი, ჩემი წელი და მეორე წელი უშენოდ 🙂 რაც არ უნდა ვცადო ისევ ისეთი მხიარული პოსტი არ გამომივა, როგორებსაც ადრე ვწერდი ხოლმე, ბუნებრივია, რადგან აღარც ისეთი ხალისიანი ვარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც შევეცდები ისევ ისეთი პირდაპირი და გულწრფელი ვიყო, როგორც ადრე 🙂

სანამ იმის მოყოლას დავიწყებდე, რა იყო ახალი ამ წელს, რა მომიტანა, რა წამართვა, რა მასწავლა და ა.შ ბლა ბლა ბლა შემაჯამებელი ბანალური ფრაზებით, გეტყვი, რომ ძალიან მომენატრე, უფრო და უფრო ძალიან მენატრები, იმაზე ძალიან ვიდრე წარმოგიდგენია და გგონია.. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, სამწუხაროდ.. ხო.. გავაგრძელოთ..

წელს ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამე შეიცვალა, უამრავი ადამიანი გამოჩნდა და იმაზე მეტი გაქრა ვიდრე იყო.. ვის ადარდებს, მეც შევიცვალე (თუმცა ამას უფრო გაზრდას დავარქმევდი), გავიზარდე.. მომემატა გამოცდილება, პატარ-პატარა თავგადასავლები, ისტორიები, ცოტა პრობლემებიც, ასაკიც და იდეები, ოცნებები, რომლებიც ვერ ავისრულე ამ წელს, კარგად გადასახედია – ღირს კი რომ ავისრულო მომავალ წელს(?!).. იყო იმედგაცრუებაც, წარმატებაც, მოულოდნელობაც, გართობაც, დეპრესიებიც, მოკლედ, როგორც ცხოვრებაში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.. 🙂 Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , | 3 Comments

ვაცილებთ 2015-ს

წელს ბლოგზე არც ისე აქტიური ვიყავი, როგორც მაგალითად შარშან და ეს ძალიან ბევრი და სხვადასხვა მიზეზით აიხსნება, ამაზე საუბარს არ აქვს აზრი, საბოლოოდ მაინც იქეთ მივდივარ, რომ მხოლოდ მაშინ მახსენდება ბლოგის არსებობა, როცა მარტო ვარ, ან რამე მაწუხებს. ვიქნები ბანალური და ტრადიციას არც ამ წელს დავარღვევ, ბოლოსდაბოლოს ხომ ძალიან მიყვარს ახალი წელი, ხოდა, ამ 2015 წელსაც მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად გავაცილებ, თავისი კარგი და ცუდი ამბებით.

სიმართლე რომ ვთქვა, წელს კარგიც და ცუდიც ერთმანეთს წონიდა, თანაბრად იყო სიხარულიც და იმედგაცრუებაც. საბოლოოდ კი ეს წელი უფრო მომავალი წლის დაგეგმვას გავდა, ვიდრე რეალურად შარშანდელი გეგმების განხორციელებას. წლიდან წლამდე ისე საგრძნობლად იცვლება ყველაფერი, თან ისე მოულოდნელად, რომ თუ არ დავიჩემე მაინცდამაინც რამე, ისე სწრაფად კარგავს აზრს გეგმები, ისე უცებ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი სულ უმნიშვნელოდ, რომ ისევ “რა მნიშვნელობა აქვს-მდე” მივდივარ ხოლმე 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: