Posts Tagged With: It’s my life

∞-ის დასასრულის დასაწყისი

ყველას ცხოვრებაში დგება გარდამტეხი პერიოდები, როცა თავად ცხოვრება, შენი ნებით თუ უნებლიედ იცვლება, კალაპოტს იცვლის, სხვა გეზით, მიმართულებით, პრინციპით და მორალით მიედინება და შენ ამ დროს დგები და უბრალოდ დინებას მიყვები. ამ დროს ყველა, შენი ნაცნობი თუ უცნობი წარმატებას და კეთილ სურვილებს გისურვებს მაგრამ რეალურად არავინ იცის რა მოხდება მომავალში. არავინ იცის და სხვები ამას დიდად არც განიცდიან რა იქნება, რა მოხდება, რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში, ყველას ხომ თავისი მომავალი აქვს და შენც შენი არჩევანით აწყობ პრიორიტეტებს, ისახავ მიზანს და ალბათ (იშვიათად მაგრამ მაინც) მოიხედები უკან, იმის გადასამოწმებლად, სადმე რამე შეცდომა ხომ არ დაუშვი. სწორედ ამ გარდამტეხ პერიოდებში ხდება, როცა სუფთა ფურცლიდან გინდა ყველაფრის დაწყება და ცდილობ იმ ახალ ცხოვრებაში, სადაც ყველაფერი ახალი, სუფთა და თავისუფალია, არ გადაიყოლო ძველი, ბინძური, დახეული, დაჭმუჭნული და გახუნებული შეცდომები, რომელსაც მუდმივად, ყოველ მეორე ნაბიჯზე იმაორებდი და იმეორებდი. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | დატოვე კომენტარი

ორი ათას თექვსმეტი

ესეც ასე, ჩემი ოცდამეოთხე ახალი წელი მოდის, ორი ათას ჩვიდმეტი წელი, მამლის წელი, ჩემი წელი და მეორე წელი უშენოდ 🙂 რაც არ უნდა ვცადო ისევ ისეთი მხიარული პოსტი არ გამომივა, როგორებსაც ადრე ვწერდი ხოლმე, ბუნებრივია, რადგან აღარც ისეთი ხალისიანი ვარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც შევეცდები ისევ ისეთი პირდაპირი და გულწრფელი ვიყო, როგორც ადრე 🙂

სანამ იმის მოყოლას დავიწყებდე, რა იყო ახალი ამ წელს, რა მომიტანა, რა წამართვა, რა მასწავლა და ა.შ ბლა ბლა ბლა შემაჯამებელი ბანალური ფრაზებით, გეტყვი, რომ ძალიან მომენატრე, უფრო და უფრო ძალიან მენატრები, იმაზე ძალიან ვიდრე წარმოგიდგენია და გგონია.. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, სამწუხაროდ.. ხო.. გავაგრძელოთ..

წელს ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამე შეიცვალა, უამრავი ადამიანი გამოჩნდა და იმაზე მეტი გაქრა ვიდრე იყო.. ვის ადარდებს, მეც შევიცვალე (თუმცა ამას უფრო გაზრდას დავარქმევდი), გავიზარდე.. მომემატა გამოცდილება, პატარ-პატარა თავგადასავლები, ისტორიები, ცოტა პრობლემებიც, ასაკიც და იდეები, ოცნებები, რომლებიც ვერ ავისრულე ამ წელს, კარგად გადასახედია – ღირს კი რომ ავისრულო მომავალ წელს(?!).. იყო იმედგაცრუებაც, წარმატებაც, მოულოდნელობაც, გართობაც, დეპრესიებიც, მოკლედ, როგორც ცხოვრებაში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.. 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , | 3 Comments

ჩემი მუსიკები ანუ პირო-ვნებები

ჩემს ბავშვობაში ყველამ კარგად იცოდა რა უნდა ეჩუქებინათ ჩემთვის, რომ ძალიან გამხარებოდა, ეს იყო რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან სათამაშო, რომელიც რომელიმე მელოდიას უკრავდა. boy-and-piano-joe-rudskiმაშინდელ საქართველოში მარტივი არ იყო ეპოვნათ რაიმე მსგავსი სათამაშო და ძირითადად ნამდვილ (ოღონდ პატარა) გიტარას ან პირის გარმონს ან ნამდვილ დიდ, უზარმაზარ ხის პიანინოს მყიდულობდნენ, რომლის სკამსაც კი ვერ ვწვდებოდი ნორმალურად, თუმცა ტრიალებდა და დაკვრის სიამოვნებასთან ერთად ამ სკამზე თავბრუსხვევამდე ტრიალითაც მშვენივრად ვირთობდი ხოლმე თავს :დ ხუმრობა იქით იყოს და ჩემი მელომანობა ბაგა-ბაღიდან რომ იწყება ეს სხვა პოსტებში უკვე ვთქვი მაგრამ დღემდე მახსენებენ ხოლმე ერთ ხუმრობას “კახი, ტანანა ტანანა” საკმარისი იყო რომ შუა ქუჩაში ჩემივე მუსიკალური (ყველა შესაძლო ხერხით) გაფორმებებით მინი კონცერტი მომეწყო :დ ეს ხუმრობაც იქით იყოს და დღემდე ვერაფერს ვაკეთებ გულით თუ არ მესმის მუსიკა, და თუ არ მესმის, გუნებაში მაინც რომ არ ვღიღინებდე ისე არაფერი გამომდის. გუნებაში ღიღინმა კი თავისი ქნა და ახალი მუსიკების წაღიღინება დამაჩემა, შემდეგ დიდ ხანს ამეკვიატებოდა ხოლმე და იმდეხანს მიტრიალებდა თავში, სანამ როგორმე არ “გავაცოცხლებდი” რამენაირად, მერე მავიწყდებოდა, მერე ისევ სხვა ახალი ამეკვიატებოდა ტვინის “მელომანურ” რომელიღაც უჯრედებში და ისევ იგივე ნმეორდებოდა. ასე გრძელდება დღემდე. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

It’s my life!!

თითქოს შეუძლებელს არაფერს ვითხოვ ამ ცხოვრებისაგან მაგრამ მაინც როგორი რთულია ყველაფერი ისე იყოს როგორც მე მინდა, მაინც ძალიან ძნელია იმ პრორპორციების დაცვა რომელსაც ოცნება და რეალობა ქვია, ხან ერთ უკიდურესობაში ვარდები ხან მეორეში. არ შემიძლია ვიყო ეგოისტიც, დამთმობიც და ყველაფერი ადამიანური იმ ფონზე რასაც ცხოვრება მიქმნის.

უბრალოდ ამ ეტაპზე გამიჩნდა ერთი მიამიტური კითხვა რომელიც ალბათ უმრავლესობასაც თრგუნავს – რატომ არ შეიძლება ყველაფერი ისე იყოს როგორც მე მინდა, რატომ არ შეიძლება უბრალოდ ვიყო ბედნიერი?? 

დავიღალე ამ მგრძნობიარე პოსტების წერითაც, მკითხველსაც (ვინც სისტემატიურად შემოდის და კითხულობს) ალბათ გაურკვევლობაში ვტოვებ, ხან ვწერ რომ ცამდე ბედნიერი ვარ, რომ სიგიჟდემდე მიყვარს ხან კი ვსვამ კითხვებს თუ რატომ ვარ უბედური. არა ეს პოსტი სიყვარულისაგან ოდნავ შორს იწერება, სულ სხვა შინაარსით და თუ ვიტყვი რომ ცხოვრებაში ისე არ ხდება ყველაფერი როგორც მე მინდა. ეს არ ეხება იმ პირადს რომელიც “ერთადერთი” ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 11 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: