Posts Tagged With: No Tag

უკვე დასრულებული ამბის დასასრული

არ ვიცი რამდენჯერ უნდა დავემშვიდობო, რომ გავუშვა. არ ვიცი როდის გავიღვიძებ ისე რომ არ გამახსენდეს. არც ის ვიცი ამ პოსტებს რატომ ვწერ მაგრამ იყოს ეს (საბოლოოდ) მერამდენეღაცა პოსტი იმ ამბის პატივსაცემად, რომელსაც ოდესმე შესაფერის მემორიალს, მელოდიას, პოემას ან ფილმს თუ არა, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი საათებიდან ალბათ ნახევარს მაინც მივუძღვნი. აქ ამით დავასრულებ მე ჩემს ამბავს, რომელსაც წლებია ვწერ ბლოგზე.

ეს ამბავი კი ასე დაიწყო. (მგონი ამ დეტალებს პირველად (და უკანასკნელად) ვწერ და იმედია არასოდეს ვინანებ)

***

როცა პირველად დავინახე, რომ ვაღიარო, ვერც კი ვიცანი. უფრო სწორედ ვერ წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა ის ნამდვილი ყოფილიყო, რეალური და თან მითუმეტეს ჩემს პირისპირ მდგარიყო. მშვიდად მოდიოდა კორპუსებს შორის, რაღაც მომენტში მომეჩვენა კიდეც რომ არ უნდოდა მოსვლა მაგრამ თითქოს მხოლოდ გაუგებარი ინტერესი აიძულებდა ნაბიჯებს აჰყოლოდა, მოდიოდა და მაკვირდებოდა.

შორიდანვე ვგრძნობდი ამას, რომ ფიქრობდა – მე უბრალოდ ერთი პატარა, გალეული, არც ისე ჭკვიანი, მოკლედ – მისთვის შეუფერებელი ტიპი ვიყავი. მის პირველივე გამარჯობაში იგრძნობოდა ეჭვი, რომ ეგონა არაფერი გამოვიდოდა.  მისმა პირველმა გაღიმებამ კი, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, მაინც თავისი გაიტანა და დამარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად არ ვცდებოდი – მიყვარდა. ხო, მე ეს დიდი გაუგებრობა ყოველთვის მჭირდა, ამაში მრავალი წლის გამოცდილი ვიყავი და ახლა ეს, თითქოს ეს პატარა არარეალური გატაცება უცებ ძალიან დიდ და სერიოზულ ამბავში გადაიზარდა. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: | %(count)s კომენტარი

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: